ბანანს დეპრესიასთან ბრძოლა შეუძლია. ის შეიცავს პროტეინ ტრიპტოფანს, რომელიც თვის მხრივ გარდაიქნება სეროტონინად. ეს უკანასკნელი კი რელაქსაციაში გეხმარებათ. ბანანი ასევე შეიცავს ვიტამინ B6, რომელიც სისხლში გლუკოზის რაოდენობას არეგულირებს. ეს ვიტამინი ხასიათის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
ზემოხსენებული ვიტამინის მეშვეობით თქვენ შეძლებთ სტრესთან გამკვლავებასა და ნერვების დამშვიდებას.
ბანანი არეგულირებს წნევას და გულის შეტევასაც აგარიდებთ. ეს ხილი შეიცავს მეტ კალიუმს და ნაკლებ ნატრიუმს, რაც შესანიშნავი კომბინაციაა ზემოხსენებულ დაავადებებთან საბრძოლველად.
ორი ბანანის ჭამის შემდეგ გეძლევათ საკმარისი ენერგია, რომ 90 წუთი იმუშაოთ.
ბოლოს კი, თუ თქვენთვის პრობლემას წარმოადგენს გამოცდები, მიირთვით ბანანი! კალიუმი, რომელსაც ეს ხილი შეიცავს, დაგეხმარებათ, იყოთ უფრო მობილიზებული და კონცეტრირებული.
წყარო - dainteresdi.ge
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)