reportiori.ge - ქეთი დოლიძესა და რობერტ სტურუას შორის დაპირისპირება გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
კულტურა
ქეთი დოლიძესა და რობერტ სტურუას შორის დაპირისპირება გრძელდება
08 ოქტომბერი, 2014. 17:54



თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში  ფესტივალ „საჩუქართან" დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამასა და  მის ორგანიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.


ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსთაველის თეატრმა უარი თქვა 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ანი ბოგარტის სპექტაკლის, „რადიო მაკბეტის'' მასპინძლობაზე. 8 სექტემბერს მათ მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, თეატრი ფესტივალთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა.


როგორც  „რეპორტიორთან"  საუბრისას ქეთი დოლიძემ განაცხადა, რუსთაველის თეატრმა უარი  ფესტივალის მასპინძლობაზე მასსა და რობერტ სტურუას შორის დაპირისპირების გამო : „ეს დაპირისპირება დიდი ხანია გრძელდება. სტურუას კრიტიკის ობიექტი წინა წელს ფესტივალ „საჩუქრის"  ბანკი „ქართუს" მხრიდან დაფინანსების გამო გავხდი. ძალიან მადლობელი ვარ ამ დაფინანსებისთვის, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი გენიოსია".


კულტურის სამინისტრომ მხარეებს შორის შუამდგომლობა გაწია და რუსთაველის თეატრს წერილობით მიმართა, მაგრამ თეატრისგან კვლავაც უარი მიიღო.


წელს ფესტივალი „საჩუქარი" 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე გაიმართება. სპექტაკლებს თუმანიშვილის, გრიბოედოვის, სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრები უმასპინძლებენ.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016