საქართველო ამ სიაში 28-ე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მექსიკა, პოლონეთი, იტალია და პორტუგალია. რუსეთის ფედერაცია სიაში ვერ მოხვდა.
კვლევის ორგანიზატორებმა გამოთვალეს სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებელი 60 წელს ზევით ადამიანებში 90 ქვეყანაში და გაარკვიეს, რომ ნორვეგია ყველაზე ბედნიერი ადგილია დასაბერებლად. მას მოჰყვება შვედეთი, შვეიცარია, კანადა და გერმანია.
ყველაზე ცუდი ადგილები, სადაც ადამიანი შეიძლება დაბერდეს, არის ავღანეთი, მოზამბიკი, ღაზა და მალავი.
ნორვეგიაში ხალხი ფინანსურად უზრუნველყოფილია, აქვთ გონივრული სატრანსპორტო სისტემა და დასაქმების დონე ძალიან მაღალია მოზრდილ მოქალაქეებში.
„ეს არის კომბინაცია ნატურალური რესურსების და წინასწარი დაგეგმარების კარგი მენეჯმენტის შედეგი. ნორვეგიაში გაარკვიეს, რა სჭირდებათ, რა არის გასაკეთებელი, რა აღმოსაფხვრელი და ამ საკითხს ძალიან საქმიანად მიუდგნენ", - განაცხადა ეკონომისტმა გუსტავო ტოშიაკიმ.
ასე გამოიყურება იმ ქვეყნების ორმოცდაათეული, სადაც ყველაზე ბედნიერად ბერდებიან:
1. ნორვეგია;
2. შვედეთი;
3. შვეიცარია;
4. კანადა;
5. გერმანია;
6. ჰოლანდია;
7. ისლანდია;
8. აშშ;
9. იაპონია;
10. ახალი ზელანდია;
11. დიდი ბრიტანეთი;
12. დანია;
13. ავსტრალია;
14. ავსტრია;
15. ფინეთი;
16. საფრანგეთი;
17. ირლანდია;
18. ისრაელი;
19. ლუქსემბურგი;
20. ესტონეთი;
21. ესპანეთი;
22. ჩილე;
23. ურუგვაი;
24. პანამა;
25. ჩეხეთი;
26. კოსტა-რიკა;
27. ბელგია;
28. საქართველო;
29. სლოვენია;
30. მექსიკა;
31. არგენტინა;
32. პოლონეთი;
33. ეკვადორი;
34. კვიპროსი;
35. ლატვია;
36. ტაილანდი;
37. პორტუგალია;
38. მავრიკი;
39. იტალია;
40. სომხეთი;
41.რუმინეთი;
42. პერუ;
43. შრი-ლანკა;
44. ფილიპინები;
45. ვიეტნამი;
46. უნგრეთი;
47. სლოვაკეთი;
48. ჩინეთი;
49. ყირგიზეთი;
50. სამხრეთ კორეა.
წყარო - msn.com
(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)