ბევრ თქვენგანს ექნება გაგონილი ეგრეთ წოდებული ორგანოების „შავი ბაზრის" შესახებ, სადაც ადამიანების ორგანოებით ვაჭრობენ. არსებობს ორი უკიდურესობა. პირველი არის ის, რომ კლავენ ჯანმრთელ ადამიანს, შემდეგ აცლიან შინაგან ორგანოებს და გააქვთ შავ ბაზარზე. მეორე უკიდურესობა კი, ადამიანი თავისი ნებით მიდის და მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს აბარებს საკუთარი ნებით. ბევრ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რა უნდა ღირდეს თითოეული ორგანო, რომ ადამიანი წავიდეს მეორე ადამიანის მკვლელობაზე ან თუნდაც საკუთარი ნებით ჩააბაროს ორგანოები.
გთავაზობთ თითოეული ორგანოს ფასს, რაც დაახლოებით არის დაწესებული „შავ ბაზარზე":
1. თვალები - 1525 აშშ დოლარი
2. თავის კანი თმით (სკალპი) - 607 აშშ დოლარი
3. ყბის ზედა ძვალი - 1200 აშშ დოლარი
4. კორონარული არტერია - 1525 აშშ დოლარი
5. მხარი - 500 აშშ დოლარი
6. გული - 119 000 აშშ დოლარი
7. ღვიძლი - 157 000 აშშ დოლარი
8. მკლავი - 385 აშშ დოლარი
9. კუჭი - 508 აშშ დოლარი
10. წვრილი ნაწლავი - 2519 აშშ დოლარი
11. ნაღვლის ბუშტი - 1219 აშშ დოლარი
12. კანი - 10 აშშ დოლარი თითო ინჩი
13. თირკმელი - 262 000 აშშ დოლარი
14. სისხლი - 337 აშშ დოლარი 500 გრამი
(მოამზადა ნინო კალატოზიშვილმა)