კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჟურნალ „Copyright"-ის ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„Copyright" საქართველოში პირველი ჟურნალია საავტორო უფლებების დაცვის სფეროში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქება.
ჟურნალის ახალ ნომერში საინტერესო რუბრიკებს იხილავთ: „მთავარი თემა"-ინტერვიუ მიხეილ გიორგაძესთან, „პორტრეტი" - გიორგი ცაბაძე, „პრობლემატიკა" - „რატომ არ უნდა მოვიპაროთ მუსიკა". ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკა „Design Tbilisi", სადაც თბილისში არსებულ ახალ არქიტექტურულ ნაგებობებსა და სივრცეებზეა საუბარი.
„Copyright"-ს „საავტორო უფლებათა ასოციაცია" ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" მხარდაჭერით სამ თვეში ერთხელ გამოსცემს.