„ალიას" ესაუბრა პოეტი რევაზ ამაშუკელი:
- ბატონო რეზო, ახალგაზრდებს მოუწოდეთ, ჩემთან მოდით და გაჩვენებთ, რა შემიძლიაო. თუ გამოგეხმაურათ ვინმე და რამდენი ახალგაზრდა მოვიდა?
- მე ჰერაკლე და ბოთლიდან ამოსული ჯინი არ ვარ, მაგრამ რაღაც მეც შემიძლია. ხალხს ეზიზღება „ნაციონალები" და ეს ახალი ამბავია? ახალია, რომ არ გადის მაგათთან არც შეგონება და არც არაფერი? ჩემთან ამის შემდეგ ნამდვილად მოვიდნენ ახალგაზრდები და მათ ვუთხარი, რომ „ნაციონალები" გამზადებულები არიან პროვოკაციის მოსაწყობად და არ შეიძლება ამას ახალგაზრდობა აჰყვეს, არ შეიძლება! ამით ამ ჩვენს ახალ თაობას სისულელეებს ჩაადენინებენ ესენი, რადგანაც ბავშვები ემოციურები არიან. ამ ხნის კაცი ვარ და ცალი ფეხით საფლავში ვდგავარ და მე ვარ ემოციური და ახალგაზრდის ემოცია უნდა გამიკვირდეს, როცა ასეთი ტექსტებითა და სიტყვებით ელაპარაკებიან? მერე, დააკვირდით, რა ხალხია იქ შეკრებილი? დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: სიტუაცია იმდენად გამწვავებულია, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდება, მაგრამ, რასაც ვუყურებ, სხვა გზას არ გვიტოვებენ „ნაციონალები". არ მინდა, ირაკლი ღარიბაშვილს გადავახტე, ეგ ბიჭი მომწონს იმიტომ, რომ დაემხო პატრიარქის წინაშე, პატივი გამოხატა მის მიმართ და ეს უკვე მესიჯი იყო ჩემთვის, ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინება არ იქნება და დააკვირდით მერე, მაგასაც ახრჩობენ და მაგისი მოცილება უნდა სუყველას.
- ჩვენ ამ საკითხზე ვწერდით, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვის უნდა?
- ყველას, ბევრს! და ნუ დამასახელებინებთ, ძალიან გთხოვთ, გვარებს, თქვენ ხომ მიცნობთ, რომ მართლა არაფრის არ მეშინია და არაფერზე დავიხევ უკან, მაგრამ თავად ირაკლი არ მინდა, ჩავაგდო უხერხულ მდგომარეობაში და მანდ, ვიმეორებ, მარტო „ნაციონალები" არ არიან.
- მოდით, ამ შემთხვევაში ისევ „ნაციონალებს" მივუბრუნდეთ: ყველა ვხედავთ, რომ მაგათ ნამდვილად არ ასვენებთ გამჩენი და ისიც ფაქტია, რომ იმდენი ხალხი არ გამოდის მათი პროვოკაციების გასაპროტესტებლად, რამდენიც საჭიროა. რა ხდება: ხალხი „ნაციონალებს" ამ პროვოკაციას ტყუილ ფაფხურად უთვლის, თუ „ოცნებაზე" აიყარეს გული?
- თავისთავად ცხადია, „ოცნებასთან" ქართველ ხალხს პრეტენზიები აქვს, მაგრამ სანამ პასუხს გავაგრძელებდე, პირადად ჩემს მოსაზრებას გეტყვით: ის, რომ დღეს ცოცხალი ვარ, ეს „ოცნების" დამსახურებაა, რადგანაც დასახვეტრთა სიაში მეორე პირად ვეწერე.
- და პირველი ვინ იყო?
