reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხ ნაწილად გაიყოფა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ნაციონალური მოძრაობა“ ოთხ ნაწილად გაიყოფა“
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 23:11

 

 

გასული კვირა კვლავ ალიაქოთში გავლიეთ. კვირა „თავისუფალ ზონაზე" „ქოთებით" და გაეროში პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმით დასრულდა. სანდრო ბრეგაძე „ქრონიკასთან" ინტერვიუში საინტერესო განცხადებას აკეთებს:

 

- თქვენი ინფორმაციით, ვისი მოწყოილი იყო გაეროს შტაბ-ბინის წინ აქცია, სადაც პრემიერ-მინისტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მკვლელი უწოდეს?


- ის ხალხი, ვინც პრემიერს დახვდა გარეთ, არიან ბომჟები, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ აშშ-ში, რამდენიმე მათგანზე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ამერიკაში ისინი დაკავებული არიან წვრილი ქურდობით, რამდენჯერმე ნასამართლევი არიან ქურდობისთვის, ორი მათგანი არის ნარკომანი, რომლებიც პირდაპირ წამალზე წვანან და ავადმყოფების კატეგორიაში გადიან. ამ ბომჟებს ეს სიბინძურე რომ ჩაედინათ, მიხეილ სააკაშვილმა, ანაზღაურების სახით, გადაუხადა 3-3 ათასი დოლარი. მე ვფიქრობ, ესენი არიან სულმდაბალი ადამიანები, მათთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს, ასეთი ქურდბაცაცები და ბომჟები ყველა სახელმწიფოს ჰყავს, მაგრამ მინდა ერთი კითხვა დავუსვა, როდესაც ღარიბაშვილს მკვლელს ეძახიან, ვინ ჰყავს მას მოკლული?!. სააკაშვილს ამით სურდა ერთგვარად შური ეძია. პირდაპირ გეტყვით, დღეს ამერიკაში სააკაშვილს ხელსაც კი აღარ ართმევენ ნორმალური ადამიანები, თვით მისი მეგობარი მაკკეინიც კი გაურბის მასთან შეხვედრას. რამდენჯერმე სააკაშვილს ჰქონდა მაკკეინთან შეხვედრის მცდელობა და მან ახლოსაც არ გაიკარა. სააკაშვილი არის აბსოლუტურად გაკოტრებული და დღეს არის ამ ბომჟების, ე.წ. ემიგრანტების გარემოცვაში. სულ ათიოდე ადამიანი დადის მათთან ერთად და ცდილობს, მათით რაღაცა ბოროტება ჩაიდინოს. დღეს სააკაშვილი რეალურად არავის სჭირდება. მას ჰქონდა ილუზია, რომ  იქნებოდა საჭირო მას შემდეგ, რაც პოსტიდან წავიდოდა. ფიქრობდა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ადგილს დაიმკვიდრებდა, წარმოიდგინა, რომ მსოფლიოში გადამდგარი პირველი პირების მსგავსად საერთაშორისო დიპლომატიაში მიეღო მონაწილეობა. გადამდგარი პირველი პირების კლუბმა სააკაშვილი ახლოსაც არ გაიკარა, ერთადერთი შანსი მას უკრაინის მოვლენებით ჰქონდა, რომ საჭირო პერსონა გამხდარიყო. მაგრამ უკრაინაში სააკაშვილს უკვე ფეხი ამოუკვეთეს, პოროშენკომ სააკაშვილს პირდაპირ კარისკენ მიუთითა. პირდაპირ გეტყვით, ხომ გახსოვთ, დიდი ზარზეიმით გამოაცხადეს, თითქოსდა ბენდუქიძე დაინიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში. მართლაც იყო ეს დანიშვნა, მაგრამ დაახლოებით ერთ თვეში მიხვდნენ, რომ ბენდუქიძე არის ჩვეულებრივი თაღლითი, რომელიც უკრაინაში ჩასული იყო მხოლოდ იმ მისიით, რომ თავისი ბიზნესი გაეფართოებინა,  გამოაგდეს და დღეს საქართველოშია. ასევე მოექცნენ ვაშაძესაც, რომელიც ვითომ იუსტიციის მრჩევლად ჰყავდა სააკაშვილს ჩაყვანილი უკრაინაში. ისიც გამოაძევეს, ანუ სააკაშვილის მთელი კლანი უკრაინიდან გამოყარეს, რადგანაც უკრაინელები მიხვდნენ, თუ სააკაშვილის კლანს დაუჯერებდნენ და მათ ფეხის ხმას აჰყვებოდნენ, მათი საქმე ძალიან ცუდად წავიდოდა. ამიტომაც გამოაძევეს უკრაინიდან  და იქ მეტად ცივილიზებული პროცესები წავიდა. ახლა გაძლევთ პირდაპირ ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომ სააკაშვილს აშშ-ში სამუშაო ვიზას არ აძლევენ და არის იმის საშიშროება, რომ აშშ-ში იყოს არალეგალი. ამით ამერიკელებმა მას მიანიშნეს, რომ იმ ტყუილებისა და სისულელეების გამო, რომლებსაც მთელი წლების განმავლობაში ამერიკელებს თავს ახვევდა, აღარავისთვის აღარ არის საჭირო. დღეს მას აღარსად დაედგომება, ამიტომაც გადასულია ასეთი მდაბიო ხარისხის პროვოკაციებზე. ამით სურს, ვითომ არეულობა შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში, ან შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ამით არანაირი შეურაცხყოფა არ მიადგა, პირიქით, სააკაშვილის ბოროტი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოჩნდა და ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელიც მსოფლიოში უკვე აღარავის სჭირდება.


