reportiori.ge - რა მოიპარა სააკაშვილის ნაცპარტიამ მარქსიზმ-ლენინიზმიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:27
პრეს-დაიჯესტი
რა მოიპარა სააკაშვილის ნაცპარტიამ მარქსიზმ-ლენინიზმიდან
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2014. 18:29



აი, ამას ნამდვილად ველოდი - მიხეილ სააკაშვილის "თავისუფალი ზონა" "ალიასა" და "ქრონიკასაც" გადმოსწვდა. ეგ არასამთავრობო ისეა "თავისუფალი", როგორც პაპაჩემი - ნაპოლეონ ბონაპარტი, მაგრამ ვერ დაგიმალავთ, ამ ქვეყანას კაი გვარიანად კი ურევს.


მოდით, თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ: მე აღარასოდეს ვიხმარ სიტყვა "თავისუფალს" და ამ ფაშისტურ ორგანიზაციას მოვიხსენიებ მხოლოდ "ზონად". დიახ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ზონა, სადაც მუდმივად ირიცხება შავი ფული, იბადება მარქსისტული იდეები, ხორციელდება ლენინური საქმეები და რაც მთავარია, მუშავდება პროვოკაციული სქემები და სახელმწიფო გადატრიალების გეგმები. როგორც ფოტოზე ხედავთ, "ზონელებს" აუღიათ ჩვენი გაზეთის პირველი გვერდი და თავიანთ ხოშზე გადაუკეთებიათ. ესე იგი, მათი აზრით, ჩვენ ვართ მარქსისტულ-ენგელსურ-ლენინური სიცრუის მანქანა, რომელიც ჩართო (თურმე) ბიძინა ივანიშვილმა და თან მოგვაძახა: "წინ, პროლეტარებო"! "ნაციონალებმა" წერა-კითხვა რომ იცოდნენ, წესით, სიტყვა "წინ"-ის შემდეგ მძიმე უნდა დაესვათ, მაგრამ მეფუტკრე კობა ხაბაზი მაგდენზე ვეღარ ქაჩავს. მოკლედ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს "ალია" და "ქრონიკა" ისევ ყელში აქვს გაჩხერილი, საქართველოდან გაძევებულ-გადახვეწილიც კი ვეღარ ინელებს ბოღმასა და გესლს. 



საერთოდ, "ნაციონალებს" კარგად აქვთ ათვისებული ერთი მაგარი მეთოდი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ჩვენს ქვეყანაში - თუ გინდა, რომ იქით შეგრჩეს, უწოდე სხვას ის, რაც თავად ხარ... მაგალითად, ბოზი ხარ? დაუძახე სხვას ბოზი! ჩათლახი და გამყიდველი ხარ? დაუძახე სხვას ჩათლახი და გამყიდველი! ჩამშვები და პედერასტი ხარ? დაუძახე სხვას ჩამშვები და პედერასტი! ეს მეთოდი, ვიმეორებ, ძალიან კარგად მუშაობს. სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეს ბოზები, ჩამშვებები და გამყიდველები ყელყელაობენ, თავხედობენ, გვმოძღვრავენ, უცხოეთში დადიან, ევროსაბჭოში გამოდიან, მათი კარნახით იღებენ რეზოლუციებს და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ასეთების მიერ შექმნილ მარქსისტულ ორგანიზაციებს მხარს უჭერენ საეჭვო არხებით დაფინანსებული არასამთავრობოები, ფულის საკეთებელი ცეხები. 



როგორც ფოტოზე ხედავთ, "ზონელებმა" "კვირის ქრონიკის" გვერდით განათავსეს კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსისა და ვლადიმერ ლენინის ფოტოები... ამით მიანიშნებენ, რომ საქართველოში ჩვენ ვართ პროლეტარიატის მამები და ვქადაგებთ სოციალისტურ იდეებს, არაფრად ვაგდებთ "ნაციონალების" დასავლურ, ანუ ცივილიზებულ ორიენტაციას. ახლა მე იძულებული ვარ, მტვრიანი თაროდან გადმოვიღო მარქსის "კაპიტალის" პირველი ტომი, გადავშალო გაყვითლებული ფურცლები და განახოთ, როგორ ჯდება ერთიერთზე კარლისა და მიშას თეზისები. მეტიც, ვინაიდან კარლი მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა, არ შეიძლებოდა, მას მიშა სააკაშვილისგან მოეპარა იდეები. მე მიშას ვადანაშაულებ პლაგიატორობაში, სწორედ მან გაძარცვა და დააყაჩაღა კარლ მარქსი, გამოიყენა მისი მეთოდები ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის, რაც დღესაც წერია მისი საფლავის ქვაზე: "აქ განისვენებს დიდი ფილოსოფოსი, რომლის იდეებსაც ასრულება არ უწერია". 



