reportiori.ge - გიორგი ფოფხაძე: „ღარიბაშვილმა სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მაია ფანჯიკიძე და პეტრიაშვილი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:10
ინტერვიუ
გიორგი ფოფხაძე: „ღარიბაშვილმა სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მაია ფანჯიკიძე და პეტრიაშვილი!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2014. 21:08

 

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ხელისუფლებას კატეგორიულად აფრთხილებდა, რომ ევროსაბჭოში „ნაციონალური მოძრაობა" იმდენად ფესვგამდგარია, შესაძლოა, სერიოზული მარცხი განიცადოთო. ის მიუთითებდა, რომ დაბალანსების მიზნით, პარალელურად საჭირო იყო ხელისუფლებას დაექირავებინა ლობისტები, რომლებიც „ნაციონალების" ინფორმაციას გააბათილებდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო დელეგაციამ ევროსაბჭოში ძალიან ცუდი სუნი დააყენა, ეს იყო თავის მოჭრა და სჯობდა საერთოდ იმ დარბაზში ხელისუფლების დელეგაცია არ გამოჩენილიყო. რაც შეეხება საელჩოებს, მაია ფანჯიკიძე რომ ვერ დაიკვეხნის ძლიერი ელჩებით, ეს ჯერ კიდევ  ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრზე მოწყობილმა თავდასხმამ დაადასტურა, სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ საქმის კურსში „ნაცმოძრაობის" დაჯგუფების მიერ ორგანიზებული იმ მიტინგის შესახებ, რაც, ფაქტობრივად, იყო არა მიტინგი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი დესტრუქციული ძალის გამოხტომა. ის, რომ ევროსაბჭოს კულუარებში აქტიურად მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხზე ორი წელია საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ჩვენთან ინტერვიუებში საუბრობს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩვენი ორი გამოცემაა - „კვირის ქრონიკა" და „ალია". გიორგი ფოფხაძე აღნიშნავდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღიურად ელექტრონული ფოსტით უამრავ წერილს აგზავნიდა ევროსაბჭოში. საქართველოს ხელისუფლების გულშემატკივარი ევროპელი დეპუტატები, ვისაც ნანახი ჰქონდა ციხის სკანდალური კადრები, 26 მაისის სისხლიანი დარბევის ფოტო და ვიდეომასალა, ვინც კარგად იცოდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შესახებ ფაქტები, მიდიოდნენ გიორგი ფოფხაძესთან და ეკითხებოდნენ, - რატომ არ აქტიურობს თქვენი ხელისუფლება, იცით, რომ ევროსაბჭო ამზადებს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერება ძალიან ცუდი რეკომენდაციები და ეს თქვენი ხელისუფლების წისქვილზე წყალს ნამდვილად არ დაასახამსო. როცა გიორგი ფოფხაძე უმტკიცებდათ, რომ „ნაცმოძრაობა" ცრუობდა, თავს იმართლებდა და რეზოლუციაში შესატანი რეკომენდაციები სიმართლეს არ ასახავდა, მას ერთ კონკრეტულ კითხვას უსვამდნენ, - ვისი სახელით გვესაუბრები, აქ ჩამოსული იყო საქართველოს დელეგაცია და არავის თავი არ შეუწუხებია, გაებათილებინა „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებიო... მაშ ასე, რასთან გვაქვს საქმე, არის თუ არა ეს დიდი ღალატი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე?.. ვინ უნდა აგოს პასუხი, ვინ უნდა დასაჯოს პრემიერმა იმისთვის, რომ ფულზე გაყიდულმა იდეოლოგიის არმქონე საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბრიუსელში აკრედიტებულმა დიპლომატებმა დაუშვეს ის, რომ პირველად ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ დაუყოვნებლივ იქნეს განთავისუფლებული: ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა და რომ მათი საპატიმროში ყოფნა სავალდებულო საერთოდ არ არის. ეს არის სირცხვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის ორმაგ სტანდარტებზე. „ნაციონალური მოძრაობა" სწორედ იმიტომაც დამარცხდა, რომ ამ კრიმინალურ დაჯგუფებას უთხრა უარი ხალხმა, დღეს კი ევროსაბჭო გვაძლევს რეკომენდაციას, საკუთარ ღირსებაზე უარი ვთქვათ და კანონზე მაღლა დავაყენოთ დამნაშავე კრიმინალური რეჟიმის მთავარი არქიტექტორები.


