„ალიას" ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე ესაუბრა:
- მამა გიორგი, ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, შეშფოთებული ვართ ქართველ საზოგადოებაში სექსუალური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობითო. თქვენ ადრე ინტერვიუში მითხარით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან ერთსქესიანთა ქორწინების მოთხოვნამდე ერთი ნაბიჯიაო. ეს ტექსტი როგორ გენიშნათ?
- ბუნებრივია, დასავლეთში არ არიან ბოლომდე კმაყოფილი იმით, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. ეტაპობრივად უჩნდებათ მოთხოვნები და რაც მეტად გადადგამენ ნაბიჯს, საკუთარ ქვეყანაში მით მეტად მძიმე შედეგები მოჰყვება ამას. ევროპა ამაზე არ გაჩერდება, ამათი ინიციატივა იყო ის, ყველაფერი გაეკეთებინათ , რომ ევროპელებისთვის ესიამოვნებინათ. ისინი კი ისე იქცევიან, რომ თითქოს ოკეანე უარს ამბობდა, მდინარის წყალი ჩადენილიყო მასში. ასეა ევროპა, რაც მეტს უთმობ, მით მეტი უნდა შენგან. ასე რომ, თუ ჩვენ რაღაც ზომიერება არ ვიპოვეთ, სადღაც არ გავჩერდით, ისე გაითქვიფება ეს ყველაფერი ერთმანეთში, რომ ქართული და ტრადიციული აღარაფერი დაგვრჩება.
- ხედავთ, რომ ხელისუფლება სადმე გაჩერებას აპირებს?
- სამწუხაროა, რომ ვერ ხედავს ხელისუფლება ზღვარს. ასეთი თავშეკავებული საქციელი ხელისუფლების მხრიდან საეჭვოა, რა გითხრათ, ვიღაცასთან უნდა გაიარონ ამ ადამიანებმა კონსულტაცია, მასზე ჭკვიან ადამიანებთან, ვინც ცოტათი მაინც აზროვნებს და ქვეყანა უყვარს.
- ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ქართველი ერი დგას სამ პოსტულატზე: ენა, მამული, სარწმუნოება. მამული დანაწევრებულია, ტერიტორიები ჩამოგვაჭრეს, სარწმუნოებას რაც გაუკეთეს ყველა კონფესიის მართლმადიდებლობასთან გათანაბრებით, ეგეც ვიცით, ახლა ენასაც ემუქრება საფრთხე. ევროსაბჭო რეგიონული ენების სტატუსის შემოღებას გვთხოვს.
- ენა? რომელი ენა? ქართული ენა ენას ჰგავს? იმდენი უცხო სიტყვა არის შემოსული და ისე დაბინძურდა, 10-ტომიანი ლექსიკონი გამოვა, რომ გავარკვიოთ ქართველებმა, რას ვლაპარაკობთ. საით მივექანებით, გაუგებარია. როცა „ნაციონალური" ხელისუფლება იყო სათავეში და პრიორიტეტად დაისახეს ინგლისური და კომპიუტერი, მაშინ პატრიარქმა თქვა, იქნებ ძველი ქართული ენა გვესწავლა, ამაზე მდიდარი ენა არ არსებობსო. სამწუხაროდ, პატრიარქის შეგონებას მხოლოდ ის ადამიანები უსმენენ, რომელსაც რწმენაც აქვს, სათნოებაც და ენაზეც ზრუნავენ. მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ქართული ენა მცირე ჯგუფის ენაა, რომ მერე საერთოდ გაუჩინარდეს. ახლა დაიწყება რეგიონული ენის სტატუსის მინიჭება, აზერბაიჯანულსა და სომხურს ისე წამოწევენ, რომ ენობრივად გაგვითანაბრდებიან. ეს ყოვლად მიუღებელია. გეკითხებით, აზერბაიჯანში ან სომხეთში ქართულ ენას პრიორიტეტს მისცემენ? ამიტომ ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით ჩვენს ფასეულობას, არაფერი გამოვა. ერთი რამ გამახსენდა, როცა