reportiori.ge - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 03:39
რელიგია
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს
09 ოქტომბერი, 2014. 10:38


მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს. ხატი სპეციალურად დღევანდელი დღისათვის სიონიდან მიაბრძანეს.


ხატის მოლოცვა მორწმუნეებს წირვის განმავლობაში შეეძლებათ. იგი სპეციალურ სადგამზე საკურთხევლის წინ არის დაბრძანებული. ტაძარში საღმრთო ლიტურგიას გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი გრიგოლი და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი ასრულებენ. 12:00 საათზე კი, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის. ტაძარში ასევე ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.


ტაძრამდე მიმავალ გზაზე პოლიციის მიერ კორიდორია გაკეთებული. ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური საშვებით ხდება. მრევლს მხოლოდ შემოსაზღვრულ ადგილას შეუძლია დგომა.


მშენებარე ტაძარში თბილისის მერი დავით ნარმანიაც იმყოფება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016