reportiori.ge - ესეების კონკურსი ევროკავშირის კულტურული კვირეულის ფარგლებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:41
კულტურა
ესეების კონკურსი ევროკავშირის კულტურული კვირეულის ფარგლებში
09 ოქტომბერი, 2014. 12:13


ევროკავშირის კულტურული კვირეულის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უფროსკლასელებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი საშუალო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.


მოსწავლეებმა სამი შერჩეული წიგნიდან - მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო", უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონი'' და „ანა ფრანკის დღიური",  ერთ-ერთზე უნდა დაწერონ მაქსიმუმ სამი გვერდის მოცულობის ლიტერატურული ესე. ნამუშევრები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: maia.chitaia@actiongroup.com


 ესეების გაგზავნის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები 27 ოქტომბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება და დაჯილდოვდება  შემდეგი პრიზებით:

პირველი სამი ადგილის მფლობელი - ელექტრონული რიდერი;

მეორე სამი ადგილის მფლობელი- 100-ლარიანი ვაუჩერი წიგნის მაღაზიებში;

მესამე სამი ადგილის მფლობელი - 50-ლარიანი ვაუჩერი წიგნის მაღაზიებში.



კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია ქართველი მწერლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისგან.


პროექტის მიზანია ევროპული და ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნამუშევრების პოპულარიზაცია და უფროსკლასელებში ლიტერატურის შესახებ მსჯელობის განვითარების ხელშეწყობა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016