reportiori.ge - ახალი ქართული ფილმი „გადაკარგულები’’
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
კულტურა
ახალი ქართული ფილმი „გადაკარგულები’’
10 ოქტომბერი, 2014. 12:45


ახალგაზრდა ქართველმა  რეჟისორმა, 23 წლის ბესო თურაზაშვილმა აბუ-დაბიში ახალი ფილმი „გადაკარგულები" გადაიღო.


ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი და პაატა ინაური ასრულებენ.  გადაღებები ექვსი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. გადამღები ჯგუფის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ: მსახიობები საქართველოდან, პროდიუსერები  - ამერიკიდან და კანადიდან, ფოტოგრაფი- ჩილედან.


„გადაკარგულები" ფსიქოლოგიური დრამაა, მაგიური რეალიზმის ელემენტებით. ფილმი ახალგაზრდა წყვილის - თინასა და სანდროს ურთიერთობას ეხება. გოგონა თბილისიდან არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გადადის საცხოვრებლად და მათი ურთიერთობა მთავრდება. სანდრო თინას დაბრუნებას ცდილობს და მას აბუ-დაბიში ჩააკითხავს. ქალაქგარეთ გასვლისას ისინი ერთ მიყრუებულ სოფელში აღმოჩნდებიან, სადაც განვითარებული მოვლენები თბილისში გატარებულ დროს ახსენებთ.


„გადაკარგულებს" 2014 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ სექციაში „ქართული პანორამა"აჩვენებენ.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016