reportiori.ge - ყველა თავისუფალი და სამართლიანი ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:53
პრეს-დაიჯესტი
ყველა თავისუფალი და სამართლიანი ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2014. 21:14

 

 

წელი იყო 2014. დღე იყო 30 სექტემბერი!


2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების მეორე წლისთავამდე სულ რამდენიმე საათი რჩებოდა! დიახ, სულ რამდენიმე საათში საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმისაგან გათავისუფლების 2 წლისთავი უნდა ეზეიმა! და ამ საზეიმო დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადის „თავისუფალი ზონის" 10-ზე მეტი აქტივისტი „ასავალ-დასავალის" რედაქციასთან სასტიკად გაუსწორდა ჩვენს ჟურნალისტ  ზაზა დავითაიას. იგი უმოწყალოდ სცემეს, ხოლო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ ღუდუშაურის კლინიკაში მიყვანილს ნეკნის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.


აი, ასე მოშხამა და წაბილწა ნაციონალურმა მოძრაობამ 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების 2 წლისთავი!


აი, ასე გაუგზავნეს სიგნალი ნაცფაშისტებმა მთელ საქართველოს, რომ საზეიმო და აღსანიშნი არაფერია, რადგან სააკაშვილის სისხლიანი სისტემა ჯერ არ დამთავრებულა და თავის საქმეს ისევ აკეთებს!


დიახ, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი, მაღალტირაჟიანი და გავლენიანი გაზეთის ცნობილ ჟურნალისტს ნაცმოძრაობის ზონდერები დემონსტრაციულად, ასობით გამვლელის თვალწინ სასტიკად უსწორდებიან და თანაც ნაცემ-დასისხლიანებულ კაცს ცინიკურად ვიდეოს უღებენ, ეს ნიშნავს,რომ ქვეყანაში ისევ სააკაშვილის ფაშიზმი მძვინვარებს! ეს ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობის ზონდერები ისევ ლაღად და თავისუფლად გრძნობენ თავს! ეს ნიშნავს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება სერიოზული ეჭვებისა და კითხვის ნიშნების ქვეშ დგას!


მითუმეტეს, გაირკვა, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტის ცემა ძალიან იაფია და ჯამში სულ რაღაც 10 ათასი ლარი ჯდება!


დიახ, ზაზა დავითაიას ცემაში მონაწილე ორი „ზონელი" ზონდერი (დანარჩენების ვინაობა ჯერ დაუდგენელია. ჯ.ხ.) ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 და 4-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა!


ეს არის ძალადობის პირდაპირი წახალისება!


ეს არის კუბლაშვილის სასამართლოს მიერ ნაციონალი ზონდერებისათვის ანთებული მწვანე შუქი - მიდით, ყველა ჟურნალისტი, ვინც ჩვენი მონა არ არის, ცემეთ, დაასისხლიანეთ, მწყორიდან გამოიყვანეთ, ამის გამო ციხეში არავინ ჩაგსვამთ, გირაოს გადასახდელი ფული კი ჩვენს მშობლიურ ნაცპარტიას არ უჭირსო!



სწორედ ამიტომ, „ასავალ-დასავალი" განგაშს ტეხს: საქართველოში თავისუფალი მედია საფრთხეშია! ყველა თავისუფალი და სამართლიანი ჟურნალისტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება!


ძვირფასო კოლეგეო! ქართველო ჟურნალისტებო! აქლემი - სახელად „თავისუფალი ზონა" - ხვალ თითოეული თქვენგანის კართან დაიჩოქებს, ხოლო თქვენი ნულოვანი სოლიდარობა და ბრმა-ყრუობა „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემასთან დაკავშირებით, მოიტანს იმას, რომ ხვალ თქვენც მოგადგებიან, მაგრამ თქვენი დამცველი და გამომსარჩლებელი აღარავინ იქნება!


ძვირფასო კოლეგებო, გერმანელი ლუთერანი პასტორის მარტინ ნიმოლერის სიტყვებს შეგახსენებთ:


„როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ. კათოლიკეებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ, შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო".


იფიქრეთ ამაზე, ქართველო ჟურნალისტებო!


ახლა კი მთავარი და უმთავრესი:


„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტზე თავდასხმას, რაც, რა თქმა უნდა, მთლიანად ჩვენს გაზეთზე თავდასხმასა და მთელი რედაქციის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას ნიშნავს, ერადერთი ორგანიზატორი ჰყავს!


დიახ, ეს ერთი კაცის მოფიქრებული, დაგეგმილი და შეკვეთილია!


იმის, ვისაც „ასავალ-დასავალი" ჭირის დღესავით ეზიზღება!


იმის, ვინც თავის თითოეულ გამოსვლასა თუ ინტერვიუში „ასავალ-დასავალს" 7-ჯერ მაინც ახსენებს ღვარძლითა და ბოღმით.


იმის, ვინც კარგად იცის, რომ სისხლიანი რეჟიმის მხილებისა და დამთავრებაში „ასავალ-დასავალს" დიდი წვლილი აქვს შეტანილი!


დიახ, სწორედ იმის, ვინც საქართველოდან გაქცევამდე ერთი დღით ადრე, როცა დიღმის რეზიდენციას ცლიდა და მურაბებისა და მწნილის ქილებს მიეზიდებოდა, სიტყვასიტყვით ასე თქვა - „ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ხალხმა დაუჯერა „ასავალ-დასავალის" პროპაგანდას!"


დიახ, ძვირფასო მკითხველო, „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე ფიზიკური ანგარიშსწორების განმახორციელებელი არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში ოფიციალურად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ის ჭკადუები, გოგოხიები და სხვა დოქსოპულოები, რომლებმაც ზაზა უშუალოდ სცემას, სააკაშვილის მომცრო წლოკვები არიან!


დააკვირდით „ასავალ-დასავალის" წინამდებარე გვერდზე დაბეჭდილ ფოტოს, როგორ დგანან ხელგადახვეული „ზონელი" ფარნაოზ ჭკადუა და სააკაშვილი, როგორი ბედნიერია სააკაშვილი „თავისუფალი ზონის" ზონდერების გარემოცვაში და როგორ უკეთია მათი სიმბოლიკიანი შარფი!


დიახ, ეს სააკაშვილის პირადი ზონდერდაჯგუფებაა, რომელიც უეჭველია, რომ სააკაშვილის განკარგულებით და ინსტრუქციით მოქმედებს! ოდნავადაც არ შემაქვს ეჭვი, რომ „ზონელა" ზონდერებმა სასტიკად ნაცემი და დასისხლიანებული ზაზა დავითაიასათვის გადაღებული ვიდეოკადრები სააკაშვილს გადაუგზავნეს, რათა ეს ვამპირი მისთვის საძულველი გაზეთის ჟურნალისტის სისხლის ცქერით დამტკბარიყო!


თუმცა, სააკაშვილი მარტო ამ სისხლს არ დასჯერდება!


თუ ხელისუფლება დროულად და ეფექტურად არ იმოქმედებს, სააკაშვილი საქართველოში სისხლის გუბეებს ისევ დააყენებს!


ხელისუფლებავ, არ დაუშვა, რომ ერთი ქართველი ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას სისხლი ათასთა სისხლის გუბეებად გადაიქცეს!


ხელისუფლებავ, დაამთავრე ნაცმოძრაობის ფაშიზმი!


ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016