- გასულ კვირას „ნაცსაქაჯეთი" თავს დაესხა პრემიერ-მინისტრის მეუღლეს. თქვენ „ფეისბუკის" პირად გვერდზე წერდით, რომ მთელი „სანაცეთის კახპები დუჟმორეული აკრიტიკებენ პრემიერ-მინისტრის მეუღლის ჩაცმულობას, ალბათ, ყველას აინტერესებს, ვისი კაბა ეცვა ნუნუკა თამაზაშვილს, მიშელ და ბარაქ ობამებთან შეხვედრისას, ეს გახლავთ მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი ოსკარ ე ლარენტა, რომელიც მოსავს აშშ-ს პირველ ქალბატონებს.

 

ოსკარ დე ლარენტას კაბას ოლეგ პანფილოვმა დედოფლისწყაროს მოდა უწოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პანფილოვს დიდი გზა აცილებს ოსკარ დე ლარენტამდე და მაინც, ხომ არ ფიქრობთ, რომ, რაც ხდება, ეს უკვე კლინიკაა და არა პოლიტიკა?

 

- „ნაციონალების" ამ მდაბიო საქციელზე თვითონ ის ხალხიც კი აღშფოთდა, ვინც არ არის პრემიერის მხარდამჭერი, მათაც კი გამოხატეს თავიანთი პროტესტი ვინმე პანფილოვის, ამ ოდიოზური ფიგურის გამოხტომაზე, საქართველოს პირველი ლედი სამაგალითო დედაა, უპატიოსნესი ადამიანი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, ნუნუკა თამაზაშვილი ყოველთვის მისაბაძია თავისი პატიოსნებით, კულტურითა და აღზრდით. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი შურით სკდებიან და მას აკრიტიკებენ. იცით, რატომ? რადგან ის არის სამაგალითო დედა და მეუღლე. ჩემთვის ეს მარაზმი ერთგვარად მოსალოდნელი იყო, რადგან ზნეობას, მორალს, პატიოსნებას მოკლებული გოიმები, რომლებიც სააკაშვილმა თავისი ჰარამხანიდან ჩამოურიგა თავის ვეზირებს ცოლებად, შურით სკდებიან. შურით სკდებიან იმიტომ, რომ ისინი თავიანთი ამორალური წარსულითა და აწმყოთი ახლოსაც ვერ მივლენ ნუნუკა თამაზაშვილთან. ხშირად მითქვამს, რომ პარადოქსების ქვეყანა ვართ-მეთქი და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, მიშას უზნეო და აღვირახსნილი გარემოცვის გასაგონად მინდა ვთქვა, საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია, რომ ასეთი პირველი ლედი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელიც შეიძლება იყოს თამამად მისაბაძი ჩვენი შვილებისთვის. სააკაშვილის ჰარამხანის ქალები, რომლებიც დღეს შურით სკდებიან,  არის უზნეოების კასტა, რომლებიც ახლოსაც ვერ მოვლენ პატიოსან ადამიანებთან. ოსკარ დე ლარენტას კაბა კი არა, სულ რომ ჯვალოს კაბა ჩაეცვა ნუნუკა თამაზაშივლს, ის მაინც აჯობებდა და ათი თავით მაღლა დადგებოდა იმ ქალბატონებზე, თუკი მათ ქალბატონები ჰქვიათ, რომლებიც დღეს მას აკრიტიკებენ. ის პლებეები, რომლებიც სოროებიდან გამოაძვრინეს, სააკაშვილის ხელში გამოიარეს და მერე ფეშქაშად ცოლებად დაურიგდნენ მის გარემოცვას, საყოველთაო ზიზს იმსახურებდნენ წლების მანძილზე და ახლაც ასეა. წარმოიდგინეთ, რა დონეზეა დაცემული „ნაცმოძრაობა", რომ ასეთ ფაქტებზე იწყებენ აპელირებას. მათი ეს გამოხტომები პრემიერის წისქვილზე ასხამს წყალს, ამ უზნეო ხალხმა უმჯობესია, გაკრიტიკოს, ვიდრე გაქოს.


- გამოიკვეთა, რომ ქვეყნის პირველი ლედია პრემიერის მეუღლე, რომელსაც თავს ესხმიან, ხოლო იგივე „ნაცაქტივისტებმა" ყოფილი პირველი ლედის დაყადაღებული ქონების გადასარჩევად კამპანია წამოიწყეს, სანდრა რულოვსს ბინის გამოსასყიდ ფულს უგროვებენ, ანეკდოტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს მდაბიო გამოხდომები რაზეა გათვლილი?

 

- ეს არ არის გათვლილი საქართველოს მოსახლეობაზე, საქართველოს მოსახლეობამ მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილი არაოფიციალური მილიარდერია, იარაღით უკანონო ვაჭრობიდან დაწყებული, ნავთობით, ელექტროენერგიისა და ნარკოტრანზიტის თემებით დასრულებული, ყველაფერი მის ხელში იყო. მისი ქონება არაოფიციალურად რამდენიმე მილიარდს ითვლის, ეს პიარი გათვლილია უცხოეთზე, თითქოს სააკაშვილის ოჯახს იმდენად უჭირს, რომ ფული უნდა შეუგროვონ , რათა სადმე იცხოვროს. თუმცა უცხოელებმა ძალიან კარგად გაიგეს, რომ ეს ასე არ არის. ცხადზე ცხადია, რომ სააკაშვილის გარემოცვა, თუნდაც კეზერაშვილი ავიღოთ, რომელსაც ოფიციალურად 100 მილიონ ევრომდე აქვს უცხოეთის ბანკებში, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული, როცა იგივე უცხოელები ამას უყურებენ, მათაც ეცინებათ ამ ყველაფერზე, ვთვლი,რომ სააკაშვილს მეთოდები დაუძველდა, ეს იაფფასიანი ტრიუკი მისი მხრიდან უკვე ღიმილისმომგვრელია. პიარი, თითქოსდა სააკაშვილის ოჯახს უჭირს, ანტიპიარად უტრიალდება. რეალობა კი არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა დააბრუნოს ყველა თეთრი, რომლებიც ამ წლების მანძილზე აქვს მოპარული. ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარი, მისი გარემოცვა კი შეიძლება მეტ თანხასაც ფლობდეს. დღეს ჩვენ ციხეში გვისხედან ოფიციალური მილიონერები - მერაბიშვილი და უგულავა, რომლებიც ციხიდან გვითვლიან, რომ ბოლო კაპიკს დახარჯავენ იმისთვის, რომ ციხიდან გამოვიდნენ და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.


