reportiori.ge - ზაზა სოფრომაძე: დაფინანსება გაეზრდება ინფექციური დაავადებების, შიდსის, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:07
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ზაზა სოფრომაძე: დაფინანსება გაეზრდება ინფექციური დაავადებების, შიდსის, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებს
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 19:52



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, 2015 წლიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზრდება.


მისი თქმით: „ზრდა იქნება როგორც სოციალური პროგრამების, ისე ჯანდაცვის მიმართულებითაც, ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამ მხრივ რაიმე შეფერხება 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით არ გვექნება".


რა კონკრეტულ მიმართულებებზე დაიხარჯება ეს თანხა და იგრძნობს  თუ არა თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდას?


„ალიას" ზაზა სოფრომაძე ესაუბრა:


- ბატონო ზაზა, რა კონკრეტულ ჯგუფებს გაეზრდებათ დაფინანსება?

 

- ბუნებრივია, ჯერ ყველაფერი ბოლომდე დამტკიცებული არ არის, მაგრამ ეს იქნება საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით. დაფინანსება გაეზრდება ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებს, ასევე პირველადი ჯანდაცვის პროგრამას, სოფლის ექიმის პროგრამას, რაც შეეხება სოციალურ სფეროს, აქაც ხელისუფლების სტრატეგიაა, რომ 2015-2016 წელს სოციალური გასაცემლები გაიცეს, ეს ეხება როგორც საპენსიო ნაწილს, ისე მიზნობრივი დახმარებების გაცემას. ზუსტად როდის იქნება, ამას ახლა ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მიჭირს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს იქნება 2015-2016 წლებში. ეს მას შემდეგ დაზუსტდება, როცა პარლამენტში დასრულდება განხილვები. ბიუჯეტის ზრდა უშუალოდ აისახება პროგრამებზე. ის შეეხება უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობას და უშუალოდ იგრძნობს მოსახლეობა და აისახება მის სოციალურ სტატუსზე.


- მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უმწეოთა კატეგორიაში არ არის, ჩივის, რომ წამლები ძვირია და მათ შეძენას ვერ ახერხებენ. ამ კატეგორიის ადამიანისთვის რამე შეღავათები იგეგმება? ანუ უფასო წამლების, ან წამლების თანადაფინანსების პროგრამაზე ხომ არ გიფიქრიათ?

 

- გრძელვადიან გეგმაში ეს გათვალისწინებულია და ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ზუსტ თარიღს ახლა ვერ გეტყვით, მუშაობის პროცესი მიდის და თვის ბოლომდე ამ საკითხზეც ჩამოვყალიბდებით.


- იცით, მოსახლეობაში რა განწყობაა? კი გაიზრდება ეს ჯანდაცვის ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ რა, ისევ ხელფასებს გაიზრდიან და პრემიებს დაირიგებენო.

 

- შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ დღეისთვის ხელფასებისა და პრემიების არანაირი ზრდა არაა დაგეგმილი, თუ ქვეყანაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოიმატებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენს  მიერ ეს დაგეგმილი არ არის. მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ საორგანიზაციო ხარჯების მთლიან ოპტიმიზაციას, ეს მატება აისახება უშუალოდ პროგრამულ ნაწილში.


- ძვირადღირებულ ოპერაციებს სახელმწიფო კი აფინანსებს, მაგრამ იმ 30%-ის გადახდაც ძალიან უჭირს მოსახლეობას, რადგან ეს 30 % ხშირად 1000 ლარს აჭარბებს. ამ მიმართულებით ცვლილებები ხომ არ იგეგმება?

 

- ამისთვის არსებობს რეფერალური დახმარების პროგრამა. ამ დახმარებასაც თავისი წესები აქვს, ამიტომ ამ წესიდან გადახრა სამინისტროს არ შეუძლია. მთელ რიგ შემთხვევებში, გეთანხმებით, რომ მოსაძიებელია ალტერნატიული დაფინანსების სხვა წყაროები. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა იაქტიურონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ამას დღეს ახერხებს ბევრი მუნიციპალიტეტი. შესაბამისი რესურსები ბიუჯეტში ჩადებული აქვს დედაქალაქის მერიასაც, როგორც მე ვიცი.  ვფიქრობ, უნდა გამოიძებნოს სხვა წყაროებიც. ვგულისხმობ იმას, რომ შექმნილია სოლიდარობის ფონდი, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობს. მსგავსი რამ არის მოსაფიქრებელი.


ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რაც მთელ მოსახლეობას შეეხო, ეს არის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა. ხელისუფლებას ამით მართლაც შეუძლია იამაყოს. დეტალურად მართლა არ განისაზღვრა, როგორ გაიწერება ეს თანხა პროგრამებში, ჯანდაცვა ხომ იცით, როგორი სფეროა? ამოუვსებელი ჭაა და არასდროს არაა საკმარისი თანხა, სრულად რომ იყოს უზრუნველყოფილი ყველა ადამიანი. ამიტომ მუშაობის პროცესში გამოჩნდება დეტალურად ყველაფერი.


ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016