reportiori.ge - გულისთვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:22
სხვადასხვა
გულისთვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები
07 ოქტომბერი, 2014. 15:30


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულს თავისუფლად შეუძლია, არც მეტი, არც ნაკლები, 150 წელი იმუშაოს შეუსვენებლად. მთავარია, არ შევამოკლოთ ბუნების მიერ გამოყოფილი ეს დრო და დავიმახსოვროთ, რა არის გულისთვის სასარგებლო.


გულისთვის სულაც არ არის სულერთი, რას მიირთმევთ. მას ძალიან უყვარს ვიტამინები (განსაკუთრებით - B ჯგუფისა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე), ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) და ვიტამინი P, რომელიც სისხლძარღვის კედლის სიმტკიცეს უზრუნველყოფს). ამ ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს ხილი და ბოსტნეული. მათ კი შეუძლიათ ორგანიზმიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის დიდად საზიანო ქოლესტერინი გამოაძევოს.


გულს არ უყვარს, როცა ხშირად ივსებთ კუჭს ნოყიერი კერძებით, ტკბილი და მლაშე, რაფინირებული, კონსერვირებული და ქოლესტერინით მდიდარი საკვებით (კვერცხი, ცხიმიანი ყველი, ხიზილალა, ღვიძლი, თირკმელი). ეს პროდუქტები, თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ, გულისთვის მავნებელია.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა მათი მოხმარების უსაფრთხო ნორმები: კვერცხი კვირაში 2-3 ცალზე მეტი არ უნდა მიირთვათ, კარაქი - დღეში არა უმეტეს 15-20 გრამისა, ხორცის ან თევზის ბულიონით კვირაში 1-2-ჯერ შეიძლება ისიამოვნოთ (მათში ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების აღმგზნები ბევრი ექსტრაქტული ნივთიერებაა); თევზეული ან მჭლე ხორცი (მათ შორის - ქათმის) დღეში 100 გრამი საკმარისია. შაქარი და მარილი - გულის დიდი ხნის „მტრები" არიან. თუ მათ მოხმარებას მინიმუმამდე შეამცირებთ, გული მადლობელი დაგრჩებათ.


ერთი ვაშლი დღეში და ექიმი აღარ დაგჭირდებათ", - ამბობენ ინგლისელები.


ეს მართალია. ვაშლი უხვად შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - პექტინს, რომელიც მეტად სასარგებლოა გულისთვის.


ქიმიური ელემენტებიდან გულს ყველაზე მეტად სჭირდება:


  • იოდი - პროდუქტები, რომლებიც იოდს შეიცავს, დადებითად მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე. ესენია ზღვის თევზი, კალმარები, კრევეტები, ზღვის კომბოსტო და სხვა;
  • კალიუმი - ის აუმჯობესებს გულის კუნთის ცხოველქმედებას, გამოაძევებს ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს. ყველაზე მეტია კარტოფილში, გოგრაში, კომბოსტოსა და შავ ქლიავში, ქიშმიშსა და ჭერმის ჩირში (კურაგა), ასკილში, შავსა და წითელ მოცხარში, ოხრახუშში;
  • მაგნიუმი - ამ ელემენტს აქვს დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი თვისებები, ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების ტონუსის შენარჩუნებას, ამიტომ უარს ნუ იტყვით წიწიბურას, შვრიის, ფეტვისა და ქერის ფაფებზე, ასევე - კაკალზე, სტაფილოზე, ჭარხალზე, სალათის ფოთლებზე; მაგნიუმით მდიდარია სოია, ტკბილი ნუში, ბანანი. ამერიკელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თუნდაც ნახევარ გრამ მაგნიუმს იღებენ, - სწორედ ამდენს შეიცავს ერთი ბანანი, - ინფარქტის განვითარების რისკი მინიმალური აქვთ.
  • გულის კიდევ ერთი გასტრონომიული „გატაცება" ვეგეტარიანული და რძის ნაწარმის წვნიანებია. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყო ეს კერძები თქვენს სუფრაზე?


წყარო - mkurnali.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016