ბუსანის საერთაშორისო მე-19 კინოფესტივალზე სპეციალურ პროგრამაში „ფოკუსი'' ქართველი ქალი კინორეჟისორების ფილმებს აჩვენებენ. პროგრამის სახელწოდებაა ‘'ქართველი ქალი კინორეჟისორების სიძლიერე'' და სულ თორმეტ ფილმს აჩვენებენ.
შერჩეულ ფილმებს შორისაა პირველი ქალი კინორეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა'', მისი შვილის, ლანა ღოღობერიძის „დღეს ღამე უთენებია'', თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები,'' რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ,'' ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი ნათელი დღეები,'' თინათინ გურჩიანის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს.''
ქართულ ფილმებს ბუსანის კინოფესტივალზე პირველად აჩვენებენ.
ბუსანის ფესტივალი საერთაშორისოა და სამხრეთ კორეაში ტარდება. კინოჩვენებებს საქართველოდან ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე და რეჟისორები - ლანა ღოღობერიძე, თინა გურჩიანი და ნანა ექვთიმიშვილი დაესწრებიან.
ფესტივალის გალა პრემიერაზე კი ცნობილი ირანელი კინორეჟისორის, მოჰსენ მაჰმალბაფის ახალ ფილმს, „პრეზიდენტს'' აჩვენებენ, რომელიც საქართველოშია გადაღებული და მთავარ როლს ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი ასრულებს.