საბერძნეთიდან ხალხი გადაასახლეს თურქებმა, ზოგმა ენა შეინარჩუნა და სარწმუნოება დაკარგა. ვინც ვერ შეინარჩუნა, საქართველოში გადმოსახლდნენ. მერე მასობრივად დაბრუნდნენ სამშობლოში და ყველამ ენა დაიბრუნა. ამით იმის თქმა მინდა, რომ, თუ რწმენას თავში არ დავაყენებთ, ენასაც დავკარგავთ. ეტაპობრივად გვაკარგვინებენ ფასეულობებს, ჯერ იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი და მერე ყველაფერი ეტაპობრივად მოჰყვება. ის, რაც ვერ მოასწრო წინა ხელისუფლებამ, ესენი ეცდებიან გაკეთებას. ყველაფერზე კვერი რომ დავუკრათ ევროპელებს, არ შეიძლება, პირიქით, ისე უნდა შევიდეთ ევროპულ ოჯახში, რომ ფასეულობების აღრევა არ უნდა მოხდეს. ყველა, ვინც ამ ოჯახში შედის, იცავს იმ ღირებულებებს, რომლითაც მოვიდნენ აქამდე და ჩვენ რა გვეტაკა ამ ქართველებს, რომ ყველაფერი თავდაყირა დავაყენეთ. ამ ხლხს ერთი რამ ავიწყდება,რომ უამრავი ისტორიული მაგალითი გვაქვს წინ. საფრანგეთში დახმარების სათხოვნელად სულხან-საბაც კი იყო ჩასული, რწმენაც შეაცვლევინეს ამ ადამიანს და რომელ დახმარებაზე იყო საუბარი? საქართველოში კიდევ წვერით ათრიეს ეს ადამიანი. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება , რა გაუკეთებია ევროპას საქართველოში. უამრავი მიწა მიგვაყიდინეს სომხებისთვის. ახლა კი, როგორაა საქმე იცით? თუ ვინმე ეროვნული კაცია, არ ჩანს, მაინცდამაინც ეს ნულპროცენტიანი „რესპუბლიკელები" არიან ყველგან და მიდის მათი იდეების ქადაგება. რასაც დააწკაპუნებს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ცოლი, იმას აკეთებს მთელი პარლამენტი. ეს ხომ უზნეობაა?
- თქვენ, როგორც სასულიერო პირი, რა საფრთხეს ხედავთ რეგიონული ენის სტატუსის შემოღებაში? როგორც ჩანს, ამასაც ისეთივე გრიალით მიიღებენ, როგორც ანტიდისკრიმინაციული მიიღეს.
- ეჭვი არ შეგეპაროთ, ამასაც ასე მიიღებენ და სხვა მსგავს კანონსაც. მე ვხედავ საფრთხეს, რომ დადგება საქართველოში ჟამი, როცა ქართულ საუბარსაც აგვიკრძალავენ ან შეზღუდული იქნება. ხომ გახსოვთ, ერთი პერიოდი ქართული ღვთისმსახურებაც კი იყო აკრძალული, ალბათ, იგივე დრო დადგება, ან ინგლისური ან სინგაპურული იქნება საღვთისმეტყველო ენაც.
- რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს ამ საკითხზე, თუ კანონის მიღებაზე დაიწყება ხელისუფლებაში საუბარი, რას აპირებთ?
- ზუსტად არ ვიცი, რას გადაწყვეტს საპატრიარქო, თუ ასეთი საფრთხის ქვეშ დადგება ქართული ენა, საპატრიარქო აუცილებლად გააკეთებს განცხადებას. იტყვის და შეაგონებს ქართველ ხალხს, რომ დავფიქრდეთ, რა ნაბიჯებს ვდგამთ, გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ჩვენსას გვავიწყებს და გვთავაზობს იმ ხილის მიღებას, რაც ჩვენთვის მიუღებელია? თუ ვინმე მოწოდებულია ამისთვის, წავიდეს და იცხოვროს მათთან, ვისთანაც უნდათ, აქ რა ესაქმებათ?
- მამაო, ანტიდისკრიმინაციული კანონის გამოსაწვევად ხელმოწერებს აგროვებდით. ბოლო დროს წინასწარ საუბრები თუ გქონდათ პარლამენტარებთან ამ საკითხზე და რა პირი უჩანს ამას?
