reportiori.ge - ჯაბა ხუბუა: აგერ, თავისუფალი ზონდერების ქვეყანაში ამოვყავით თავი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:01
ინტერვიუ
ჯაბა ხუბუა: აგერ, თავისუფალი ზონდერების ქვეყანაში ამოვყავით თავი!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2014. 21:10



„თავისუფალი ზონა" რომ ზონდერების ბუდეა, ამას გასულ კვირას საბოლოოდ დაესვა ბეჭედი, როცა ამ ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციის" ათზე მეტი დოქსოპული „ასავალ-დასავალის" რედაქციასთან ჩვენს ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სასტიკად გაუსწორდა.


ისიც საბოლოოდ დადგინდა, რომ ამ ზონდერების ოფიციალური პატრონი და დამგეშავი ნაციონალური მოძრაობაა, რომლის ლიდერებიც 2 ოქტომბერს, პეკინის ქუჩაზე მოგროვდნენ და „თავისუფალ ზონას" ცოცხალ ფარად დაუდგნენ!


ახლა გასარკვევი და გასაკვირი მხოლოდ ის არის, ამ ზონდერების „არასამთავრობო ორგანიზაციის" დასახელებაში რა ესაქმება ისეთ დიდებულ და ზეაღმატებულ სიტყვას, როგორიც არის თავისუფლება?


სად ნაციონალი ზონდერები და სად - თავისუფლება?!


რაში არიან თავისუფალნი „ზონელი" ზონდერები?


ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ კითხვას ასე დავსვამთ - რისგან არიან თავისუფალნი „ზონელი" ზონდერები?


ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს - თავისუფალნი სახელმწიფოებრივი განცდისაგან! თავისუფალნი სამშობლოს შეგრძნებისაგან! თავისუფალნი ზნეობრივ-მორალური პრინციპებისაგან?


და რაც ყველაზე მთავარია - თავისუფალნი თავისუფლებისაგან!


დიახ, მხოლოდ ამ ლოგიკით აიხსნება „თავისუფალი ზონის", ამ ზონდერების დაჯგუფების, სახელწოდებაში სიტყვა - თავისუფლების - ჩაკვეხება!


დიახ, სახელმწიფოებრიობისაგან, სამშობლოს განცდისაგან, ზნეობრივ-მორალური კრიტერიუმებისაგან და თავისუფლებისაგან თავისუფალი ზონდერების ზონა!


და კიდევ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის ზაზა დავითაიას მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განმახორციელებელი 10-12 ზონელი ზონდერიდან მხოლოდ ორი - გოგოხია და ჭკადუა - იყო დაჭერილი, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინიც მიზერული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ზონელი ზონდერები კანონის წინაშე მკაცრი პასუხისგებისგანაც თავისუფალნი არიან!


დიახ, მათ შეუძლიათ ხვალ, ზაზა დავითაიას მსგავსად, ნებისმიერ ჟურნალისტს დაესხან თავს, მერე 4 თუ 6 ათასი ლარი გირაო გადაიხადონ და გარეთ გამოვიდნენ. კიდევ გალახონ ჟურნალისტები. კიდევ გირაოთი გათავისუფლდნენ და ასე დაუსრულებლად...


ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი ზონდერებისათვის გირაოს გადასახდელად ფული არა აქვს თუ რა?


ნაციონალები თავიანთთვის არასასურველი ჟურნალისტების გასალახად ფულს დაიშურებენ თუ რა?


არადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ რომ გვეგონა, ზონდერებისაგან თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, აგერ, თავისუფალი ზონდერების ქვეყანაში ამოვყავით თავი! ვაი და ვუი ასეთ ქვეყანას!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016