reportiori.ge - დალაი ლამა - რა არის სიყვარული?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:17
სხვადასხვა
დალაი ლამა - რა არის სიყვარული?
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2014. 13:19


ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერის და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერის დალაი ლამას პასუხი, კითხვაზე რა არის სიყვარული. მისი თქმით, სიყვარული კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც, თითოეული კერძის დამზადება დიდ ყურადღებას მოითხოვს.


ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობს რეცეპტები, არც ფორმულები.


ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".


ჩემის აზრით, საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა.


ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში. მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება, როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და ვცდილობთ, წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი. ანდა გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან ურთიერთობის უნარს.


სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს, წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში, რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას".


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016