ძვირფასო მკითხველო, „ასავალ-დასავალის" წინამდებარე გვერდზე დაბეჭდილი ფოტო ამა წლის 2 ოქტომბერს, თბილისში, პეკინის ქუჩაზეა გადაღებული, იმ აქციის მიმდინარეობისას, რომელიც „ასავალ-დასავალის" ინიციატივით გაიმართა ნაცმოძრაობის ზონდერდაჯგუფების „თავისუფალი ზონის" ოფისთან, იმ კრაზანების ბუდესთან, რომლის ბინადრებმაც ჩვენი ჟურნალისტი ზაზა დავითაია სასტიკად სცემეს.
იმ დღეს ნაცმოძრაობის მთელი ლიდერშიპი საკუთარი ზონდერების დასაცავად და სადარაჯოდ პეკინის ქუჩაზე იყო გამწკრივებული!
სააკაშვილის რეჟიმის გებელსად წოდებული გიგა ბოკერიას უკან თქვენ ხედავთ ბანერს, წარწერით - „ქირავდება".
ეს ფოტოშოპი ნამდვილად არ გახლავთ და ფოტოობიქეტივს, სრულიად ბუნებრივად, კადრი ისეთნაირად აქვს დაფიქსირებული, რომ სიტყვა „ქირავდება" - თითქოს, გიგა ბოკერიაზე მიუთითებს!
დიახ, თითქოს ბოკერია ქირავდება!
ანუ ქირავდება სახელმწიფო დამნაშავე, რომელსაც შეუძლია, დაუღალავად ებრძოლოს ეროვნულ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ფასეულობებს!
ქირავდება სახელმწიფო დამნაშავე, რომელსაც შეუძლია, ქვით ხელში გამოეკიდოს მისგან იდეოლოგიურად თუ პოლიტიკურად განსხვავებულ ადამიანებს, იმავე დროს კი თავი დიდ ლიბერალად და დემოკრატად გაასაღოს!
ქირავდება სახელმწიფო დამნაშავე, რომელსაც შეუძლია, ორგანიზება გაუწიოს და პირადად მიადევნოს თვალყური პატიმრებისადმი არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ წამებასა და ჩახოცვასაც კი, ხოლო იმავდროულად ჰუმანისტად და ადამიანის უფლებების აპოლოგეტად მოგაჩვენოთ თავი!
ქირავდება სახელმწიფო დამნაშავე, რომელსაც შეუძლია, დიდძალი საბიუჯეტო თანხები უკვალოდ გააქროს და ხალხის ფული იმ რეჟიმის გაპიარებას და გათეთრებას მოახმაროს, რომელიც იმავე ხალხს სულს ხდის და სისხლს ადენს!
ქირავდება სახელმწიფო დამნაშავე, რომელსაც შეუძლია, უდიდესი წვლილი შეიტანოს პოლიტიკურ ტერორზე, უკანონო დაჭერებზე, ქუჩის მკვლელობებზე, ბიზნესის დაყაჩაღებაზე, ტერიტორიების დაკარგვაზე ორიენტირებული რეჟიმის ფორმირებაში!
თუ რომელიმე ქვეყანას თავი მობეზრებია და სიკვდილის ბუზი დაჯდომია, ისევე, როგორც ეს საქართველოს ამ 10 წლის წინათ დაემართა, შეუძლია, ბოკერია დაიქირავოს და თავისთან წაიყვანოს!
მისი ეფექტიანობის სრულ გარანტიას ვიძლევით!
მეტიც, პირადი გამოცდილების ხარჯზე, შეგვიძლია, თავდებად დავდგეთ, რომ ბოკერიას დაქირავების შემხთვევაში ნებისმიერი ქვეყანა სულ რაღაც 8-9 წელიწადში არნახულ შედეგებს მიიღებს - დემოკრატიაც თავზე დაემხობა, უმუშევრებიც ოხრად ეყოლება, მომავალი თაობაც გამოუთაყვანდება და, ბოლოს, მამათმავლების აღლუმსაც ზარ-ზეიმით ჩაიბარებს!
ახლა, ალბათ, იტყვით, ისეთი სულელი ვინ არის, ბოკერია ჩვენგან ქირით წაიყვანოს და საკუთარ ქვეყანას წირვა გამოუყვანოსო?
რატომ, ბატონებო და ქალბატონებო, თუ ჩვენ, ქართველები, თავის დროზე წარმატებით გავსულელდით და ბოკერია და მისნაირები ქვეყნის ბატონ-პატრონებად დავიქირავეთ, რატომ არ არსებობს იმის შანსი, რომ მსოფლიოში რომელიმე სხვა ხალხს ჩვენსავით ეშმაკმა შეუხიცინოს და ბოკერიას დაქირავება გადააწყვეტინოს!
მით უმეტეს, რომ მსგავსი მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს!
აგერ, უკრაინელები გასულელდნენ და ბენდუქიძე მრჩევლად დაიქირავეს!
იქით, უნგრელებიც არ ჩანან ნაკლებად სულელები და ადეიშვილი ჰყავთ დაქირავებული იუსტიციისა თუ კონსტიტუციის საკითხებში რჩევების მიმცემად!
თქვენ არხეინად იყავით, ბოკერიასაც თავისი მუშტარი გამოუჩნდება!
საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციას თუ გავითვალისწინებთ, ევროპაში სახელმწიფო დამნაშავეები სიმპათიით სარგებლობენ და მათზე დიდი მოთხოვნილებაა!
თანაც, ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფო დამნაშავეებს მაინც ვერ უმკლავდება და ქვეყანა მათი გაქირავებით მაინც ნახავს ხეირს!
ასე რომ, ქირავდება გიგა ბოკერია!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ, დარეკონ ტელეკომპანია „ტაბულაში". იკითხეთ თამარი (ჩერგოლეიშვილი).
ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"