მაგალითად, როგორც კი სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, პირდაპირ დადო კარლ მარქსის პირველივე თეზისი, რასაც მოჰყვა უამრავი ადამიანის ჩარეცხვა, ტრადიციების უარყოფა და წინაპრების ჩაწიხვლა: 



"თანამედროვე უბედურებასთან ერთად ჩვენ გვტანჯავს მთელი რიგი მემკვიდრეობრივი უბედურებანი, რომელნიც იქიდან წარმოდგებიან, რომ ისევ განაგრძობენ უბადრუკ არსებობას ძველისძველი, დრომოჭმული წარმოების წესები და მათი შესაბამისი დროის შეუფერებელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობანი. ჩვენ გვტანჯავენ არა მარტო ცოცხლები, მკვდრებიც. მკვდრები ცოცხლებს ჩასჭიდებიან". 




დაუკვირდით, აქ კარლ მარქსი ღაღადებს მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალების" პირით, მათ ძალიან სტანჯავთ მემკვიდრეობა, წარსული, დრომოჭმული წესები. მათ სტანჯავენ არა მხოლოდ ცოცხლები, მკვდრებიც. ამიტომაც ცოფდებოდა სააკაშვილი და ამიტომაც ჩარეცხა ქართველი ხალხის დიდი ნაწილი. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა მარქსის კაპიტალიდან ყველაზე კარგად სახმარი ნივთის სარგებლიანობის თეორია აითვისა ზედმიწევნით კარგად და პრაქტიკულადაც განახორციელა (რაც მაგან ქალები და ქართველი ხალხი იხმარა, ვეჟო, მიმიქარავს მარქსი, ენგელსი, ლენინი და ტროცკი ერთად აღებული): 



"ნივთის სარგებლიანობა ამ ნივთს სახმარ ღირებულებად ხდის, მაგრამ ეს ღირებულება ჰაერში როდი ჰკიდია? საქონლის სხეულის თვისებებით განპირობებული, იგი ამ სხეულის გარეშე არ არსებობს. ამიტომ საქონლის სხეული თვით არის სახმარი ღირებულება, ანუ დოვლათი". 



მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში თითქმის ყველაფერს მიანიჭა სახმარი ღირებულება, ჰაერშიც კი აღარაფერი დატოვა, მიანიჭა მას დოვლათის სტატუსი და განათავსა ოფშორულ ზონებში კეზერაშვილის დახმარებით. რაც ვერ განათავსა, ხელახლა იხმარა და ჩვენ შემოგვატოვა დახეული პრეზერვატივივით. ამას კარლ მარქსისა და შემდეგ მიშა სააკაშვილის ტერმინოლოგიით, უკვე ჰქვია საცვლელი ღირებულება, ანუ ეს არის საქონელი, რომელიც იცვლება სხვა სახის საქონელზე. მაგალითად, ავიღოთ ორი საქონელი - კობა ხაბაზი და ჩიორა თაქთაქიშვილი, მარქსის მტკიცებით, ორივე ერთნაირი სახმარი ღირებულებისაა, მაგრამ შესაძლებელია, გავცვალოთ ერთ ზაქარია ქუცნაშვილზე. ესე იგი, ორის სახმარი ღირებულება უდრის ერთის სახმარ ღირებულებას. თუ ჩვენ სახმარ ღირებულებას განვიხილავთ, როგორც შრომის პროდუქტს, დაგვრჩება მხოლოდ მოჩვენებითი საგნობრიობა. პრინციპში, დღეს რასაც "ნაციონალები" აკეთებენ, მარქსის თქმით, არის მოჩვენებითი საგნობრიობა, მაგრამ აქ საშიშია ერთი მომენტი - ნუ გამოვრიცხავთ, რომ მოჩვენებითობა ისევ სახმარ ღირებულებად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი დარბის ნიუ-იორკის ქუჩებში და იძახის: მალე დაგაბნელებთო! 



ძვირფასო მკითხველებო, მე შემიძლია, სოციალიზმის, ანუ პროლეტარიატის მამებისა და "ნაციონალების" იდეების ერთობლიობაზე უსასრულოდ გესაუბროთ და უამრავი მაგალითიც მოგიყვანოთ, თუნდაც ეკლესიასთან მიმართებაში. როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, ეგრევე მღვდლებს დაერივნენ და წვერები გაკრიჭეს. აღარაფერს ვამბობ ტაძრების დანგრევასა და მკვლელობებზე. როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალები" მოვიდნენ, ეგრევე ეკლესიაში შეცვივდნენ რუსული "ურალით", აღარაფერს ვამბობ შემდგომში საპატრიარქოში შევარდნასა და ეკლესიის მიმართ სიძულვილზე. გეუბნებით, პროლეტარიატის ბელადებისა და ამათი აზროვნება ერთიერთზე ჯდება. ეგრეა, როცა ბოზი ხარ, სხვას უნდა უძახო, შე ბოზოო, თორემ შენი გარყვნილება უფრო გამოჩნდება. სანამ შენი თავდასხმის ობიექტი თავს იმართლებს, ამასობაში შენ კიდევ ბევრ ბოზობას ჩაიდენ! 



(გაზეთი "კვირის ქრონიკა", გელა ზედელაშვილი )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016