reportiori.ge - რატომ იზრდება თამბაქოს ფასი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:28
ინტერვიუ
რატომ იზრდება თამბაქოს ფასი?
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2014. 19:04


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ექსპერტებთან ერთად, თამბაქოს კონტროლის საკითხზე იმსჯელა. მათი ინფორმაციით, საქართველოში თამბაქოს აქტიური მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით უკვე 11 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო პასიური მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს შეადგენს. 


ამ საგანგაშო ვითარების გამო, შექმნილია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების სახელმწიფო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანიც თამბაქოს მოხმარების პრევენცია და შემცირებაა. 


მიმდინარე წელს თამბაქოს აქციზის ფასი კვლავ მოიმატებს, რასაც თამბაქოს ფასის ზრდა მოჰყვება. 


ეს არის ის მშრალი ინფორმაცია, რომელიც ჯანდაცვამ გაავრცელა. 


დეტალების დასაზუსტებლად ალია" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა: 


- აქციზზე ფასის ზრდა, თამბაქოს წინააღმდეგ სახელმწიფოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება. ფინანსთა სამინისტრომ მიიღო ისეთი  გადაწყვეტილება, როგორიც სამოქმედო გეგმაშია გაწერილი - ყოველწლიურად თამბაქოზე აქციზის ფასი უნდა გაიზარდოს. 


- ეგ რანაირად, ასე უნდა და ამიტომ? რის საფუძველზე? 


- აქციზზე ფასის ზრდა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ხდება, რაც უფრო იზრდება აქციზის ფასი, ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება თამბაქო. განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და დამწყებ მწეველებში. ამიტომაა ჩადებული ეს საკითხი სახელმწიფო სტრატეგიაში. 


- თამბაქოზე აქციზი გასულ წელსაც გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემები გაქვთ, რამე შედეგი მოიტანა ამან? 


- ბოლოს, 2014 წელს ჩატარდა ფართო კვლევა ამ საკითხზე და წინასწარი მონაცემებით, 2%-იანი კლებაა. 


- აქციზის გაზრდის შემდეგ, რამდენით გაიზრდება თამბაქოს ღირებულება? 


- ჯერ გარკვეული არ არის, ამ საკითხს ფინანსთა სამინისტრო გადაწყვეტს მთავრობასთან შეთანხმებით. 


- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვების გადახედვა ხომ არ იგეგმება. რამდენად ეფექტურად მუშაობს ის შეზღუდვები, რაც უკვე დაწესებულია? 

 

- იქ, სადაც აღსრულების მექანიზმები კარგად მოქმედებს, შედეგიანია, სადაც სუსტია, ვერ მუშაობს. აკრძალვების გამკაცრებასთან დაკავშირებით მუშაობა ისევ მიმდინარეობს. მიზანი თამბაქოს მოხმარების პრევენცია და შემცირება, თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება, სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაა. 


დიანა ლიპარტელიანი 

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016