„ქრონიკის" კითხვებს საფრანგეთიდან პასუხობს ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.

 

- „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს 200-მდე პოლიტპატიმარი ჰყავდა, თუმცა ევროპის საბჭოს რეზოლუციაში არც ერთ მათგანზე რეკომენდაცია არ ყოფილა. რა მოხდა დღეს, როგორ გაჩნდა ახალაიას, მერაბიშვილის, სააკაშვილისა და უგულავას გვარები ამ რეზოლუციაში?

 

- ეს არის ჟურნალი, კინო ევროპარლამენტში იქნება. ევროპარლამენტში მზადდება დოკუმენტი, მე ვაფრთხილებდი საქართველოს მთავრობას, რომ ის ადამიანი, ვინც საქართველოზე მოხსენებას ამზადებს, საერთოდ მას არ ეკუთვნოდა ამ მოხსენების გაკეთება, რადგან ის არ შედის საქართველო-ევროპარლამენტის თანამშრომლობის ჯგუფში. მას შეეძლო მოემზადებინა ნებისმიერი სახის მოხსენება ბელორუსზე, შუა აზიაზე, მაგრამ არა, საქართველოზე, ჩვენმა მთავრობამ ამას ყურადღება არ მიაქცია, ეს მომხსენებელი გახლავთ ლიტველი, ევროდეპუტატი ანდრეს მამიკინსი, ის გახლდათ საქართველოში და ზარ-ზეიმით მიიღეს, რაზეც იქ მიდის საუბარი, დაახლოებით ვიცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობამ", ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავა და მათ მიაწოდეს ძალიან ნეგატიური ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებაზე. სწორედ „ნაციონალების" რეკომენდაციით მიიღეს ევროსაბჭოში რეზოლუცია და უფრო მეტს უნდა ველოდოთ ევროპარლამენტში, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანდრეს მამიკინსისთვის აცილება მიეცა, ჩემთვის მაინც ეკითხათ აზრი მასზე, ვეტყოდი, რომ ეს ადამიანი ბალტიისპირელი დეპუტატების იმ ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც მხარს უჭერენ მათ, ვინც რუსეთს აგინებს. მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, საქართველოს ხელისუფლებაში არც ერთი ადამიანი არაა, ვინც ჩემზე უკეთ იცის ევროსტრუქტურები. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის კომისრის პირველმა თანაშემწემ მე და ლალი მოროშკინა პირდაპირ გაგვაფრთხილა, - გადაეცით თქვენს მთავრობას, „ნაციონალები" მუშაობენ ძალიან მაგრად, ევროსაბჭო მიიღებს რეზოლუციას ოქტომბერში, სადაც იქნება ლაპარაკი ვანო მერაბიშვილზე, ბაჩანა ახალაიაზე და ა.შ.


- დიახ, თქვენ სამი თვის წინ გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ევროსაბჭო იღებდა ისეთ სახიფათო რეზოლუციას, რომლის შემდეგაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ლაპარაკიც კი სასაცილო გახდებოდა, თუკი ამ რეკომენდაციას ხელისუფლება დაუყოვნებლივ არ შეასრულებდა, ამიტომ, მათ ეუბნებოდით, რომ სანამ დროა, ემუშავათ ევროპის საბჭოში, ნუთუ არ ყოფილა რეაგირება და არ უკითხავთ თქვენთვის დეტალები?

