„ყველაზე დიდ კოშმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო, რომ მომავალ იუსტიციის მინისტრს ის პრობლემების ექნება, რაც მე ზურაბ ადეიშვილმა დამიტოვა“ -ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „მთავარ კითხვაში“ გააკეთა.
არჩევნების შემდეგ, თეა წულუკიანს, პოლიტიკურად მშვიდი გარემოს იმედი აქვს და თვლის, რომ სტაბილური გარემო „ქართულ ოცნებას“ დაპირებების რეალურად ასრულების საფუძველს მისცემს.
„ჩვენი მთავრობისთვის სიმშვიდის კუთხით, პირველი ნოემბრიდან, უფრო ნათელ მომავალს ვხედავ. როდესაც მთავრობა მშვიდად მუშაობს მომავალზე, ხალხიც მშვიდადაა.“-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი „NDI“ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა,რომელშიც ის ყველაზე რეიტინგულ მინისტრად დასახელდა:
„ეს ყველაფერი შედარებითი, პირობითი და დროებითია. ვცდილობ, არასდროს დავკარგო რეალობის განცდა. რისი შესაძლებლობა მაქვს, მაქსიმალურად ვაკეთებ.“-განაცხადა წულუკიანმა.