reportiori.ge - კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი 2014’’ იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 21:01
საზოგადოება
კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი 2014’’ იწყება
07 ოქტომბერი, 2014. 16:46


  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2014'' აცხადებს.


კონკურსში მონაწილეობა ყველა მოსწავლეს შეუძლია, როგორც ინდივიდულურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს  ნამუშევრების ელექტრონულად დარეგისტრირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და რუსთაველის ეროვნული ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge  8 ოქტომბრიდან შეუძლიათ.  პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების აღწერილობას, შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 3 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარდგენა 13 ნოემბერს დასრულდება.


კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური 6 დეკემბერს დაგეგმილ გამოფენაზე გამოავლენს.


 კონკურსის სამი გამარჯვებული ფულადი პრემიებითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდება. გრან-პრის მფლობელი პროექტის ავტორი შემეცნებით ტურში საზღვარგარეთ გაემგზავრება. გაზაფხულზე კი ოთხივე პროექტის ავტორი საქართველოს სახელით „ინტელის" საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაში „Intel ISEF"  მიიღებს მონაწილეობას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016