- ჯერჯერობით არ გვქონია არანაირი საუბრები, არც შგვიტანია, რადგან იმდენი პრობლემაა დაგროვილი ჩვენს ირგვლივ, საიდან დავიწყოთ, არ ვიცი. ქართველები კი, სანამ პრობლემას უშუალოდ არ შევეჩეხებით, წინასწარ საფრთხეს ვერ ვგრძნობთ ხოლმე. ეს არის ჩვენი უბედურება. ევროპელები ამას მშვენვრად აკეთებენ და ქართველებმა სხვა რამეს თავი დაანებონ, ეს მაინც გადაიღონ ევროპელებისგან.
- ანტიდისკრიმინაციული კანონი როგორ მიიღეს კარგად გვახსოვს. თუკი ახლა ხალხი მასობრივად გამოვიდა და რეგიონული ენების შემოღება გააპროტესტა, გაბედავს და გადაახტება თავზე ხელისუფლება ხალხს?
- თუ ეს მოთხოვნა მოდის ევროპიდან, კი არ გადაახტება, ჩათვალეთ, რომ გადამხტარია უკვე. წინ ვინ დაუდგება. რახან მოითხოვა მამა მარჩენალმა ევროპამ, უნდა მიიღონ ეს კანონი, თორემ დაემუქრებიან, იცოდეთ, „ნაციონალებს" დავაბრუნებთ სათავეშიო. ამათ კი ეშინიათ, რომ მუქარა თუ ასრულდა, „ნაციონალები" ამათ შავ დღეში ჩაყრიან.
- მართალია, ხელისუფლება მოსწყდა ხალხს, მაგრამ ეკლესია არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ამ კანონებზე ხელი ააღებინოს. მზად არის ეკლესია, მრევლს რეგიონული ენის სტატუსიდან მომდინარე რეალური საფრთხე დაანახოს და გარეთ გამოიყვანოს?
- მრევლმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს პატრიარქს, რადგან ის მწყემსმთავარია და რასაც ის აკურთხებს, აუცილებლად უნდა შესრულდეს. მას ღვთის მადლით მინიჭებული აქვს ერის სულიერი მამობა და მისი სიტყვა უნდა შესრულდეს. როცა ერი არ უჯერებს პატრიარქს და ყოფილა ეს შემთხვევებიც, მივსულვართ მძიმე შედეგებამდე. ახლა ხედავთ, რა ხდება? მაქსიმალურად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას ყველა საშუალებით. ქუთაისში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის უზრდელი წარმომადგენელი იცით, რას ამბობდა? რას გამოდიხართ ქუჩაში, რომ ჭკუას გვასწავლით, ეკლესიაში იყავით და იქ იქადაგეთო. წარმოიდგინეთ, რა გველოდება, ამათ რომ ხელში ჩაუგდო ხელისუფლება. მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და იქვე ეწეოდნენ დისკრიმინაციას თავიანთი საუბრით. დეპუტატი თამარ კორძაია კი ამბობდა, ბარემ პატრიარქს მივცეთ მანდატი და პარლამენტის წევრად ავირჩიოთო, მეტი უზრდელი ადამიანი არ მინახავს! გლობალიზაციამ ისე შთანთქა ჩვენი აზროვნება, რომ ვეღარ ვაზროვნებთ, ესაა ჩვენი დანაშაული. სასულიერო პირები ხომ ამისთვის ვართ, რომ ერში ვაღვიძებდეთ ძალას, იმ სულიერ განცდას, რასაც ქართველობა ჰქვია. ქართველობა და სარწმუნოება ისე იყო ოდითგანვე შესისხლხორცებული, რომ, თუ ქართველი სარწმუნოებას იცვლიდა, მას ქართველს აღარ ეძახდნენ. თუ ეს არ გავითავისეთ, ჩვენზე დიდი ერები ყოფილან და ღმერთს მიუტოვებია, ასე დაგვემართება ჩვენც.
- გამოვა ხალხი ქუჩაში ამის ნიადაგზე, რასაც სარწმუნოებასა და ენას უკეთებენ?
