reportiori.ge - ფოტოკონკურსი „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს! ‘’
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:07
კულტურა
ფოტოკონკურსი „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს! ‘’
07 ოქტომბერი, 2014. 11:53


თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი'' და ონლაინ ჟურნალი „ფოტოესე'' აცხადებენ ერთობლივ ფოტოკონკურსს: „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!''.


   ფრაზა „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!'' აღებულია ცნობილი ამერიკული ფილმიდან  „აპოლო 13,'' სადაც მოქმედება ამერიკულ ხომალდზე ხდება და ეკიპაჟს ძრავიდან ჟანგბადის გაჟონვის გამო სიცოცხლისთვის სახიფათო შეტყობინება მისდის. ფილმის ისტორია რეალურ მოვლენაზეა აგებული - 1970 წლის 13 აპრილს მთვარის პილოტირებულ მისიას მსგავსი საფრთხე მართლაც დაემუქრა.


   ცნობილი ფრაზის გადმოტანა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის  და  ფოტოკონკურსის მთავარ თემად ემსახურება ჩვენს რეალობაში პრობლემების დაფიქსირებას და საზოგადოებისთვის ჩვენებას. ნებისმიერ მსურველს, პროფესიონალ ფოტოგრაფსა თუ არაპროფესიონალს, შეუძლია გადაიღოს ფოტო და კონკურსის ორგანიზატორებს გაუგზავნოს. შერჩეული  სამი პროექტიდან ერთი გამოიფინება 2014 წლის „არტისტერიუმზე,''თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლაში,''  მეორე გამოქვეყნდება „ფოტოესეს'' ახალ ნომერში, მესამე კი ჟურნალის გარეკანის ფოტო გახდება.



მსურველებს ფოტოების გაგზავნა "ფოტოესეს'' ელექტრონულ მისამართზე to@photoessay.ge  20 ოქტომბრამდე შეუძლიათ.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016