- კეზერაშვილი ახსენეთ და „ნაცისტურ" მედიაში კეზერაშვილის ფულის შემოდინება შეიმჩნევა, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

 

- საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას არა აქვს თავისი მედიასაშუალება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დამნაშავე ძალას, რომელსაც ჰქვია ოპოზიცია, აქვს რამდენიმე ტელევიზია და მედიის საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებს. თანხა უკვე საქართველოშია და ეს თანხა  იხარჯება. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, „თავისუფალი ზონის" აქტივისტებს შავი ფულის სახით აქვთ თვეში მინიმუმ 3000 ლარი ხელფასი, აი, მათ, ვინც ქუჩებში დარბიან და რაღაცას ყვირიან. „ნაციონალური" მედიასაშუალებები ფინანსდება ძალიან დიდი ფულით, მათ პირდაპირ აქვთ მიცემული დავალება, რომ დაიწყონ საგამოძიებო ჟურნალისტიკა, როგორმე რაიმე კომპრომატი იპოვონ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რათა შემდგომში ააგორონ პიარი, რომ ეს ხელისუფლება არაფრით სჯობია სააკაშვილის ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს არის საშიშროების შემცველი, რაშიც იხარჯება უდიდესი თანხები. „ნაციონალებს" უცხოეთიდან ფულის შემოტანა ნაკლებად სჭირდებათ, რადგან აქვე აქვთ ქეში ფული, რომელსაც ხარჯავენ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად. რაც ჩემთვის გახდა ცნობილი, მოკლე პერიოდში 400 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი. კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა შეიქმნას. ჩვენ რაც ვიცით, ეს არის „თავისუფალი ზონა, „პიკასოს კლუბი " და ა.შ. მაგრამ კიდევ იქმნება წვრილ-წვრილი ორგანიზაციები, რომლებმაც ერთობლიობაში უნდა მოახდინონ ქვეყანაში არეულობის პროვოცირება. სხვათა შორის, იმ არეულობის პროვოცირება, რომელზეც თქვენთან ინტერვიუში საუბრობდა შს მინისტრი. „ნაციონალებმა" იციან, რომ მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში მათი დაბრუნება გამორიცხულია, ერთადერთი გზა, რითაც მათ ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლიათ, ეს არის გადატრიალება. დღეს ჩვენ გადატრიალების ფაქტორი სასაცილოდ გვეჩვენება, იმიტომ, რომ მათ მართლაც არა აქვთ მოქალაქეების მხარდაჭერა, მაგრამ ხვალ და ზეგ, თუკი ეს პროცესები არ განეიტრალდა, ეს უკვე აღარ იქნება სასაცილო, სამწუხაროდ, ეს „ხვალ და ზეგ", არც ისე შორს არის.


- არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა „თავისუფალი ზონის" ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და „ზონელებს" თვითლიკვიდაციისკენ მოუწოდეს. ამ აქციამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი. "თავისუფალი თაობის" წევრმა ანი დარსალიამ საკუთარ „ფეისბუკის" პირად გვერდზე საყურადღებო განცხადება გაავრცელა: „ჩვენ ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, რომელმაც „თავისუფალი ზონის" ოფისიდან გამოჟონა, ჩვენი აქციის დამთავრების შემდეგ „ზონის" ლიდერებთან დაურეკავს უშუალოდ გიგა ბოკერიას, რომელსაც მოუთხოვია, რომ დაცალონ ოფისი „ზონელებმა", „ზონის" ლიდერებისთვის ბოკერიას სულ მშიშრები, ლაჩრები და უნიათოები უწოდებია. ყოფილა გინება და ლანძღვა, - რისთვის გიხდით ამდენ ფულს, იმისთვის, რომ შეშინებულები ოფისში დაიმალოთო?! ყვიროდა ბოკერია. „ზონელებმა" ოფისის დაცლა უკვე დაიწყეს...

