reportiori.ge - ნაადრევად რომ არ დაბერდეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:24
სხვადასხვა
ნაადრევად რომ არ დაბერდეთ
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2014. 00:34


დაბერება, ადრე თუ გვიან, გარდაუვალია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. ეს პროცესი ზოგჯერ ისე ჩქარდება, რომ ორგანიზმს მეტისმეტად სწრაფად აბერებს. ამის გამო ზოგიერთი ადამიანი რეალურ ასაკზე ხანდაზმულად გამოიყურება. არსებობს მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება და სიცოცხლის გახანგრძლივება.



ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები და სასარგებლო რჩევები


  • რეგულარულად ივარჯიშეთ.


  • ნუ მოსწევთ. ერიდეთ მწეველთა გარემოში ყოფნას.



  • ყოველდღე გადაივლეთ ჯერ ცხელი, მერე ცივი წყალი.


  • რაც შეიძლება ხშირი კონტაქტი იქონიეთ ბუნებასთან.



  • ერიდეთ გადაძღომას, ცხელი და ცხარე საკვების მიღებას.


  • უპირატესობა მიანიჭეთ უჯრედისის შემცველ საკვებს, მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი.



  • განივითარეთ ინტელექტი: ბევრი იკითხეთ, იარეთ გამოფენებსა და კონცერტებზე, დაუთმეთ დრო მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს.


  • ხშირად იცინეთ.



  • მუდამ ავარჯიშეთ ტვინი: დღეში თითო ლექსი დაიზეპირეთ და შეეცადეთ გაიხსენოთ წარსულიდან რომელიმე სასიამოვნო მოვლენის ყველა დეტალი.


  • აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა, 500 გ მცენარეული ზეთი და 200 გ თაფლი, მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-5 ჯერ, სანამ ულუფა არ გათავდება. კურსი სამ თვეში ერთხელ გაიმეორეთ.



  • ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყენებდნენ ანწლის ნაყოფს სიცოცხლისა და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად. თანამედროვე ფიტოთერაპია ანწლის ნაყენს, "დღეგრძელობის სითხედ" მიიჩნევს. ამ ნაყენით შეგიძლიათ განიმტკიცოთ ჯანმრთელობა და გაიუმჯობესოთ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები. აიღეთ 3 სადილის კოვზი ნაყოფი, დაასხით 1 ლ წყალი და დაამატეთ 5 სადილის კოვზი თაფლი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-6 წუთი. გადაწურეთ, მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ზომიერად ცხელი.



  • მიირთვით წითელი ჭინჭრის დედის ყვავილების ახალგამოწურული წვენი - თითო სადილის კოვზი დღეში ოთხჯერ. სასურველია, გამაჯანსაღებელი კურსი მცენარის ყვავილობის მთელ სეზონზე ყოველწლიურად ჩაიტაროთ.



 

მოძრაობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

 

ეცადეთ, ყოველდღე ერთი საათი მაინც იაროთ ფეხით. ფეხით სიარული კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს არა მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, არამედ შინაგანი ორგანოებისა და ნერვული სისტემის ფუნქციებზეც. სასურველია, დილა-საღამოს ისეირნოთ სუფთა ჰაერზე (პარკში, სკვერში, მდინარის ან ტბის ნაპირას). თუ თქვენი ყოველდღიური რეჟიმი ამაში ხელს გიშლით, გირჩევთ, სამსახურში წასვლისას და სახლში დაბრუნებისას ორი-სამი გაჩერება ფეხით გაიაროთ. დასვენებისთვის გამოყოფილი კვირაში თუნდაც ერთი დღე კი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ფიზიკური აქტივობისთვის განკუთვნილ რამდენიმე საათს. ნუ გეგონებათ, რომ ჯდომითა და საწოლში ნებივრობით, მოდუნებითა და უმოძრაობით უკეთ დაისვენებთ. აქტიური დასვენება მეტი ენერგიით აგავსებთ და ჯანმრთელობასაც განგიმტკიცებთ. გახსოვდეთ, ენერგიული და ჯანმრთელი ადამიანები ადვილად არ ბერდებიან.






(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)

წყარო: http://www.mkurnali.ge/

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016