 

- დიახ, იყო ჩემს განცხადებებზე ძალიან მწვავე რეაქცია, გინდათ გითხრათ, რა გააკეთეს? ჩემს ახლობლებს უთვლიდნენ, გააჩუმეთ ეს კაცი, ენა რომ აქვს გადმოგდებული და გვაკრიტიკებს, სჯობს, გაჩერდეს და ჩვენ საქმეს თვითონ მივხედავთო. უფრო უარესს გეტყვით, გაიცა ბრძანება, გააკეთეთ ისე, რომ გიორგი ფოფხაძე აიკრძალოს ქართულ მედიასივრცეშიო.


- ვისი მხრიდან მოდიოდა ასეთი მწვავე რეაქცია? კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება თქვენი აკრძალვის შესახებ?

 

- ახლა არ დავასახელებ... თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ მომეცემა პრემიერთან შეხვედრის შესაძლებლობა  და მას აუცილებლად წარვუდგენ დოკუმენტებს და წარვუდგენ იმ ადამიანების გვარ-სახელებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ. როცა ევროპაში შევხვდი პრემიერ-მინისტრს მან მადლობა გადამიხადა აქტიურობის გამო და თქვა, რომ ყოველთვის დიდი ინტერესით კითხულობდა ჩემს ინტერვიუებს. ასე რომ, ეს დავალება მისგან არ მოდის.


- თქვენ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართეთ პრემიერ-მინისტრს და მოსთხოვეთ, რომ ევროინტეგრაციის სამინისტრო გაეუქმებინა და პასუხი მოეთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ევროსაბჭოში დეკლარირებული მარცხის გამო. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის ღალატი და პროვოკაცია?

 

- პირველ რიგში, ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალი, მე ვადანაშაულებ საქართველოს დიპლომატებს, არ ვიცი, გვყავს თუ არა ლობისტური კომპანიები დაქირავებული და ვინ კურირებს მათ. რაც არ უნდა სუპერპროფესიონალი ლობისტები გყავდეს დაქირავებული, ლობისტი ვერაფერს გააკეთებს თავისი ინიციატივით, თუკი მას შენ არ მიეცი ყოველდღიური დავალება, ისევე როგორც ამას აკეთებს სააკაშვილის გუნდი დღემდე. როდესაც ვამბობ, რომ უნდა დაისაჯონ „ნაციონალები", უნდა დაისაჯონ სწორედ იმისთვის, რომ ასეთი სახის რეზოლუცია მიაღებინეს საკუთარი ტყავისა და საკუთარი სკამების გადასარჩენად, აი, ამაში არიან დამნაშავეები „ნაციონალები", მაგრამ უფრო მკაცრად დასასჯელები არიან ის ადამიანები, მთავრობასა და კოალიციის უმრავლესობაში, რომლებსაც ეს ყველაფერი ევალებოდათ და არ გააკეთეს. მე, როგორც ჟურნალისტი, ჩემი ქვეყნის ინტერესებით ვმოქმედებ და ყოველდღიურ რეჟიმში დავდიოდი ევროპარლამენტარებთან და ვეუბნებოდი, - ხალხო, „ნაციონალები" გატყუებენ, ვუდებდი ფაქტებს, ვახსენებდი ადამიანების არაადამიანური წამების შესახებ, კონკრეტულ დოკუმენტებს ვაძლევდი, მაგრამ ისინი მპასუხობდნენ, რომ შენ ხარ ჟურნალისტი და შენ სიტყვას არა აქვს ძალა, რა სტატუსით გველაპარაკები, შენ ხელისუფლებას არ წარმოადგენო... საუბედუროდ, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რადგან ხვალ და ზეგ შეიძლება საქართველოს გაუჩნდეს დიდი პრობლემები ევროპასა და ევროსტრუქტურებთან, NATO-სთან და თქვენ წარმოიდგინეთ, პრობლემები შეგვექმნება რუსებთან ურთიერთობაში, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ რეზოლუციის შემდეგ რუსეთი შემოტრიალდება და ჩაგვიხუტებს, ძალიან ცდება. ზუსტად რუსეთი დაიწყებს მანიპულირებას, - აი, ხედავთ, ხალხნო, რა ხდება საქართველოში. ეს იცით, რას ნიშნავს? ხვალ რომ რაიმე უბედურება მოხდეს საქართველოში, „ნაციონალები" ააფრიალებენ ამ რეზოლუციას ევროპაში და ევროპელებიც დაუდასტურებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. წარმოგიდგენიათ, რა ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში? იქ შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა მიმდინარეობს, ასეთი რამ თვით იანუკოვიჩისთვისაც კი არ ჩაუწერიათ და თვით ლუკაშენკოსთვისაც კი... შევარდნაძისთვის არ გაუბედავთ ასეთი ჩანაწარების გაკეთება, როცა ზვიადისტებს „მხედრიონი" ადგილზე ხვრეტდა, სააკაშვილის რეჟიმზე აღარაფერს ვამბობ. აი, ეს გააკეთა ამათმა უტვინობამ, მავნებლობამ... მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო, არც კი დავფიქრდებოდი, ისე გავათავისუფლებდი საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და ევროინტეგრაციის მინისტრ  პეტრიაშვილს და არა მარტო მათ! თანამდებობა უნდა დატოვოს ელჩმა ევროსაბჭოში და ასევე სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა საქართველოს ელჩმა ბრიუსელში, რადგან მათ ვერ უზრუნველყვეს სწორი ინფორმაციის მიტანა.


