reportiori.ge - სად შეხვდა გიგა ბოკერია ფარულად „ზონელებს“ და რა სტრატეგიაზე შეთანხმდნენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:59
პრეს-დაიჯესტი
სად შეხვდა გიგა ბოკერია ფარულად „ზონელებს“ და რა სტრატეგიაზე შეთანხმდნენ?
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 19:57



მოძრაობა „თავისუფალი თაობა" დღეს კონფერენციას მართავს და ისინი უკვე ღიად მათი ბრძოლის უახლოეს ნაბიჯებს, სტრატეგიასა და მიზნებს საჯაროს გახდიან. თუ რა აქციებს გეგმავენ ისინი უახლოეს დღეებში, რატომ დაინტერესდა ევროპის სახალხო პარტია „თავის+უფალი თაობისა" და „თავისუფალი ზონის" დაპირისპირებით, რამდენად რეალურია ინფორმაცია, რომ ამ დღეებში, ევროპის სახალხო პარტიის ლობირებით ევროპარლამენტში შესაძლოა დახურული საკომიტეტო მოსმენა მოეწყოს „თავისუფალი ზონის" ვითომდა შევიწროების გამო? 

 

 

თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი ალიას" კითხვებს უპასუხებს... 


- თავისუფალი თაობის"" კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია, ელოდებით თუ არა თავისუფალი ზონის" მხრიდან რაიმე ტიპის პროვოკაციას და რა კონკრეტულ გეგმებზე გექნებათ საუბარი? 


- ნამდვილად არ მქონდა გეგმაში „თავისუფალ ზონასთან" დაპირისპირება, ამ პრობლემების გამო ამიტომაც გადაიდო ჩვენი კონფერენციის ჩატარება, მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა ზონამ" უკუაგდო თავისი გეგმები და განაცხადა, რომ ისინი აპირებენ პარკებისა და ეზოების დასუფთავებას, ჩვენ ამ საქმეში ხელს ნამდვილად არ შევუშლით, პირიქით, მივეხმარებით კიდეც. ჩვენი კონფერენცია გაიმართება კინოსახლში, წარვადგენთ ორგანიზაციის დამფუძნებლებს, გამგეობის საბჭოს წევრებს, ვინაიდან ხალხს აინტერესებს, ვინ დგანან ამ ორგანიზაციის სათავეში, ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ვართ სამი - მე, ანი დარსალია და ვალერი დუმბაძე. ჩვენ გვინდა დავაანონსოთ, რის გაკეთებას ვაპირებთ, უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი - სტუდენტთა დახმარების ფონდი, მივმართავთ ბიზნესმენებს, რომ დაეხმარონ იმ სტუდენტებს, ვისაც სწავლის ფული არ აქვთ. ჩვენ ასევე ვაპირებთ, იუსტიციის მინისტრს თხოვნით მივმართოთ, რეგისტრაციიდან ოფიციალურად მოხსნას „თავისუფალი ზონა", რადგან ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გელა ვასაძემ აღიარა, რომ თურმე ეს ორგანიზაცია ფორმალურად ყოფილა არასამთავრობო, სინამდვილეში კი წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ კლუბს. რაც შეეხება ჩვენს უმთავრეს მიზანს, ჩვენ გადავდივართ უფრო მსხვილ საქმეზე, რასაც ჰქვია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლის ეტაპი. ჩვენი ლოზუნგია „დიახ, საქართველო „ნაცმოძრაობის" გარეშე", ახალი ლოკალური ამოცანაა და გარწმუნებთ, „ნაცბანდას" გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, რა გზასაც დაადგა „თავისუფალი ზონა". 


- საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, ამ დღეებში ევროპის სახალხო პარტიამ ევროპარლამენტში შესაძლოა, დახურული საკომიტეტო მოსმენა მოაწყოს თავისუფალი ზონის" ვითომდა შევიწროების გამო. 

 

- ნამდვილად არ გვეგონა, ესენი ამ დონეზე თუ „განაგლდებოდნენ", ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფინანსები, რომ ბრიუსელში დავგეგმოთ შეხვედრები, თუმც ვაპირებთ, რომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შევხვდეთ და მივაწოდოთ ის დოკუმენტური მასალა, რაც ჩვენს ორგანიზაციას მოეპოვება, არსებობს უტყუარი კადრები, რომელიც პროკურატურასაც გადავეცით, საიდანაც კარგად ჩანს, როგორი შეუიარაღებელი მივდივართ მათ ოფისში, ისინი კი გვხვდებიან ხელკეტებით, ვენტილატორებით, იატაკის ჯოხებით, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენ კი არ დავესხით თავს, არამედ თვითონ დაგვარბიეს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურად განადგურდა „ნაციონალური მოძრაობის" ექსტრემისტული ფრთა „თავისუფალი ზონა", ჩვენზე შურის საძიებლად დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია „ნაციონალური მოძრაობის" და მისგან კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან. ეძებდნენ კომპრომატებს ჩვენ შესახებ, ვერაფერს მიაგნეს და ამიტომ გადაწყვიტეს ცილისწამების გავრცელებით გვავნონ. სიცრუის ტირაჟირების აპოგეა გახლდათ გიორგი გაბუნიას წაყვანილი გადაცემა, რომლის რეჟისორიცაა გიგა ბოკერია, ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, ადგნენ და პენსიონერი სამხედრო, ბატონი ტრისტან წითელაშვილი სტუდენტური მოძრაობის „თავისუფალი თაობის" ერთ-ერთ ლიდერად დაასახელეს. საერთოდ არ ვიცნობთ ტრისტან წითელაშვილს და მისი აზრები შორს დგას ჩვენი იდეებისგან. სასაცილო და საცოდავი შესახედი ხართ, ბატონო ბოკერია, თქვენ კი, ბატონო გაბუნია, ცალსახად, ჟურნალისტიკის სირცხვილი ბრძანდებით. ალბათ, დადგება დრო, როდესაც თავისუფალი ჟურნალისტები თქვენნაირ ანგაჟირებულ მონებს სანაგვეში მოისვრიან. სად ტრისტან წითელაშვილი და სად „თავისუფალი თაობა". ახალი „კმარა", რომელსაც „თავისუფალი ზონა" ეწოდება, თავიდან ბოლომდე განეიტრალებულია და საშიშროება იმ პროვოკაციებისა, რომლებიც მათ მიერ იყო დაგეგმილი, თავიდანაა აცილებული. 


