კეფირი როგორც ბავშვებისთვისაა სასარგებლო, ის ასევე ბრწყინვალე კოსმეტიკური საშუალებაც არის. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ თმის მოსავლელად.
კეფირი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ამაგრებს თმის ძირებს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.
თუ მშრალი თმა გაქვთ, შემდეგი ნიღაბი გამოგადგებათ: ერთი კვერცხის გულს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი კეფირი, ყველაფერი ეს კარგად აურიეთ, მიღებული მასა წაისვით თმაზე, დაიხურეთ აბაზანის ქუდი, ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი და ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.
ცხიმიანი თმისთვის - ერთი ჭიქა კეფირი გააცხელეთ, გაწურეთ მარლაში, მიღებულ სითხეს თანაბარი პროპორციით შეურიეთ ოროვანდის ნახარში - ერთ ჭიქა წყალზე ორი სუფრის კოვზი ნედლეული. მიღებული ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში ყოველი დაბანის წინ, სამი კვირის განმავლობაში.
ნებისმიერი ტიპის თმისთვის - კეფირი თმის მთელ სიგრძეზე წაისვით. შეგიძლიათ, თმის ძირებში მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ. მასაჟი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. დაიხურეთ აბაზანის ქუდი და პირსახოცით დაითბუნეთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ძმრიანი ან ლიმონის წვენით გაზავებული წყლით. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია კვირაში ერთი-ორჯერ. ის კვებავს თმის ძირებს და აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.