- მეუფე იობი. ასეა, ძალიან ბევრი დახვრეტილი ვიქნებოდით 2 ოქტომბერს და ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება? ამის გარდა, ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილს ბევრის უფლება აქვს, რადგანაც 30 წლის საკონცენტრაციო ბანაკი ჩამოაცილა საქართველოს. როგორ მიცნობთ, სადმე კონიუნქტურას ხედავთ? ეს რომ მდომებოდა, ყველაფერს მივაღწევდი: ფულიც მექნებოდა და თანამდებობაც, მაგრამ მერე ცხვირში ამომადენდნენ ყველაფერს და ეს რომ ვიცოდი, ამიტომაა, რომ ხმას ვერ მცემენ და ვერაფერი მიპოვეს, მაგრამ ვამბობ, რომ ხალხმა „ოცნებაზე" გული აიყარა და ამას ხმამაღლა ვაცხადებ. ილია ჭავჭავაძის ფეხის ნაბანი არ ვარ, მაგრამ, როგორც რიგით ქართველს, მაქვს იმის უფლება, რომ ქართველებს პირდაპირ ვუთხრა: დღეს რომ ვიღაცას სახლი ავუშენო, ხვალ იმ კაცმა ასანთი მთხოვოს და არ მქონდეს ჯიბეში, წყალში გადაგიყრის ყველაფერს! იმიტომ, რომ უმადური ერი ვართ ჩვენ, მაგრამ იმასაც ვამბობ, რომ ამ ხელისუფლების თავში ის სიბინძურე არასოდეს მოიხარშება, რაც იმ გარეწრების თავში იხარშებოდა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის ფული მოგონებაა იმასთან შედარებით, რაც „ნაციონალებს" აქვთ.
- „ალიაში" დაიწერა, რომ უნგრეთიდან, სავარაუდოდ, 5 მილიონი დოლარი შემოდის „თავისუფალი ზონისთვის" და ამათ ფულს თავად „ნაციონალები" ურიცხავენ ადეიშვილის ხელით.
- ეს წვეთია, რაც ვიცით. რომ იცოდეთ, აქ ძალიან დიდი ფული შემოდის, დიდმა ფულმა კი დიდი სიძუნწე იცის და ესენი ხომ ღორები არიან? სახლიდან ფული არ გამოაქვთ, მაგრამ, როცა მიხვდნენ, რომ ან ფული უნდა დაყარონ, ან თავები, უკვე დაიწყეს ფულის დაყრა. ახლა დააკვირდით: ეს შაშკინი-მაშკინი, უტიაშვილი, ის ბეკეკა რომ არის, წვერებიანი (გამოთქმით), სერგი კაპანაძე, ეს ჭუპრებიდან გამოჩეკილი ხალხი, ამას მიუმატეთ ის 22 არასამთავრობო, რომელიც დავთვალე, ეგ საია-მაია და სხვები, ამათ კარგად იციან, რომ ელექტორატი ამათ ახლა არ გაჰყვება, ამიტომ ემზადებიან 2016 წლის არჩევნებისთვის და ხომ ხედავთ, იმუქრებიან! ეს ყველაფერი სააკაშვილის კარნახით ხდება და, სააკაშვილი კი რომ ვერ ისვენებს? მაგას, როგორც ჩანს, ის ურჩევნია, რომ ამოიძირკვოს, მაგას პატიმრობაც არ უშველის, რადგანაც ავადმყოფია.
აქციაზე მოვისმინე, რომ თურმე რაღაც პიკასო-მიკასოს კლუბია, თუ ვინ ოხრები არიან, მაგათი ახალგაზრდები ჰყავთ მოყრილი და ნელ-ნელა იწყებენ თურმე რევოლუციისთვის მზადებას. მაგრამ მე თუ ვხედავთ ამას და ვიცი, ჩემს გარდა სხვამაც ხომ იცის? ხოდა, თუ ხელისუფლებამ ამას დროზე არ მიხედა, ეს ამბავი ძალიან ცუდად დამთავრდება და კატეგორიულად ვითხოვ, როგორც რიგითი მოქალაქე, რომ შეისწავლონ, რა ფულით ფინანსდებიან ეს არასამთავრობოები, რა უწერიათ წესდებაში და პროგრამაში და რეალურად, რას ემსახურებიან; ვინ აფინანსებს ამათ და რა გეგმები აქვთ, აი, ამის შემდეგ ხელისგულზე დაიდება ყველაფერი! ეს რომ არის, ეს ელენე ხოშტარია, აი, ბეჭებს რომ გადაშლის, კაი ხანს ეგ ხოშტარია მეგონა ბიჭი, თან ლამაზი ბიჭი, თუმცა, არც ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ სრული ქალბატონია.
- მწარე ენა გაქვთ, ბატონო რეზო.
