კულტურა
„Pink Floyd“ ახალ ალბომს უშვებს
ავტორი: ქეთი ებიტაშვილი
13 ოქტომბერი, 2014. 12:36
ლეგენდარული ჯგუფი „Pink Floyd" ახალ ალბომს უშვებს, სახელწოდებით „უსასრულო მდინარე"(The Endless River).
ალბომში შესული სიმღერების უმეტესობა დევიდ გილმორმა და რიჩარდ რაიტმა ჯერ კიდევ 1993 წელს დაწერეს. ჯგუფის წევრების განცხადებით, „უსასრულო მდინარე" რაიტს ეძღვნება, რომელიც 2008 წელს, 65 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
ახალი ალბომის ერთ-ერთ სიმღერაში მსოფლიოში ცნობილი 72 წლის ფიზიკოსის, სტივენ ჰოუკინის ხმაა გამოყენებული. ჰოუკინის აუდიოჩანაწერი ჯგუფმა 1994 წელსაც გამოიყენა სიმღერაში „გააგრძელე საუბარი".
„უსასრულო მდინარე" 10 ნოემბერს გამოვა და 1994 წლის შემდეგ ჯგუფისთვის პირველი ნამუშევარი იქნება.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50