reportiori.ge - 10 წესი მოზარდებისთვის ბილ გეიტსისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:38
სხვადასხვა
10 წესი მოზარდებისთვის ბილ გეიტსისგან
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2014. 18:59


რამდენიმე ხნის წინ ბილ გეიტსი უფროსკლასელების წინაშე გამოვიდა და მოზარდებს ის 10 წესი დაუსახელა, რასაც, მისი აზრით, ვერასდროს გაიგებდნენ სკოლის კედლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველდღიურად ოპტიმიზმისა და პოლიტკორექტულობის სწავლა კარგია, თუმცა რეალობისგან საკმაოდ შორს მდგარ თაობას აყალიბებს, ეს კი მოზრდილ ცხოვრებაში უცილობელ წარუმატებლობებს გამოიწვევს. ამიტომ ჯობს, მოზარდი თავიდანვე იყოს შეგუებული მომავლის სირთულეებსა და გამოწვევებს და ადეკვატურად ჰქონდეს მათზე რეაქცია.



წესი I

 

ცხოვრება უსამართლოა და ამას მიეჩვიე!


 

წესი II

 

მსოფლიოსთვის სულერთია შენი თვითშეფასება, ცხოვრება შენგან მოითხოვს საქმეს, მანამ, სანამ შენ თავდაჯერებულებას იგრძნობ.



წესი III

 

წელიწადში 60 ათას დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე ვერ მიიღებ. ვერ გახდები უცებ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ეს ფული საკუთარი შრომითა და კარგი იდეებით უნდა გამოიმუშავო.



წესი IV

 

მიგაჩნია, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მომთხოვნია? მოითმინე, როცა შენ გახდები უფროსი, და გაუგებ მას.



წესი V

 

მიმტანად მუშაობა არ არის ღირსების დამცირება. ეს შესაძლებლობაა, რაღაც აკეთო, სანამ დიდ საქმეზე გადახვალ. და ნურც იმათ დასცინებ, ვინც დღედაღამ იზუთხავს ყველაფერს - გავა დრო და შეიძლება, მათზე მუშაობამ მოგიწიოს.



წესი VI

 

თუ ტლაპოში ჩავარდი, ეს არ არის შენი მშობლების ბრალი. ნუ ბუზღუნებ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლე!



 

წესი VII

 

შენს დაბადებამდე შენი მშობლები სულაც არ იყვნენ ასეთი მოსაწყენები, როგორც ახლა გეჩვენება. ისინი ასეთებად იქცნენ შენი მომავლისთვის საჭირო სხვადასხვა გადასახადის გადახდის, შენი სამოსის რეცხვის თუ შენი დაუსრულებელი პრობლემების მოგვარების წყალობით. ამიტომ სანამ შენი მშობლების თაობისგან სამყაროს ხსნას შეუდგები, მანამდე საკუთარ ბინაში ტუალეტი მოწმინდე!



წესი VIII

 

შენი სკოლა, შეიძლება, აღარ არის დაყოფილი ლიდერებად და უიღბლოებად, მაგრამ ცხოვრება - კვლავაც ასეა. ზოგიერთ სკოლაში არ წერენ ცუდ ნიშნებს და იმდენი მცდელობის უფლებას გაძლევენ, რამდენიც სწორი პასუხისთვის გჭირდება. თუმცა ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ ცხოვრებასთან.



წესი IX

 

ცხოვრება არ არის დაყოფილი სემესტრებად. აღარ გექნება საზაფხულო არდადეგები და ბევრი ადამიანიც არ გამოჩნდება იმით დაინტერესებული, რომ შენ საკუთარი თავი იპოვო. ასე რომ, უბრალოდ იმოქმედე, განავითარე და წარმოაჩინე საკუთარი შესაძლებლობები.



წესი X

 

ტელევიზია არარეალური ცხოვრებაა. სინამდვილეში ადამიანები უფრო მეტ დროს სამსახურში ატარებენ და არა კაფეში მაგიდასთან  მსხდომნი.




(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016