reportiori.ge - რა დაპირისპირება მოხდა „თავისუფალი ზონის“ ოფისში სერგო რატიანს, ნიკა რურუას, გიგი წერეთელს და ნუგზარ წიკლაურს შორის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა დაპირისპირება მოხდა „თავისუფალი ზონის“ ოფისში სერგო რატიანს, ნიკა რურუას, გიგი წერეთელს და ნუგზარ წიკლაურს შორის?
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2014. 23:12


 

„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია 30 სექტემბერს, გვიან ღამით, „თავისუფალი ზონის" წევრებმა სასტიკად სცემეს. შს მინისტრი ჭიკაიძე „ალიასთან" ინტერვიუში მოსალოდნელ არეულობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აანონსებდა. სიტუაცია წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა... 


„თავისუფალი ზონა" ბნელ ოთახში შავ კატას ეძებს, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვაში „ტიტუშკების" არსებობაზე მიანიშნებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ „თბილისური მაიდანი" ახლოვდება, რაც თავის დროზე „ნაციონალებმა", კონკრეტულად კი წიკლაურმა და ხერხეულიძემ, ღიად განგვიცხადეს... ჩაფიქრებულია იგივე სცენარის გათამაშება, რაც უკრაინაში მოხდა, ოღონდ აქ მთავარი მოქმედი პირები უნდა იყვნენ „პუტინის წარმომადგენლები", „პრორუსული ძალა", „მეხუთე კოლონა", რომლის გარეშეც ცეცხლი ვერ დაინთება. პირველი „ტიტუშკა" „ზონდერებმა" მონახეს. ეს, მათი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა" და ჟურნალისტი დავითაიაა. 


 

ალიას" კითხვებს სანდრო ბრეგაძე პასუხობს იმიტომ, რომ სწორედ იგი, რამდენიმე თვის წინ აანონსებდა ამ სცენარით სიტუაციის განვითარებას: 

 

- ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა? რა ინფორმაციას ფლობთ, ვინ დგას ამ მოვლენების უკან? 


- როცა ეს ფაქტი ხდებოდა, „ზონელების" ოფისში იმყოფებოდა გივი თარგამაძე, სერგო რატიანი, მათ შემოუერთდათ რურუა, გიგი წერეთელი, ნუგზარ წიკლაური, გოგა ონიანი, იქ მიდიოდა სერიოზული „რაზბორკა". აზრები მათ შორის ორად გაიყო, ერთმანეთს სერიოზულად ეჩხუბებოდნენ, ჟურნალისტი როგორ გალახეთ, თქვე დეგენერატებო!.. იქამდე მივიდა საქმე, რომ ერთმანეთს კინაღამ ხელით შეეხნენ, „თავისუფალი ზონის" წევრები ნასვამები იყვნენ. ონისე გერგედავას დაბადების დღე აღნიშნეს „ზონის" ოფისში და მანამდე ერთმანეთში იყო გაწევ-გამოწევა იმის გამო, რომ დავითაია ასე უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ მივიდნენ უკვე იქ „თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები პროტესტის დასაფიქსირებლად. ეს პოლიტიკური ძალა ემზადება სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ისინი უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ სისხლისღვრაზეც კი წავლენ იმისთვის, რომ თავიანთი მიზნები აისრულონ, რომ მზად არიან საკუთარი სისხლი დაღვარონ, რათა ქვეყანას მოაცილონ ეს ხელისუფლება. როცა სისხლისღვრაზეა ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სისხლის გარდა, სხვის სისხლსაც დაღვრიან. ეს არის პირდაპირი მოწოდება ქვეყანაში სისხლისღვრისკენ. მე რამდენიმე თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალები" სისხლისღვრისთვის ემზადებოდნენ. 


