reportiori.ge - ქართული ჟურნალისტიკა “ნაცებისგან” ჟურნალისტებად დანიშნულმა ადამიანებმა გააუპატიურეს და გაათახსირეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:50
პრეს-დაიჯესტი
ქართული ჟურნალისტიკა “ნაცებისგან” ჟურნალისტებად დანიშნულმა ადამიანებმა გააუპატიურეს და გაათახსირეს
ავტორი:
14 ოქტომბერი, 2014. 23:30

 

 

ქართული ჟურნალისტიკა "ნაცებისგან" ჟურნალისტებად დანიშნულმა ადამიანებმა გააუპატიურეს და გაათახსირეს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიგლა გობეჩიამ "საერთო გაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

-ქართულ ჟურნალისტიკაში ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ჟურნალისტმა სამუშაო პროცესში არ უნდა გამოხატოს პოზიცია. რას იტყვით ამაზე?

-არის ასეთი ცნობილი ჟურნალისტი და ჟურნალისტიკის თეორეტიკოსი დენ გილმორი, რომელმაც პოზიტიურ ჟურნალისტიკას ჩაუყარა საფუძველი. მისი შეხედულებით, ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ე. წ. "გადამცემი სადგური", ანუ მოუსმინოს ერთს, მერე მეორეს და მორჩა. დენ გილმორის და სხვათა შეხედულებით, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები, ჟურნალისტი არის, პირველ რიგში, მოქალაქე და მას აქვს საკუთარი მოსაზრება, რომელსაც, ცხადია, როგორც უზურპატორი, თავს არავის არ ახვევს.

90-იან წლებში მსოფლიოში პოლიტიკური ჟურნალისტიკა განვითარდა, რადგან ბევრი ცდის მიუხედავად, ჟურნალისტი მოექციათ ჩარჩოებში და ის მხოლოდ "ჩიტ-კორესპონდენტებად"მოეაზრებინათ,ვერ განხორციელდა.

ამას წინათ ედუარდ სნოუდენის ინტერვიუ წავიკითხე.მოგეხსენებათ,მას ხელთ ჰქონდა ინფორმაციები იმის შესახებ,როგორ უსმენდა ფარულად აშშ-ი მსოფლიოს ორასამდე სახელმწიფოს პირველ პირებს და სნოუდენი ამბობს:მე დიდხანს ვეძებე და ვერ ვიპოვე ჟურნალისტი,რომელსაც ვენდობოდი და ამ ინფორმაციას გადავცემდი და ის ჟურნალისტი შეძლებდა ამ ინფორმაციის გაანალიზებას და დაცვასო.დიახ, ეს უბედურება სჭირს დღეს ჟურნალისტიკას.უარეს დღეშია ქართული ჟურნალისტიკაც.

საქართველოში ჟურნალისტიკა სურსათის მაღაზიის კარივითაა, ვისაც მოესურვება,შედის და გადის და ყოველივე ეს კარგ შედეგს არ მოიტანს.

დღეს საქართველოში ყველას შეუძლია შექმნას რაღაც ინფორმაცია,სინამდვილეში დეზინფორმაცია, შეფუთოს ის და მიაწოდოს საზოგადოებას. პასუხისმგებლობა კი ნულის ტოლია. სამწუხაროა,რომ ჟურნალისტიკა ე. წ. 50-ცენტიანების სტილით მუშაობს, ანუ სპეციალურად დაქირავებული ადამიანებით ინტერნეტსივრცეში,როგორც სახელმწიფო სამსახურების აგენტები,რომლებსაც 50 ცენტს უხდიან დეზინფორმაციის გავრცელებაში.

ასეთ დროს ძნელი ხდება და თავისთავად, იზრდება ჩვენი,როგორც პროფესიონალი ჟურნალისტების პასუხისმგებლობა.

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებების კარს ვერ შეაღებს ისეთი კადრი,რომელსაც ჯიბეში ჟურნალისტის დიპლომი არ უდევს. ჩვენთან კი სტომატოლოგი, პროქტოლოგი, ან პოლიციელი გამოხტება და ჟურნალისტი ვარო,გაიძახის,ამიტომ გვიდგას კარგი დახლი...

-იმ, დავუშვათ და, სტომატოლოგს, თურმე, 25 წელიწადია ჟურნალისტიკაში უმუშავია.

-მერე რა,მან იცის წერა-კითხვა,უფრო სწორად,ისწავლა,მაგრამ არ აქვს პროფესიული პასუხისმგებლობა და ამ პროფესიის სიყვარული.

-პროფესიული პასუხისმგებლობით ეკიდება ნათია მიქიაშვილი ახალ გადაცემას, რომელიც "რუსთავი-2"-ზე უნდა გავიდეს? ანუ პროფესიულ საქმიანობას გაყიდულ არხზეც მოახერხებ,თუ "გული გულობს"?