- თუ აკვირდებით, რაც ახლა ხდება „ნაციონალებისგან" და „თავისუფალი ზონისგან", თუ რაღაც ჯანდაბისგან, ახლა რომ მოიგონეს, ასეთი ხალხი ამღვრევს წყალს. ეს ის ხალხია, სარწმუნოებრივ შუღლს რომ აღვივებს, ამათი გაკეთებულია, ვისაც სტაბილურობა არ უნდა. როდემდე იქნება ხელისუფლება ასე სირაქლემას პოზაში და როდემდე იქნება მიშვებული მოვლენები დინებაზე? როდის ყოფილა, ქართველი ვინმეს შევარდნოდა სახლში და თავ-პირი დაემტვრია, შენ რატომ არ გწამს ის, რაც მე მწამსო? ეს პროვოკაციები ამისკენ არის მიმართული, რომ ეკლესიას დაარტყან, რომ მერე ჩვენ არავინ დაგვიჯეროს. გარკვეული ადამიანები წყალს ამღვრევენ და სამართალდამცავები არუნდა დაინტერესდნენ ვინ არიან?
- სერიოზული დაძაბულობა იყო გასულ კვირას, „თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ საკმაო რაოდენობის ახალგაზრდა გამოვიდა. როგორ ფიქრობთ, მასობრივ არეულობებში გადაინაცვლებს ეს პროცესები?
- მე სასულიერო პირი ვარ და ხშირად ვიბარებდი აღსარებას იმ ადამიანებისგან, ვინც უკანონოდ ისხდნენ ციხეში. მათ დაელაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლები და მერე თუ დარჩებათ იმის განცდა,რომ სამართლიანობის არაღდგენა შერჩებათ, ძალიან ცდებიან. დანაშაულებრივია ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მე ვხედავ,რომ ესენი დავალებებს ასრულებენ, თორემ ევროსაბჭოს ვინ ეკითხება, რომ იმოძღვრება ხალხის საწინააღმდეგოდ? მე შევხვდი ერთ ადამიანს ციხეში, ლიმონათი მოიპარა და 2 წელი იჯდა, ამ დროს კი მილიონები მოიპარეს და თურმე, ხელი არ უნდა ვახლოთ. ეს როგორ შეიძლება? აი, რას გვსაყვედურობენ ევროპელები... ბოლოდროინდელი დაძაბულობა კი იმის შედეგია, ხალხს ყელში ამოუვიდა, მათ თუ არ ეყოთ გონიერება და ასე გაგრძელდა, დიდი მღელვარება დაიწყება. მოსამართლემ კიდევ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმდენი კრედიტები აქვთ გამოტანილი... რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს, კრედიტებს გადახდა არ უნდა? ფული მართავს დღეს ხელისუფლებას. აქამდე რომ ეროვნულად ჩანდნენ, იგივე გუბაზ სანიკიძე და ზვიად ძიძიგური, ახლა სად არიან, პირში წყალი რომ ჩაიგუბეს. „ნაციონალებმა" ვერ მოასწრეს ამ კანონების მიღება და ესენი რომ ოპოზიციაში ყოფილიყვნენ, არ იყვირებდნენ? ახლა ხმას არ იღებენ „ნაციონალებიც" კმაყოფილები არიან. როცა „ნაციონალი" კმაყოფილია, ხომ უნდა მიხვდე, რომ არასწორად იქცევი და მის წისქვილზე ასხამ წყალს?
- რას ელოდებით „ნაციონალური მოძრაობისგან" თუ საშიშ ფორმას მიიღებს ეს დაძაბულობა, რას იზამს ეკლესია?
- თუ ხელისუფლებამ არ მიიღო ზომები ამ დესტრუქციული ძალის წინააღმდეგ, ხალხი გასცემს მათ პასუხს. ადამიანის ცემა რომ გაგიხარდება, წარმოგიდგენიათ? ღმერთმა შემინდოს და მე მიხარია, ხელისუფლებას რომ მიესაჯა მათთვის, არ მოხდებოდა ასეთი რამ. ახლა ხალხი დახვდება მათ ქუჩაში და ამ ნაძირალებს თავებს დაუხეთქავს. რომ იძახის პრემიერი, ჭიკაიძე გაიზარდაო, ვნახოთ, როგორ გაიზარდა, გაართვას თავი. ხელისუფლების გასაკეთებელს ხალხი არ უნდა აკეთებდეს. ვინც სიტუაციას ძაბავს ქვეყანაში, ეს არის აღვირახსნილი სექტა, რომელიც ცოცხებსა და მიშაზე ლოცულობს, ამ უგუნურებს, ერთუჯრედიანებს რა უნდა ელაპარაკო? თუ ზომებს არ მიიღებენ, უარესები მოხდება.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"