16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ფოტოგრაფ მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
მალხაზ დათიკაშვილი 21 წლის ასაკში საბჭოთა მთავრობის ფოტოსააგენტოს ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფი იყო. 1991 წლიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და ამჟამად უმსხვილესი ებრაულ-ამერიკული ყოველკვირეული გამოცემის ფოტოგრაფია.
დათიკაშვილი იღებს ისეთ მსოფლიო დონის ღონისძიებებს, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა კულტურული და პოლიტიკური სამიტები. ამერიკელ ებრაელთა პრესის ასოციაციამ წლის საუკეთესო ფოტოგრაფად სამჯერ დაასახელა. დათიკაშვილს თავისი ნამუშევრების 11 წიგნი აქვს გამოქვეყნებული.
გამოფენა ქართველ და ებრაელ ხალხთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წელს ეძღვება და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.