reportiori.ge - საუბარი პატრიკ მოდიანოს შემოქმედებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:39
კულტურა
საუბარი პატრიკ მოდიანოს შემოქმედებაზე
14 ოქტომბერი, 2014. 13:53

 

 

16 ოქტომბერს წიგნის სახლ „ლიგამუსში" ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით, მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2014 წლის ლაურეატზე, ფრანგ მწერალ პატრიკ მოდიანოზე ისაუბრებს.

 

 

 რამდენიმე დღის წინ შვედეთის აკადემიის მიერ მოდიანოსთვის საპატიო ტიტულის მინიჭებამ მკითხველში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პატრიკ მოდიანო თითქმის უცნობია არაფრანგულენოვანი მკითხველისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნები მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

 

 

პატრიკ მოდიანოს შემოქმედების ნაწილი ქართულადაცაა თარგმნილი, თუმცა ნაკლებადაა ცნობილი ქართველი მკითხველისთვის.

 

 

კრიტიკოსები მოდიანოს გამქრალი სამყაროების მწერალს უწოდებენ - მისი თითოეული ნაწარმოები იწყება წარსულიდან და დეტალების საოცარი აღწერით ერთ გრძელ ამბავს ჰყვება გამქრალ ისტორიებზე - მეორე მსოფლიო ომზე, ომის შემდგომ  პარიზზე.

 

 

მკითხველთან შეხვედრაზე ირმა ტაველიძე შეეცდება, ქართველ მკითხველს პატრიკ მოდიანოს უცნობი სამყარო გააცნოს და მისთვის საინტერესო გახადოს.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016