- და მაინც, თუკი საქართველო ევროსაბჭოს რეკომენდაციებს არ შეასრულებს, რა სანქციები გვემუქრება?

 

- შეიძლება შეგვიჩერონ ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება და ამას მოჰყვეს ევროსტრუქტურებთან გართულებული ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრო, რომ სასწრაფოდ დავიწყოთ ევროპარლამენტთან მუშაობა, თუმცა არ ვიცი, რამდენად მოესწრება. ორ კვირაში საბოლოო ვერდიქტს გამოგვიტანს ევროპარლამენტი და ჩემი ინფორმაციით, პირდაპირ იქნება ჩაწერილი ის, რისი ჩაწერაც შარშან ვერ გარისკეს, წელს კი პირდაპირ პოლიტპატიმრებად აღიარებული იქნებიან ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი. იანუკოვიჩის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელსაც ევროსაბჭო და ევროპარლამენტი ყვითელ ბარათს ამოუღებს.


- ეს არის დიდი სკანდალი, ფაქტობრივად, ევროპარლამენტი მიიღებს დადგენილებას, რომ მერაბიშვილი და ახალაია არიან პოლიტპატიმრები, „ნაციონალებს" ხელ-ფეხი ეხსნებათ, რომ მოამზადონ „თბილისური მაიდანი".

 

- ხვალ რომ მაიდანი მოაწყონ „ნაციონალებმა" და მთავრობა დაამხონ, ამ რეზოლუციის თანახმად, ევროპაში არ იქნება ადამიანი, რომელიც ხმას ამოიღებს. იმიტომ, რომ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ავიწროებ, დევნი და ეს ევროსაბჭოს რეზოლუციით არის დადასტურებული,აქვს უფლება, დაუმორჩილებლობას მიმართოს... ეს ხომ შავით თეთრზე წერია ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში. ამ რეზოლუციით, ფაქტობრივად, ხელ-ფეხი გაუხსნეს „ნაციონალებს", გააკეთონ ის, რაც უნდათ და ეს ყველაფერი კი ამ ხელისუფლების უნიათობის გამო მოხდა.


- თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი ამ ჩიხიდან?

 

- სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახოთ ევროპას, ვის უჭერს ქართველი ხალხი მხარს, თუ კოალიცია არ დაიშალა და ერთიანი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებენ. ის ძალა, რომელზეც ევროპელები ამბობენ, რომ  არის ოპოზიციური  და რომლის მხარდასაჭერ რეზოლუციებსაც იღებენ, ევროპას უნდა დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი იმ ძალაზე უარს ამბობს.


ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016