reportiori.ge - რა ჩვენება მისცა ტრისტან წითელაშვილმა შსს- უკრაინიდან ჩამოყვანილ „ზონდერებზე“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:51
პრეს-დაიჯესტი
რა ჩვენება მისცა ტრისტან წითელაშვილმა შსს- უკრაინიდან ჩამოყვანილ „ზონდერებზე“?
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 19:12


ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ტრისტან წითელაშვილმა „თავისუფალი ზონის" ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა: მაქვს უტყუარი დოკუმენტები, ვადგენდით იმ პრებს, თუ ვინ არიან, ვინც სააკაშვილს უკრაინაში დაჰყავდა, რომ მერე ისეთ პროცესებში გამოეყენებინა ისინი, რაც დღეს ხდება.


„ალიას" ტრისტან წითელაშვილი ესაუბრა:


- ბატონო ტრისტან, რა უტყუარი დოკუმენტები გაქვთ?

 

- დიდი ხნით ადრე დაიწყო მზადება საქართველოში დესტაბილიზაციის განსახორციელებლად. ამ შტაბის ხელმძღვანელები არიან გივი თარგამაძე, კობა ხაბაზი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია და გიორგი ონიანი. ამ შტაბმა დაიწყო მუშაობა და მიმართულებები აიღეს იმის მიხედვით, ვინ რომელში იყო ძლიერი, რომ იმ მიმართულებით მოეხდინათ პროვოკაციები. პირველი და ამოსავალი იყო შეიარაღებული პროვოკაციები.  ეს დაევალა მამუკა მამულაშვილს, ის ბაჩო ახალაიას მრჩეველი იყო, მისი თავდაცვის მინისტრობისას. სწორედ ამ ადამიანმა გაუკეთა სრული მობილიზება ხალხს და ჩაიყვანა უკრაინაში მოსამზადებლად. ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით, გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადება. გარკვეული ტიპის საბრძოლო მოქმედებებშიც მიიღეს მონაწილეობა, უფრო შესისხლხორცდნენ იარაღთან. მშვენივრად გაიწვრთნენ საბრძოლო ოპერაციებში, როგორ უნდა ჩაატარონ სხვადასხვა ტიპის ოპერაციები და როგორ მოაწყონ იმ ადამიანების ლიკვიდაცია, რომელთა სახელები და გვარებიც გადაეცემოდა ამ ჯგუფს.


- გინდათ თქვათ, რომ მკვლელობები იგეგმებოდა და სია არსებობს?

 

- დიახ, სწორედ ამას ვამბობ. ამის დოკუმენტური ინფორმაცია მაქვს და გარწმუნებთ, არც ერთ სიტყვას არ ვამბობ, სრული დარწმუნების გარეშე. ყველა აუცილებელ დოკუმენტს გადავცემ შესაბამის ორგანოებს. ეს ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში გაიწვრთნენ, ეტაპობრივად ჩამოდიან საქართველოში. როცა ისინი ჩამოდიან, მათ ხვდებიან შტაბის წევრები და სასწრაფო წესით აცნობენ სიტუაციას.


- ამის შესახებ შსს გააფრთხილეთ?

 

- ამის შესახებ ჯერ ღიად განვაცხადე ეთერში, შემდეგ მივედი და განვაცხადე პოლიციაში, მივეცი ჩვენება. ახლა მაქსიმალურად უნდა დაწესდეს ამ ადამიანებზე თვალთვალი და უნდა მოხდეს მათი განეიტრალება, თორემ ეს ყველაფერი გადავა სისხლისღვრაში, ამაში დარწმუნებული ვარ. სწორედ ის პროცესები დაიწყო, ადრე რომ თქვენს გაზეთში ვაანონსებდი და ზოგს ზღაპარი ეგონა. კერები იქმნებოდა ქვეყანაში და უკვე გაღვივებას იწყებს. სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, რომ ამ ხალხის იზოლაცია მოახდინოს.


- პირად საუბარში მითხარით, სტუდენტების დარბევა იგეგმებოდაო. სად, რომელ სასწავლებელში?

 

- დიახ, ასეთი სცენარი არსებობდა. ისინი აპირებდნენ სტუდენტებთან შეჭრას სასწავლებლებში, იქ აპირებდნენ ვიღაცების შეგზავნას, რომ მოეწყოთ პროვოკაციები, ეს ჩვენ ვიცოდით და იმიტომ ჩავერთეთ ამ პროცესეში, რომ თავიდან აგვერიდებინა.

 

- კი, მაგრამ ამდენი უმაღლესი სასწავლებელია ყველგან, როგორ აირიდეთ თავიან ეს პროვოკაციები, კონკრეტულად იცოდით, სად გეგმავდნენ?

 

- ამის შესახებ არ დავკონკრეტდები, რადგან არის ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც მოდის ჩვენთან და როცა გავიგებთ ხოლმე, ისე აღვკვეთთ, ამის შესახებ მხოლოდ შემდგომ ვსაუბრობთ. არც წინასწარ არ ვაკონკრეტებ ბევრ დეტალს, რადგან მათ აქვთ რამდენიმე სცენარი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია და თუ ისინი გავახმაურეთ, ვეჭვობ, გეგმები შეცვალონ და ჩვენ ვერ მივადევნებთ თვალს, რას ცვლიან და როგორ.


- როგორც მითხრეს, საელჩოს წარმომადგენელები აკვირდებოდნენ აქციას, რა უნდოდათ, რა აინტერესებთ?

 

- როცა ეს პროცესები დაიწყო და დავინახეთ, რომ დასავლეთი სააკაშვილს ისევ უჭერს მხარს, დღესაც ჰყავს ლობისტები და ის დემოკრატიის შუქურად საღდება ისევ,  მივმართეთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაკვირვებოდნენ პროცესებს, აქციებს. საერთაშორისო ჩართულობა გვინდოდა, რომ ისინი დარწმუნებულიყვნენ, რა დანაშაული ჩაიდინა და სჩადის სააკაშვილის გარემოცვა. ამიტომ არის, რომ ხვალ და ზეგ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნების საელჩოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი მოთხოვნის შედეგად ჩაერთვნენ ამ პროცესებში. მათ უნდა ნახონ, რომ ჩვენ კი არ ვაწყობთ პროვოკაციას, ისინი გადმოდიან შეტევაზე.


- გვარები ვერ დავადგინე, მაგრამ აქციიდან ასეთი ხმაც მომივიდა, რომ არაერთი ყოფილი პოლიტპატიმარი, რომლებიც „ნაციონალების" საწინააღმდეგო აქციებზე მუდმივად მიდიოდნენ, „თავისუფალ ზონასთან" არ გამოჩენილან, რადგან სამართლიანობის აღდგენის ლოდინი მობეზრდათ და „ნაციონალებმა" ფული გადაუხადეს, რომ „გვერდზე გაწეულიყვნენო". ამის შესახებ იცით რამე?

 

- სახელებსა და გვარებს ვერ მე დავასახელებ, რადგან არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, ვინ შეეძლოთ მოესყიდათ , მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ჩემთან იყო მცდელობა, სანამ დავიწყებდი აქტიურობას. მათი წარმომადგენელი იყო მოსული, საკმაოდ სერიოზული ფიგურა იყო, მან შემომთავაზა სოლიდური თანხა, რომ ვყოფილიყავი ჩუმად. არ გამოვრიცხავ, სხვისთვისაც შეეთავაზებინათ.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016