reportiori.ge - მანანა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილ-მერაბიშვილის ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები გააუქმონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:12
პოლიტიკა
მანანა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილ-მერაბიშვილის ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები გააუქმონ!
13 ოქტომბერი, 2014. 15:26



განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მონაწილეობდა „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის დაწერაში, სადაც ჩაიწერა, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები უნდა გაუქმებულიყო, რასაც ბიძინა ივანიშვილი დადებითად აფასებდა. ნიკოლაიშვილი საუბრობს, რომ ეს პროგრამა არ განხორციელდა:


„ახლა იხილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა და ამაზეა ერთი  ამბავი ატეხილი. მე ვიღებდი მონაწილეობას, როცა იწერებოდა „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა. იქ ჩვენ ჩავწერეთ - რაზეც ბიძინა ივანიშვილიც იყო თანახმა - რომ ეს ღირსების შემლახავი სასერტიფიკაციო გამოცდები მოხსნილიყო და თამარ სანიკიძემ მითხრა, რომ აპირებდა ამ გამოცდების მოხსნას, როცა მინისტრი გახდა. ეს მეც გავახმიანე ჩემს გადაცემაში და პრესკონფერენციაც მოვიწვიე, სადაც ვთქვი, რომ ეს გამოცდები მოიხსენებოდა. მაგრამ იქვე თქვა მინისტრმა, თუ შევძელი ამ გამოცდების მოხსნა, მოვხსნიო. ეს საკითხი ხელისულებაში გაარკვიონ. მე ვეკითხები თვითონ პარლამენტს და პარტია „ქართულ ოცნებას" - რატომ არ მოიხსნა ეს გამოცდები? იმიტომ, რომ არ უნდა მიმინოშვილს? იმიტომ, რომ კარები აუტალახა პირველ პირებს? დანაპირები არ შესრულდა და ახლა იწუნებს პარლამენტი? რაც წარადგინა მთავრობამ, ეს არის დასაწუნებელი. კიღურაძე არის მართალი და „ქართული ოცნების" ის წარმომადგენლები, ვინც არ დაუჭირა მხარი, მაგრამ არასწორად მოქმედებენ მთლიანობაში. პარლამენტი საზღვრავს პოლიტიკას. რატომ არ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ის არაკანონიერი გამოცდები საერთოდ გაუქმებულიყო? ის, რაც სააკაშვილმა შემოიღო და დღემდე მოქმედებს, აბსურდია, დიპლომის სტატუსი ხელყოფილია. რატომ არ შეცვალეს კანონმდებლობა? თვითონაც არ იციან, რას ედავებიან მინისტრს. „ქართულმა ოცნებამ" იცის, რა უნდა?  გაწერილი ჰქონდათ პროგრამაში და გააკეთონ საქმე. სააკაშვილ-მერაბიშვილის ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები გააუქმონ, კანონში შეიტანონ ცვლილებები და ყოველგვარი გამოცდები გააუქმონ, გადაიტანონ უმაღლეს სასწავლებელში. მოქმედი მასწავლებელი არ არის მაძიებელი. დიპლომი გააუქმეს და 50 წლის მასწავლებლებს დაუწერეს, რომ არიან მაძიებლები. ვერ გაიგო ხალხმა, რაშია საქმე", - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.


ასევე ნიკოლაიშვილი იხსენებს თამარ სანიკიძესთან საუბარს, სადაც სანიკიძე აპროტესტებდა სასერტიფიკაციო გამოცდებს და სურდა მისი გაუქმება.


„სანიკიძის გადასაწყვეტი არ არის ეს ამბავი. სანიკიძეს არ წარუდგენია კანონი, წარადგინა მთავრობამ. სანიკიძემ თქვა, რომ არცერთი გამოცდის მომხრე არ იყო, მაგრამ დააყოლა თან, თუ შევძელი ამ გამოცდების მოხსნა, მოვხსნიო", - აღნიშნავს მანანა ნიკოლაიშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016