reportiori.ge - რას შეცვლის ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ მართვაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რას შეცვლის ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ მართვაში?
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 19:45


6 ოქტომბერს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭომ პარტიის აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი დანიშნა.


ვინ არის ზვიად ჯანყარაშვილი და რისი თქმა უნდათ პარტიის მესვეურებს მისი დანიშვნით? დავიწყოთ თავიდან: სანამ ის „ქართული ოცნების" რიგებში გამოჩნდებოდა, ანუ სიღნაღის რაიონში 2012 წლის არჩევნების დროს შტაბის უფროსად დაინიშნებოდა, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში" მუშაობდა. მის შესახებ ძალიან მწირი ბიოგრაფიული მონაცემები არსებობს, საზოგადოებაში მხოლოდ იმაზე აპელირებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია, მაგრამ კულუარული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ღარიბაშვილამდე ჯანყარაშვილი ჩადგა და როგორც კარგმა მენეჯერმა, ნდობაც მალე დაიმსახურა. არ არის გამორიცხული, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი თავის დროზე ივანიშვილთან სწორედ ზვიად ჯანყარაშვილის მხრიდან მოხვედრილიყო.


როგორც კი კოალიცია „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ხოლო ჯანყარაშვილი ამავე სამინისტროს გენინსპექციის უფროსად. სწორედ მაშინ აყვირდნენ „ნაციონალები" ნეპოტიზმსა და ნათესაური კავშირების სქემებზე, მაგრამ ის არჩევნებამდე გადადგა. გენინსპექციიდან მის წასვლას სკანდალი ახლდა, თითქოს თამაზ თამაზაშვილი ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიდა, გულის პრობლემები ჰქონდა, ყურადღება არ მიაქციეს, ამის შემდეგ ჯანყარაშვილი მივარდა, დებოში ატეხა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ის სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და ასეთი ახსნა-განმარტებაც გააკეთა:


„არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ, მე ჩავდექი სახელმწიფო სამსახურში. მე ერთგულად ვემსახურე საერთო საქმეს და პირნათელი ვარ ჩვენი ქვეყნის წინაშე. გარდამავალ პერიოდში მე ვეხმარებოდი და ერთგულად ვედექი გვერდში მთელ პოლიტიკურ გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს. დღეს, როდესაც უკვე გარდამავალი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და მასთან დაკავშირებული სიძნელეები გადალახულია, საჭიროდ თვლი, დავტოვო თანამდებობა, რადგან არ მინდა ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე".


პრინციპში, ზვიად ჯანყარაშვილის დანიშვნას გენინსპექციაში მართლაც ახლდა გარკვეული უხერხულობები, მას უნდა გაეკონტროლებინა ის სამინისტრო, რომელსაც მისივე ახლო ნათესავი ხელმძღვანელობდა. გადადგომის შემდეგ ის ცოტა ხნით საზოგადოების თვალს მოეფარა, ჭორები და სკანდალები ჩაწყნარდა და როგორც კი პარტია „ქართულ ოცნებას" გაუჭირდა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისევე გამოიყვანა მაშველის რანგში. არადა, „ქართულ ოცნებას" მართლაც სჭირდება შველა, ის ახლა კომაშია, რომელსაც თავს დასტრიალებენ განაწყენებული აქტივისტები და საზოგადოების სხვადასხვა ფენები. ხალხმა ამ ძალისგან ვერ მიიღო ის, რასაც ელოდა. ჯანყარაშვილს ფინანსების კონტროლი დაევალება. მანამდე პარტიაში ფინანსებს, როგორც ითქვა, კახი კალაძე განაგებდა, მაგრამ უზარმაზრი სამინისტროს ხელმძღვანელია და ვერ იცლიდა, ყველა დეტალს ბოლომდე მიჰყოლოდაო.


„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წარმომადგენლების შეფასებით, პარტიულ საქმიანობაში ზვიად ჯანყარაშვილის ჩართვა პარტიას გააძლიერებს. კი, ბატონო, შეიძლება მან პარტია გააძლიეროს ფინანსურად და ორგანიზაციულად, შეიძლება დამყარდეს წესრიგი, მაგრამ პიარის თვალსაზრისით დამატებითი რგოლია საჭირო - ზვიად ჯანყარაშვილი არც ორატორია და არც პიარის სპეციალისტი. ადამიანი, რომლის ხეირიანი ფოტოც დღემდე არსად იძებნება და მისი ხმის ჩანაწერიც კი არ არსებობს, პარტიას პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ გაქაჩავს.


ეკა ბესელიას თქმით, ჯანყარაშვილს აქვს ძალიან კარგი პიროვნული რესურსი, პროფესიული კომუნიკაციის უნარი, მენეჯმენტის ცოდნა და ორგანიზაციული თვისებები. დიახ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ჯანყარაშვილს აუცილებლად დასჭირდება პოლიტიკურად მოაზროვნე ორატორები. როგორც გია ვოლსკი ამბობს, ის იქნება პარტიული ფუნქციონერი. მანანა კობახიძის თქმით კი:


„ჯანყარაშვილი ძლიერი თვისებების მქონე პიროვნებაა. ის საქმიანობდა, როგორც „ქართულ ოცნებაში" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ასევე იყო ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელი, პარალელურად ის საქმიანობდა საჯარო სექტორში და ყველა გზა წარმატებით გაიარა".


ეს ზოგადი შეფასებებია, მსგავსი სიტყვები ხშირად მოგვისმენია, მაგრამ გადის დრო და „ქართული ოცნება" ადგილიდან არ იძვრის. თუ ეს პარტია ჯანყარაშვილმაც ვერ ამოქოქა, ჩათვალეთ, რომ 2016 წლის არჩევნებში ძალიან მწარედ ჩაფლავდება.


„ალია" უკვე წერდა იმის თაობაზე, რატომ დასჭირდა ირაკლი ღარიბაშვილს თავისი ნათესავის „გამოძახება". დიდი ხანია არსებობს მოლოდინი, რომ პრემიერი, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, რეორგანიზებას მოახდენდა და გაძლიერდებოდა. რეორგანიზება დაიწყო კიდეც, ღარიბაშვილს გადაწყვეტილი აქვს, გუნდის ბირთვი თანამოაზრეებით დააკომპლექტოს, ერთ მუშტად შეკრას, გააძლიეროს და ერთი იდეოლოგიის გარშემო გააერთიანოს. ასეთ კომბინაციაში კი ბევრი, ვინც დღეს, „ქართული ოცნების" ნიღაბს  არის ამოფარებული, ამ გუნდში ვერ აღმოჩნდება, ღარიბაშვილმა კარგად იცის, ვინ არის მის პარტიაში გამყიდველი და ვინ მისი თანამოაზრე.


საინტერესოა, რას შეცვლის ზვიად ჯანყარაშვილი პარტიის მართვაში? წესით, პირველად რა ნაბიჯებსაც გადადგამს, ამის მიხედვითაც შეიძლება იმ ნიშნების დანახვა, საით მიდის და რა მომავალი ელის მმართველ გუნდს.


გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016