-ნათია მიქიაშვილი არის სახე და ტრაგედია ქართული ჟურნალისტიკის,იყიდა "ნაცმოძრაობამ" და წავიდა "რუსთავი-2"-ში. ვისია ეს ტელევიზია,ყველამ ვიცით. "რუსთავი-2" 100%-იანი მეწილე არის მიხეილ სააკაშვილი.

რით ვერ მოუარეს,რა გახდა ასეთი "რუსთავი-2"?

2003 წელს,როცა"ნაცმოძრაობა"მოვიდა ხელისუფლებაში,მაშინ ვწერდი,რომ"რუსთავი-2"-ის მთელი შემადგენლობა უნდა გასამართლხეს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა და ინფორმაციული ნაგავისთვის,რასაც მაშინ აწვდიდნენ და ახლაც აწვდიან.

მთელი სახელმწიფო აპარატი,ჟვანიას მეთაურობით,მუშაობდა "რუსთავი-2"-ზე. მე კარგად მახსოვს ეს პერიოდი. ხომ ნახეთ, ვალერი ასათიანს რა გაუკეთეს. ხარება დღეს საშინელება მიახარეს ქრისტიანულ საზოგადოებას. ბატონმა ვალერიმ მოიგო ეს სასამართლო "ნაცების" ზეობის პერიოდში, როცა მიშას ეგონა, ღმერთივით გავლა შეეძლო, იმდენად ბინძური საქმე გააკეთა მაშინ გოგიჩაიშვილმა,რომ"ნაცმოძრაობამაც" ვერაფერი გააწყო და "რუსთავი-2"50 000 ლარით დაჯარიმდა. ახლა თანაფარდობა ნახეთ - გირგვლიანის მკვლელებს 4 წელი,12 რომ მოიპარა მშიერმა ბიჭუნამ -7 წელი მისცეს.

-ბატონო გიგლა,ქართულ მედიაში,მოგეხსენებათ, არის ასეთი ტიპის დაყოფა: მედია,რომელიც იცავს აბსოლუტურ ნეტრალიტეტს საკუთარი ე.წ. მედია-ბიზნესის გადასარჩენად, მედია, რომელიც კვლავ "ნაციონალებს" უჭერს მხარს ხან ღიად და ხან შეფარვით და მედია, რომელიც აკეთებს მედია-საქმეს, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი რამ საზოგადოებისა და ქვეყნისთვის?

-ეს, ცხადია,კარგს არაფერს მოგვიტანს,მაგრამ მინდა გითხრათ, საქართველოში გაბატონებული აზრი,თითქოს მედიას ხელისუფლება არ უნდა აფინანსებდეს, არის აბსურდი. მსოფლიოს ყველა ძლიერ სახელმწიფოში მედიას ქვეყნის მმართველობა აფინანსებს, განსაკუთრებით, ბეჭდურ მედიას.

სახელმწიფო ბეჭდურ მედიას უნდა აფინანსებდეს,პირველ რიგში,იმიტომ რომ მედია არ ჩახტეს რომელიმე ოლიგარქის ნავში,ან არ გადაითრიოს რომელიმე კორპორატიულმა ჯგუფმა,არ გაამრუდოს საზოგადოებრივი აზრი,მიაწოდოს პუბლიკას ის ინფორმაცია, რაც ხდება ქვეყანაში და სახელმწიფოს მიერ გაკეთებული საქმე ობიექტურად მიიტანოს მსმენელამდე,მაყურებლამდე და მკითხველამდე. თუმცა,არის ცალკეული შემთხვევებიც,როცა იყიდებიან ჟურნალისტები და ცხადი მაგალითი მოგახსენეთ ზემოთ ნათია მიქიაშვილის სახით. ჩემთვის ის,როგორც ჟურნალისტი დღეს უკვე აღარ არსებობს.

მე 32 წელიწადია ჟურნალისტიკას ვემსახურები,არასდროს არ გავყიდულვარ და დღეს ვცხოვრობ ისე,როგორც ცხოვრობს ჩემი ქვეყანა და ხალხი.

-მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სამი ათეულ წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურებით,მომიტევეთ და, შეიძლება, ბევრი ახლანდელი ჟურნალისტი ვერც კი გცნობდეთ.

-ნუ მიბოდიშებთ. როდესაც ნაცებმა გამომცემლობა "სამშობლოდან~"წიხლებით გამოგვყარეს,ეკა ხოფერიამ განაცხადა: იქ დახავსებული ჟურნალისტები მუშაობდნენო. ადამიანი,რომელიც წინადადებას ერთმანეთს ვერ აბამს,ამას რომ იტყვის,უნდა გაგვეცინოს თუ უნდა ავტირდეთ?! ნანუკა ჟორჟოლიანი,ხოფერია და მათნაირები თუ არ აღმიქვამენ ჟურნალისტად,ეს მათი უცოდინარობის გამოხატულებაა. რა თქმა უნდა,კუდის ფულით გადაცემის კეთება უფრო ადვილია,ვიდრე ჩემი გაცნობა...

