reportiori.ge - დღეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 12:39
ეკონომიკა
დღეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება
11 ოქტომბერი, 2014. 10:54


სამცხე-ჯავახეთში დღეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 87 მეგავატის სიმძლავრის ჰესს, რომელიც თურქული ანადოლუ ჯგუფის" ინვესტიციით აშენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნის.



ჰიდროელექტროსადგური თურქულმა „ანადოლუ ჯგუფმა" შვილობილი კომპანიის - „საქართველო ურბან ენერჯის" მეშვეობით ააშენა და პროექტში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.



„ფარავანჰესის" საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 410 მილიონი კილოვატ/საათით გაიზრდება. მსგავსი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში არ აშენებულა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებული იყო 300-დან 1000-მდე ადამიანი, რომელთა 60% ადგილობრივი მცხოვრებია. „ფარავანჰესის" ოპერირებისთვის დამატებით დასაქმდა 35 ადამიანი, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი კურსები გაიარეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016