 

- „ნაციონალურ მოძრაობაში" გიგა ბოკერია უმნიშვნელოვანესი ფიგურააა, რეალურად ის გახლავთ წარმმართველი მთელი იმ პროცესებისა, რომელსაც მართავს „ნაციონალური მოძრაობა". თუმცაღა ბოკერიას ჭკვიანობაზე ლეგენდები გადამეტებულად მეჩვენება, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის" დამარცხების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მე ბოკერიას ვთვლი. სწორედ ბოკერიას უჭკუო პოლიტიკის შედეგი იყო 7 ნოემბრის დარბევა, დებატებში მონაწილეობის არმიღება, 26 მაისის დარბევა, ციხის ბუნტის ჩახშობა, რასაც მოჰყვა პატიმრების სიკვდილი, პატიმრების არაადამიანური წამება და ა.შ. ამან „ნაცმოძრაობა" კრახამდე მიიყვანა... რა თქმა უნდა, დღეს არის მმართველი კლანი, რომელსაც ხელმძღვანელობს გიგა ბოკერია, „ნაცმოძრაობის" პარლამენტის დეპუტატები არაფერს წარმოადგენენ, ბოკერია იძლევა დავალებებს, მაგალითად, „თავისუფალი ზონის" ბელადად დანიშნული ჰყავთ კობა ხაბაზი, სხვა ორგანიზაციის ბელადად დანიშნული ჰყავთ გოკა გაბაშვილი და ა.შ. ისინი მეტასტაზებივით არიან მოდებული, მაგრამ ეს მეტასტაზი ძლიერი არ არის, რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ბოკერია უყვიროდა „თავისუფალი ზონის" წევრებს და ლაჩრებს ეძახდა, მოსთხოვდა პასუხს, როცა 3000 ლარს უხდის. საქმე ისაა, რომ დაქირავებულები ვერასოდეს გაიმარჯვებენ... კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც „ნაციონალებს" პრობლემებს უქმნის, ეს არის დაპირისპირება ახალაიასა და მერაბიშვილის კლანს შორის, მათ შორის არის სერიოზული პრობლემები, ახალაიას კლანი დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილმა უზრუნველყო ციხის კადრების გარეთ გამოტანა. ახალაიები ამას ღიად ლაპარაკობენ და ისე არიან ერთმანეთზე გადამტერებული, უფლება რომ მისცე, ერთმანეთს დახოცავენ ციხეში. ეს კონფლიქტი მათ შორის ისეა გაღვივებული, რომ რომელიმე მხარე ცუდად დაასრულებს... სერიოზული დაპირისპირების მიუხედავად, გიგა ბოკერია „ნაცმოძრაობაში" გვევლინება იმ ლიდერად, რომელიც ცდილობს, მოახდინოს „თბილისური მაიდანის" პროვოცირება, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ, მით უფრო მაშინ, თუკი ხელისუფლების მხრიდან იქნები ჭკვიანური პოლიტიკა.

 

- რაც დრო გადის, გიგი უგულავას წერილი ციხიდან მეტ აქტუალობას იძენს და თითქოს ის გახდა ჟურნალისტებისთვის ერთგვარი შპარგალკა „ნაცმოძრაობის" გეგმების შესახებ. ერთ-ერთ წერილში უგულავა სააკაშვილს წერს, რომ გიგა ბოკერია სააკაშვილს მტრად მიაჩნია და ის ამ მოსაზრებას უქარწყლებს, არწმუნებს, რომ ბოკერია მისი მტერი არ არის. პარტიაში უთანხმოებაა და არის ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე ნაწილად გაიყოფა...