- კი, მეუბნებიან, მწარე ენა გაქვსო, მაგრამ მთელი უბედურება იწყება შინაგანი კომპლექსებისგან. ეგენი ყველანი ნაკლულები არიან, ამიტომ ეზიზღებათ მთელი ქვეყანა და ამიტომაც არიან „ნაციონალები"! რაც შეეხება ხალხის გამოსვლას, „ზონასთან" აქცია რომ მოეწყო, ბევრი ხალხი არც უნდა გამოსულიყო. ორი დღის წინ თავად მოვუწოდე ახალგაზრდებს, რომ ჟურნალისტებს გვერდით დავუდგეთ-მეთქი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთმა არ ქნას, რამე მოხდეს, თორემ ხალხი მოვა კი არა, მოვარდება. ასე დაჯერებული და დარწმუნებული რომ არ ვიყო, ამას ვერც ვილაპარაკებდი, არადა, ხალხი ამას იხვეწება, იმდენად ეზიზღებათ ესენი!
- რასაც ვაკვირდებით, „ნაცები" ორი წლის თავზე ძალიან გამამაცდნენ, გვიყვირიან ეკრანებიდან, გვლანძღავენ და ეს რისი ბრალია?
- ეს არის ხელისუფლების ბრალი, ჩემო კარგო, და გეტყვით, რაშია საქმე: ჩემი დოსიე დევს ამერიკის საელჩოში და არც ამისი მეშინია. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ იმ დასავლეთში „სახალხო პარტია" რომ არის, თუ ვინ ოხრები არიან, იქიდან ათიდან რვა მექრთამეა. გიგა ბოკერიამ გაზიდა მანდ ფული და ეგ ბოკერია არის პირველ რიგში დასაპატიმრებელი და ასაკეპი!!! აირჩიოს მაგ დასავლეთმა, ან ქართველი ხალხი და საქართველო, ან ეს ფაშისტები!!! ორივე ერთად არ გამოვა, ბატონებო!!! მე ამერიკის პირველი მოტრფიალე ვიყავი და ახლა რას ვხედავ? რუსი მე დღეს არ მეუბნება, რომ ცოლად მოიყვანე ბიძაშვილი და ბიჭი შეირთე ცოლადო და ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ჩვენში? ის ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიიღეს, მაშინ პატრიარქმა თქვა, რომ ცოტა ხნის შემდეგ ნახავთ, რაც მოხდებაო. გუშინწინ ძმის გარდაცვალების გამო სამძიმარზე ვიყავი პატრიარქთან და მიუხედავად მისი ტკივილისა, პატარა ლაპარაკიც გვქონდა, დამამშვიდა და ისე გამომიშვა. აი, მაგ კანონს ვინც ხელი მოაწერა, მერე ვინც შეიტანა, მერე ვინც დასთანხმდა (ხმას უწევს), ყველა მტერია საქართველოსი! ხმამაღლა ვაცხადებ ამას!
- პარლამენტში ყველა დასთანხმდა, სრულიად 112 დეპუტატმა მისცა ხმა!
- ხოდა, მაშინ ყველა ეგრეა. მიტინგებზე რომ მაგარი ბიჭები იყვნენ და იქ რომ ჩაჯდნენ სავარძლებში, მერე? მოკლედ, როგორც არის... მოვა მაგისი დროც და ვიტყვი, რაც სათქმელია, ყველაფერს! რაც შეეხებოდა მიტინგს, ეს იყო რედაქციის იმპულსი და მეც მათ გვერდით ვიყავი. რაა დასამალი: დღეს ყველა ტელევიზიამ ზურგი შემაქცია, ყველამ კარი მომიკეტა, აქუბარდიამ, მაქუბარდიამ და სუყველამ, რადგანაც, რომ მოვალ, თუ ღია ეთერში არ დამსვეს, ისე არ ვლაპარაკობ, მაგათ ჩანაწერებს არ ვენდობი. და სხვაგან რა ხდება? ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში მიმსლელი ვარ, ხურუშიანებს რომ აგროვებენ? ან ეს მაია ასათიანი ვინაა? ეს დედაკაცი რეებს ისმენს თვითონ? სად გაიზარდა? მე რომ მომდგებიან და მეუბნებიან, არაკორექტული ხარო და ჩემი ლექსიკა არ მოსწონთ. ამ დროს ყველა მესამე სიტყვაზე თავად რეებს ლაპარაკობენ, დაუგდეთ თქვენ თვითონ ყური!