თქვენთან ინტერვიუში კი შს მინისტრმა ზუსტად იგივე თემებზე ისაუბრა. ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალების" ფრთებქვეშ არიან აღმოცენებული, ექსტრემისტული დაჯგუფებებია, რომლებიც ფინანსდებიან „ნაციონალური მოძრაობის" შავი სალაროდან, მათ პირადად აფინანსებს ვანო მერაბიშვილის ოჯახი და უცხოეთიდან - დავით კეზერაშვილი. ეს დაჯგუფებები ერთგვარ ტრენინგებს და წვრთნას გადიან, იმისთვის, რომ ქვეყანაში მოაწყონ მართვადი ქაოსი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებაში უნდა გადაიზარდოს. სააკაშვილს სარფში, სარფამდე კი თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე უკრაინაში, სადაც ის თავის მომხრეებს ხვდებოდა, პირდაპირ აქვს ნათქვამი, ჩვენ არჩევნებს ვერ დაველოდებით, მანამდე უნდა მოვაცილოთ ივანიშვილის დატოვებული ხელისუფლება ქვეყანას, იმისთვის, რომ ჩვენ კვლავ დავბრუნდეთ. ის ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ სააკაშვილის „ზონდერ-დაჯგუფებას", თავისი გულუბრყვილობით პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩვენ უკვე ვბრუნდებით ხელისუფლებაში, ციხეში ჩაგყრით, თქვენ არ იცით ჯერ კიდევ, ვინ ვართო. ეს ყველაფერი უკვე გაშიფრული სცენარია, რომელსაც მარტო ხელისუფლება კი არ უნდა აღუდგეს წინ, არამედ სრულიად საქართველოს საზოგადოება. თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ ოპოზიციას, შეიკრას ყველა ერთად იმისთვის, რომ რევანშისტებს, კრიმინალურ ძალებს, რეციდივისტებს, ექსტრემისტებს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ქვეყანაში მოაწყონ ისეთი ტიპის მოვლენები, რაც იყო 90-იან წლებში და ეს საფრთხე არის რეალური. ყველამ დაინახეთ, შს მინისტრის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში იგეგმება სისხლისმღვრელი პროცესები, რევანში ახდა. განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და სიცოცხლის ხელყოფაზეც კი თანახმანი არიან იმისთვის, რომ თავიანთი მიზნები აისრულონ. 


- გადაცემა ანატომიის" წამყვანი ნათია მიქიაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს, გამოვიდა და განაცხადა, რომ მას თურმე ემუქრება პრემიერის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც პარტია ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მიქიაშვილმა ვერ წარმოადგინა, რასაც ნაციონალების" მხრიდან ერთკვირიანი კრიტიკა მოჰყვა. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რა უმოწყალოდ გაუსწორდნენ თავისუფალი ზონის" წევრები, იგივე ნაცმოძრაობა", ჟურნალისტს, რასაც ნაციონალების" მხრიდან თავის მართლება მოჰყვა, სხვათა შორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების რეაქციაა ძალიან საინტერესო, ისინი ამ წუთამდე დუმან... 

 

- მასმედიის 80%-ს დღეს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, მე მათი ძალიან გამკვირვებია. ასევე, გამკვირვებია მედიაექსპერტების, რომლებიც ხმას არ იღებენ, ჟურნალისტისთვის ანგარიშსწორებისა და ცემის ფაქტზე. სხვათა შორის, ამ მედიაექსპერტებმა არც იმაზე ამოიღეს ხმა, როცა ოთარ კობერიძემ აბსოლუტურად უკანონოდ უჩივლა თქვენს გაზეთს და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოსყიდული მოსამართლეების წყალობით მოახერხა, რომ ფულადი სანქციები დაეწესებინა თქვენთვის. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ეს არის კლანური დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურება, ის არც მედიის თავისუფლებისთვის იბრძვის, არც დემოკრატიისთვის. მე მაკვირვებს კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის დუმილი დღეს, რომლებიც ამ თემაზე ხმას არ იღებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ვინმეს „ნაციონალების" მიერ  კონტროლირებადი მედიასაშუალებიდან, რომელიმე ჟურნალისტი რომ გაელახა, რა ამბავი ატყდებოდა. დღეს იქნებოდა საპროტესტო წერილების ტალღა წამოსული, რომელიც წალეკავდა მთელ საინფორმაციო სივრცეს. 


დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ადეკვატურ ზომებს მიმართავს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს. უბრალოდ, ეს ხელისუფლება ისე არ იქცევა, როგორც იქცეოდა სააკაშვილის რეჟიმი. თქვენ ზვიად ჯანყარაშვილი ახსენეთ, რომელიც თითქოს, ჟურნალისტ მიქიაშვილს ემუქრებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ჟურნალისტმა ვერ წარმოადგინა. იცით, რატომ არის მის მიმართ აგრესია?.. „ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ ზვიად ჯანყარაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენით ბევრად უფრო გაძლიერდება ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ჰქვია პარტია „ქართული ოცნება". ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც არც განათლება დაეწუნება, ეს არის ღირსეული და ნიჭიერი ადამიანი. მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ ჯანყარაშვილისნაირი ხალხი, არამედ მათ სურთ ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც შეკრულები იქნებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან", რომლებიც არიან დისკრედიტებულები, კომპრომეტირებულები და „ნაციონალებს" ისინი ხელში უჭირავთ, დისკრედიტებული ძალის გამარჯვება კი ადვილია, „ნაციონალებს" ეს არ გამოუვათ. 


