reportiori.ge - „კინოექსპრესი სომხეთი-საქართველო“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 21:09
კულტურა
„კინოექსპრესი სომხეთი-საქართველო“
11 ოქტომბერი, 2014. 15:15


თბილისისა და ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალების ეგიდით, ახალი პროექტი -„კინოექსპრესი სომხეთი-საქართველო" ხორციელდება. პროექტი ექვსი უახლესი სომხური და ქართული ფილმის სამცხე-ჯავახეთსა და ჩრდილოეთ სომხეთში, შირაქისა და ლორის რეგიონებში ჩვენებას გულისხმობს.


 „კინოექსპრესის" პრეზენტაცია ივლისში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. რამდენიმე კინოჩვენება უკვე გაიმართა ამასიაში, ნინოწმინდაში, ახალციხესა და ბორჯომში. ქართველი რეჟისორების ნამუშევრებიდან მაყურებელს საშუალება ექნება, იხილოს ზაზა ურუშაძის „მანდარინები", თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები" და რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ".


პროექტის შედეგები დეკემბერში, თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე შეჯამდება.


 „კინოექსპრესს" ახორციელებენ კინოს განვითარების ფონდი „ოქროს გარგარი"(სომხეთი) და კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე"(საქართველო). პროექტის პარტნიორები არიან: ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სომხეთის კულტურის სამინისტრო.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016