- ისეთ თემას რომ დავუბრუნდეთ, ბრძანეთ, ხალხი „ოცნებაზე" გულაცრუებულიაო და როდის უნდა შემობრუნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხისკენ?
- მაგაზე მოკლედ გეტყვით, თუ მთავრობამ ისევ გააგრძელა ამ ყველაფერზე წაყრუება, თვალის დახუჭვა, არაფერი გამოვა. გავიხსენოთ, ამ „ნაცებს" ნახევარი საქართველო ციხეში ჰყავდათ, ახლა რომ გამოდიან და ამბობენ, ეგ ჩვენთან სად იყოო? ყველა ციხეებში შეყარეს, დამნაშავე თუ არადამნაშავე და თვითონ იყვნენ მარტო გარეთ, აბა, თავის თავს ხომ არ დაიჭერდნენ? დღევანდელი ხელისუფლება კი თუ არ მოტრიალდება ხალხისკენ, მაშინ ხალხი მიტრიალდება ხელისუფლებისკენ და ეს მიტრიალება იქნება ძალიან ცუდი!
- მართლა მასე იქნება და ბოლოს, ევროსაბჭომ 2 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ რეგიონების ენებს უნდა მიხედოს საქართველომო.
- რეგიონულ ენებზე ლაპარაკი დიდი ხნის წინ ჩადებული ნაღმია და ძალიან ფაქიზი თემა. სამწუხაროდ, ამას ხელს უწყობენ ისევ ქართველები და ის რეგიონები, რომლებსაც ქართულად ლაპარაკი თურმე არ ეკადრებათ, მაგრამ ეგ ამბავი არ გამოვა საქართველოში... თუმცა უბედურება რა არის, იცით? ამაზე ხმის ამოღება რომ არავის უნდა! მე დავიღალე, ყველაფერზე რომ ვლაპარაკობ და ხანდახან ვფიქრობ, მეტიჩარა ხომ არ ვარ, ვინ მკითხავს, დავეგდო ჩემთვის-მეთქი, მაგრამ ოთხი შვილთაშვილი მყავს, ბიჭები, ეს არეული და ენაწართმეული ქვეყანა პედარასტებს დავუტოვო? ესაა ჩვენი ქართველობა? რა გავაკეთო? კითხვას ვსვამ, სადაა ჩვენი ინტელიგენცია? თუ არის საერთოდ? ძალიან ცოტანი დარჩნენ გარშემო, მაგრამ ხმის ამოღებაა საჭირო, მარტო ერთ მერაბ ბერძენიშვილს ხომ არ ჩამოვეკიდებით?
- თქვენ ერთხელ ბრძანეთ, ისეთი რამეები ვიცი„ ნაციონალებზე", ღმერთმა ნუ ქნას, ის ვთქვა ხმამაღლაო!
- მართლია, მაგრამ მოდი, ცოტას ვისპეკულანტებ, ვისწავლე მაგათგან შანტაჟისტობა და იმ ორ ამბავს, ისეთი რაღაც რომ ვიცი მაგათზე, ჯერ არ გავამჟღავნებ. მაგრამ ამბებს ისეთ დროს დავახეთქებ, რომ ადამიანები ხომ არიან? თვალი აქვთ, ცხვირი, ყური, სისხლი ხომ აქვთ, ხოდა, ოჯახებს ამოიწყვეტენ, ისეთი რამეები ვიცი. ისე, რასაც ვაკვირდები, ძალიან კარგი რამე ყოფილა შანტაჟი და თან, რაც მაქვს, ნაღდი მაქვს! და ბოლოს, მაინც უზრდელობას მაბრალებენ და რადგანაც ასეთი უზრდელი ვარ, ისე არ მინდა დავემშვიდობო თქვენს მკითხველს, რომ რჩევა არ მივცე „ნაციონალებს": მიხედონ თავის ცოლებს, თითოს ათასი კილომეტრი რომ აქვს გავლილი და მერე „სპიდომეტრები" რომ აქვთ ჩამოყრილი და ეს იმიტომ ხდება, რომ არც ერთი მაგათგან კაცი არ არის! (დამარცვლით) არც ერთი არაა ის, რასაც კაცი ჰქვია! ამიტომ, რა ფასი აქვს მაგათ პარლამენტში ყოფნას? ან მაგათ მილიარდებს?
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"