- ნაცმოძრაობა" და მის საფარქვეშ მყოფი თავისუფალი ზონა" პუტინის ხელს ეძებს ქართულ ოცნებაში", რაც უფრო მეტი იქნება ანტირუსული კამპანია, მით მეტი იქნება დასავლეთის მხარდაჭერა. 

 

- „ნაციონალურ მოძრაობას" წლების განმავლობაში თავის ჯიბიდან ჰყავდა დაფინანსებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ ისინი რუსული ინტერესების გამტარებლები იყვნენ, ისინი ფინანსდებოდნენ „ნაცმოძრაობისგან" მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობას" ჰქონოდა შექმნილი მუდმივად მტრის ხატი, უცხოელებსა და ქართველ საზოგადოებას ანახვებდა, თუ ჩვენ არ ვიქნებით, პუტინისტები და რუსეთის ხალხი მოვლა ხელისუფლებაში, რეალურად, რუსეთისა და პუტინის საქმე ყველაზე კარგად გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ხოლო სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია გუშინაც, დღესაც და ხვალაც დაკავშირებული იქნება რუსულ სპეცსამსახურებთან. შექმნეს ვირტუალური პუტინისტები და თავიანთ გამოგონებას თვითონ ებრძვიან. არანაირი პუტინისტები საქართველოში არ არსებობენ, მე კონკრეტულად ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც კონკრეტულად „ნაცმოძრაობასა" და „თავისუფალ ზონას" დაუპირისპირდა, ეს ხალხი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, მათზე იმ იარლიყის მიწებება, რომ თითქოს რუსეთთან არიან დაკავშირებული, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული, სწორედ ამიტომ არიან „ნაციონალები" დღეს გამწარებულები. თუკი სამართალდამცავების მიერ არ აღიკვეთა ექსტრემიზმი, ძალადობა, სახელმწიფო წყობილების დამხობის მცდელობა, მაშინ თვითონ ხალხი გააკეთებს იმას, რაც არის გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ძალიანაც დემოკრატიული რომ იყოს, იძულებული ხდება მიმართოს მკაცრ სამართლიან ღონისძიებებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც ჟურნალისტებს ესხმოდნენ თავს, ხელკეტებითა და ცივი იარაღით ჩაქოლეს ჟურნალისტები, სტუდენტები... 


კადრებში დავინახე, რომ „თავისუფალ ზონას" ჰქონდა ბეისბოლის „ბიტები", ხელკეტები, ცივი იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნა ჟურნალისტების, სტუდენტების, პოლიტპატიმრების წინააღმდეგ. ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, ვივარაუდოთ, რომ ისინი ძალიან ცუდისთვის ემზადებიან, კანონის მკაცრი ზომებია ასამოქმედებელი, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას. „ნაციონალები" ეცდებიან თავიანთი ექსტრემისტული დაჯგუფებების მეშვეობით მოვლენები დაძაბონ, მაგრამ მწამს, რომ ხელისუფლება და საზოგადოება მათ ადეკვატურ პასუხს გასცემთ. მათი გეგმა ასეთია, შექმნან განწყობა, რომ ქვეყანაში აპოკალიფსია, ხელისუფლება სტაგნაციაშია, ამავე დროს, თავიანთი ექსტრემისტული ორგანიზაციების საშუალებით განახორციელებენ აქციებს, სცემენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, თავს დაესხმებიან სხვადასხვა ორგანიზაციების პირებს, მიზანი არის ის, რომ თავიანთი ძალა აჩვენონ მოსახლეობას. ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, დაიხარჯება ძალიან დიდი ფული იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოისყიდონ და სხვათა შორის, ბევრი ორგანიზაციის ყიდვას აპირებენ, რომელსაც თავიანთ საქმიანობაში ჩააბამენ, ამის შემდეგ ქუჩაში გამოვლენ ჯერ ახალგაზრდა ექსტრემისტები, შემდეგ მათ გამოჰყვებიან პოლიტიკოსები, აი, ბოლოს კი, გეგმის ფინალი ასეთია, თვითმფრინავის ტრაპიდან უნდა ჩამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ეს ზღაპარია, მაგრამ „ნაცმოძრაობას" ამ ზღაპრის სჯერა, ცუდი კი ის არის, რომ ამ ზღაპრის რეალიზაციის პროცესში შეიძლება ქვეყანას ზიანი მოუტანონ. 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016