- ეს პარტია შესაძლოა, ოთხადაც გაიყოს, ვაშაძემ და რურუამ ცალკე ორგანიზაცია შექმნეს და „ივერიელები" დაირქვეს, ილია ჭავჭავაძის შთამომავლებად უნდათ, თავი გამოაცხადონ, რაც, რა თქმა უნდა, სასაცილოა. რა თქმა უნდა, არსებობს ბოკერიას კლანი, არსებობს ახალაიას კლანი და არსებობს მერაბიშვილის კლანი... თუმცა მერაბიშვილისა და უგულავას კლანები ბევრად უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან და ისინი დაკავშირებულნი არიან ბოკერიასთან. სააკაშვილს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა ბოკერიასთან. რამდენადაც ვიცი, მათი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა მაშინ, როცა სააკაშვილმა ბოკერიას წაუყენა პრეტენზია, რომ ბოკერიას გუნდის სასტიკი პოლიტიკის შედეგად მოხდა ყველაფერი ცუდი, რაც დაემართა „ნაცმოძრაობას". გარკვეულწილად ამ შემთხვევაში სააკაშვილი მართალი იყო, რადგან იმ უკომპრომისო პოლიტიკის, რომელსაც „ნაცმოძრაობა" აწარმოებდა, ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და შეომქმედი ბოკერია იყო. სწორედ ბოკერია, გივი თარგამაძე და ეს კლანი ცდილობდა მუდმივად, ხელისუფლების პოზიცია ყოფილიყო მეტად ხისტი და ხელისუფლება არ წასულიყო მოლაპარაკებაზე არც ოპოზიციასთან, არც საზოგადოებასთან და უკან არაფერზე დაეხია. ძალისმიერი მეთოდები გამოეყენებინათ და ადგილზე დაეხვრიტათ ადამიანები. სააკაშვილმა, რომელიც უკვე განწირულია, წაუყენა ბოკერიას ეს პრეტენზია და რა თქმა უნდა, დღეს მათ შორის არის სერიოზული და დიდი წინააღმდეგობა. ეს დამნაშავეები დღეს უბრალოდ იძულებულნი არიან ერთად იყვნენ, ისინი სისხლიანი დანაშაულებით არიან გადაბმულები. როგორც კი ეს კომპლექსი მოეხსნებათ, ერთმანეთს შეჭამენ. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ კოჰაბიტაციური პროცესი „ნაცმოძრაობასთან", „თავისუფალი ზონის" წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ რევოლუციის სიომ გადმოკვეთა სარფის საბაჟო და უკვე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე... გიგა ბოკერია, გია ბარამიძე, კობა ხაბაზი, გოკა გაბაშვილი და სხვები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით ხელში ებრძოდნენ ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანისა და ნიკა რურუას მხარდამხარ. სხვათა შორის, როცა ვინმეს პრორუსულობაზე ლაპარაკობენ, ისინი „გრუ"-ს ჯარებთან ერთად იბრძოდნენ მაშინ. სხვათა შორის გია ბარამიძე და მთელი მისი კოჰორტა, რომლებმაც დსთ-ში საქართველოს შესვლას დაუჭირეს მხარი, ესენი თავიდანვე იყვნენ დაკავშირებული პუტჩისტებთან და „გრუ"-ს სპეცსამსახურებთან. აქედან გამომდინარე, მათთვის უცხო არ არის ქვეყანაში გადატრიალება, შეიარაღებული ამბოხი, ამათ ხალხის მხარდაჭერა არასოდეს ექნებათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ხალხის მხარდაჭერა არც კიტოვანს ჰქონდა, მაგრამ თავისი ავანტიურიზმითა და მოღალატეობრივი პოლიტიკით გააკეთა ის საშინელება, რაც 1992 წელს მოხდა. რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და ძლიერია და ამ ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, ჩანასახშივე მოისპოს ყველა ის საშიშროება, რომელ საშიშროებაზეც თუნდაც შს მინისტრი საუბრობდა. აი, მაშინ, ამ საშიშროების მოსპობის შემდეგ ქვეყნის განვითარება წინ წავა და ერთი რამ, ოპოზიცია უნდა იყოს ოპოზიცია, უნდა გაძლიერდეს, მაგრამ დამნაშავეები არ უნდა იყვნენ ოპოზიციაში და ოპოზიციური ველი უნდა დაიჭირონ იმ პატიოსანმა ძალებმა, რომელთაც ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ისინი არ არიან დამნაშავეები და ქვეყნის მტრები.


ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016