- უკვე მერამდენედ ახსენეთ, რომ თავისუფალი ზონა" განეიტრალებულია, ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? 


- ჩვენი პროტესტის შედეგად „ნაცმოძრაობის" სატელიტი „თავისუფალი ზონა" იძულებული გახდა, საქვეყნოდ პირობა დაედო, რომ ის არეულობას აღარ გეგმავს, ეს ყველაფერი კი სწორედ იმ სტრატეგიის შედეგია, რაც ჩვენ ავირჩიეთ და კედელთან მივაყენეთ ექსტრემისტული ბანდა. ის იძულებულია, უარი თქვას თავის რეალურ დანიშნულებაზე. ალბათ, არც ერთ ჭკუათმყოფელს არა აქვს იმის ილუზია, რომ „ზონა" საქველმოქმედო, ან საგანმანათლებლო მისიით შეიქმნა, ყველამ იცის, რომ ეს გახლავთ „კმარას" განმეორება ბევრად დახვეწილი ტექნოლოგიებით. ჩვენ არ მივცემთ „თავისუფალ ზონას" თავის მართლების საშუალებას და საქმის კურსში ჩავაყენებთ საქართველოში ყველა აკრედიტებულ დიპლომატს, ვაჩვენებთ მათ რეალურ სახეს. ახლა გეტყვით ექსკლუზიურ ინფორმაციას, კობა ხაბაზი, „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი, აპირებს ბრიუსელში გამგზავრებას. ძალიან მაინტერესებს, საიდან აქვს კობა ხაბაზს ევროპაში გასამგზავრებელი ფული, ის არც პარლამენტის დეპუტატია, არც ბიზნესმენია. ვინ აფინანსებს მას. მე ვთხოვ სათანადო უწყებებს, შეისწავლონ, საიდან ფინანსდება „თავისუფალი ზონა", საიდან აქვთ ამხელა თანხები და გაასაჯაროოს ამ ორგანიზაციამ, ვინ აფინანსებს მათ. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი, რომ ამ „შავი ფულით" არ ინტერესდება. რამდენიმე ხნის წინ „ზონელი" ლიდერები „ნაციონალებს" ჰყავდათ წაყვანილი ერთ-ერთ კურორტზე, სადაც მათ ატრენინგებდნენ, როგორ უნდა ემოქმედათ, რა სტრატეგია უნდა აერჩიათ. ამას ხელმძღვანელობდა გიგა ბოკერია, მათზე იხარჯება უამრავი ფული, კითხვა მაქვს - საიდან? ჩემი ბოლო ინფორმაციით, მათ სტრატეგია შეცვალეს და აგრესიულ ფორმებით ქმედების გაგრძელებას აღარ აპირებენ, იმ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ საკითხზეც, რომ ამ ინციდენტს სათავისოდ გამოიყენებდნენ და ევროპარლამენტის დახურულ სესიაზე მოხდებოდა ამ საკითხის განხილვა, ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა და გიორგი ფოფხაძესთან გადავამოწმეთ, მან დაგვიდასტურა, რომ ასეთი რამ მართლაც ხდებოდა. მოკლედ, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ მათ სერიოზული თანხები აქვთ, ჰყავთ ლობისტები და რეალურად უდანაშაულო ადამიანი, როგორიც არის ზაზა დავითაია, რომელიც უმოწყალოდ სცემეს, გამოჰყავთ დამნაშავე და ახლა ისინი უკვე ევროპელებს აცოდებენ თავს. 


- ინტერვიუს დასაწყისში გკითხეთ, ელოდებით თუ არა თავისუფალი ზონის" მხრიდან პროვოკაციას? 


- ჩვენ მათგან ყოველთვის ველით პროვოკაციას, იქნება ფეისკონტროლი, დარბაზში შემოშვება იქნება პირადობის მოწმობებით, თუკი გაბედავენ და პროვოკაციას მოაწყობენ, სათანადო პასუხს მიიღებენ და ეს ნაძირალა „ზონდერები" კონფერენციას ვერ ჩაგვიშლიან. ჩვენ ვართ სტუდენტები და ძნელია, გამოუცდელობიდან გამომდინარე, ყველა და ყველაფერი გავაკონტროლოთ. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავს შს სამინისტროს, რომ უზრუნველყოს კინოს სახლში ჩვენი კონფერენციის მშვიდობიანად ჩატარება. 


ნინო სამხარაძე 

გაზეთი ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016