4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყება სამეცნიერო კონფერენცია „ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში".
კონფერენცია გამოჩენილი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები.
კონფერენციის მონაწილეები წაიკითხავენ მოხსენებებს ბოლო პერიოდის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი და გამოკვლეული მასალების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში, 19:00 საათზე, სააქტო დარბაზის ფოიეში გამოიფინება თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული სურათები და წიგნები ანდრია აფაქიძის პირადი კოლექციიდან. ღონისძიების ბოლოს თსუ-ს სააქტო დარბაზში ანდრია აფაქიძის შვილიშვილის, ცნობილი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი გაიმართება.