reportiori.ge - ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ცნობილი გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:02
სხვადასხვა
ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ცნობილი გამონათქვამები
ავტორი:
04 ოქტომბერი, 2014. 15:54



1.მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან.


2. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც, მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს.


3. დიდებს ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო", ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს" და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!


4. ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.


5. სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის.


6. ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი.


7. მიზანი გეგმის გარეშე, მხოლოდ სურვილია.


8. - რას აკეთებ აქ? - ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა. - ვსვამ, - პირქუშად მიუგო ლოთმა.

- რატომ სვამ?

- რომ დავივიწყო.

- რა უნდა დაივიწყო? - ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალებოდა იგი.

- დავივიწყო, რომ მრცხვენია, - გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

- რისი გრცხვენია? - შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა, რომ დახმარებოდა მას.

- მრცხვენია, რომ ვსვამ!.. - დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

პატარა უფლისწული დაიბნა.

„დიდები მართლა უცნაური ხალხია", - გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.



9. პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.



10. გიყვარდეს - ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.



 

(მოამზადა სალომე ნაცვლიშვილმა)




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016