reportiori.ge - ლუი დე ფიუნესი დიდ ეკრანს უბრუნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:52
სხვადასხვა
ლუი დე ფიუნესი დიდ ეკრანს უბრუნდება
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2014. 21:04


 

 

ორი დღის წინ ფრანგულმა გამოცემამ "Le Monde" სენსაციური ცნობა გაავრცელა: უახლოეს მომავალში, ცნობილი კომიკოსი ლუი დე ფიუნესი დიდ ეკრანს დაუბრუნდება.


გარდაცვლილი მსახიობის სახის გაცოცხლების იდეა 39 წლის ფრანგ მსახიობს ჟამელ დებუზის ეკუთვნის. მუსიე ჟამელი დე ფიუნესის მსგავსად კომიკური ჟანრის მსახიობია. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კინორეჟისურაშიც მოსინჯოს შესაძლებლობები. არჩევანი ბრიტანელი მწერლის, როი ლიუსის წიგნის "რატომ არ შევჭამე მამაჩემი" მიხედვით დაწერილ სცენარზე შეაჩერა.


ახალი კინოსურათი 3D ფორმატის იქნება და მის საგადასაღებო პროცესში გამოყენებული იქნება უახლოესი ციფრული ტექნოლოგიები.


ჯერჯერობით ცნობილი არ არის ამ ფილმში მონაწილე მსახიობების შემადგენლობა. ცნობილია, რომ თავად დებუზი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. სურათის გადაღება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.


ამ ისტორიაში ყველაზე სასეირო ის არის, რომ  კინორეჟისორი ეკრანზე ლუი დე ფიუნესის გაცოცხლებას აპირებს. დებუზიმ ფრანგული კინოს არქივში მოიძია რეჟისორი ჟერარ ურის სურათის "განდიდების მანიის" დღემდე გამოუყენებელი კადრები. ამ ფილმში მთავარ როლს ლუი დე ფიუნესი ასრულებდა. არქივში მოპოვებულ მასალას უახლოეს მომავალში გადაღებულ ახალ სურათს შეუერთებენ და დიდი ფრანგი კომიკოსიც მსოფლიო ეკრანებს კიდევ ერთხელ მოევლინება.






წყარო: http://gurianews.com/

 

 

(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016