ერთხელ თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა:ჩემი ხელფასი 11 000 ლარს შეადგენსო.მისი ჟურნალი "ტაბულა" 2 ლარი ღირდა და უმაღლესი პოლიგრაფიული დონის გამოცემა იყო. საიდან ჰქონდა ან ამდენი ხელფასი,ან ასეთი ჟურნალის გამოცემის შესაძლებლობა?უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მეუღლე იყო. თანხები მიდიოდა მდინარესავით და იღვრებოდა და იღვრებოდა დეზინფორმაციული თუ სხვა სახის მომწამვლელი ინფორმაცია იქედან.

უცხოეთში არის ასეთი სტანდარტი:როცა ჟურნალისტი გაავრცელებს ცრუ ინფორმაციას,სათანადო ორგანო,ისეთი კი არა,ჩვენთან რომ არის ქარტია-მარტია თუ რაღაც,უპირველესად,ამ დეზინფორმაციის შესახებ,დაბეჭდავს იმ ქვეყნის ყველა მედიასაშუალება, კიდევ თუ გაიმეორებს მსგავსს,კვლავ გაფრთხილება მიეცემა და გამოაშკარავდება ყველა მედიასაშუალებით -მისი ავტორიტეტი ეცემა, ხოლო მესამედ-ჩამოერთმევა აკრედიტაცია და ყველა ჩინოვნიკმა,სახელმწიფო მოღვაწემ და ცნობილმა პირმა იცის,რომ ამ მედიასაშუალებას არ უნდა დაეკონტაქტონ. ანუ მოქმედებს პრესერატების სისტემა. ეს სისტემა მუშაობს გერმანიაში,საფრანგეთში, იტალიაში. ჩვენ ჯერ "გამოქვაბულში" ვართ.

-ეთიკის ქარტია?

-"ეთიკის ქარტია" ხომ ვიცით, ვინც არის? ერთი ბატონი ბრძანდება ზვიად ქორიძე,ჟურნალისტი ვარო,ამბობს. მე არ ვიცნობ ასეთ ჟურნალისტს,მართალი გითხრათ. ამ კაცს ჟურნალისტიკაში ყველაფრის მცოდნედ მოაქვს თავი და ვინაა საერთოდ?

ვსვამ კითხვას:ვინ დაპატიჟა,მაგალითად,ია ანთაძე ჟურნალისტიკაში? ესენი არიან ნაცებისგან ჟურნალისტებად დანიშნული ადამიანები.ყველა საკვანძო და მნიშვნელოვან სიტუაციაში ეს ადამიანები სდუმან.

-ია ანთაძემ ამ დღეებში ჟურნალისტი ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე განცხადება გააკეთა. მან თქვა,რომ ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა -როგორც ზაზა დავითაიას, ისე "თავისუფალი ზონის"წევრებს.

-12 კაცი დაესია ერთ ადამიანს და კვლავ მას ეკუთვნის პასუხისმგებლობა? ამიტომ ამ ქალბატონის აზრები ჩემთვის აბსოლუტურად არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და კარგად იცის საზოგადოებამ,ვინც არის ია ანთაძე. მოვა დრო და ოდესმე შერცხვებათ.

ამ ქალს ჟურნალისტიკის მეტრად რომ მოაქვს თავი და ეხება თუ არ ეხება,ყველაფერზე კომენტარს აკეთებს,მიხედოს თავის პედაგოგიკას,არ არის ის ჟურნალისტი.

-მან თქვა ერთხელ,რომ იგი ჟურნალისტიკაში ვასილ მაღლაფერიძემ შემოიყვანა.

-ვასილ მაღლაფერიძეს რა აქვს,საერთოდ,სალაპარაკო. ის იყო და არის ჩვეულებრივი ზონდერი. იყო მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და ძოვდა და ჭამდა "ნაცებთან" ერთად. ეს `გვინიშნავს ჟურნალისტებს?! ახლახან ბიძინა ივანიშვილის ხელფასით და ჰონორარით დაიწყო ყელყელაობა. ამ კაცის რეკომენდაციით "დანიშნული"ჟურნალისტის ფასი ერთი თეთრიც არაა. მაღლაფერიძე ის ადამიანია,მისი პოლიტიკაში შემომყვანი,პატრონი და ძმაკაცი ზურაბ ჟვანია თხასავით რომ გაყიდა. რა შუბლით ჩნდება ეს კაცი აუდიტორიის წინაშე.

ჟურნალისტიკის ნგრევა საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო,ზვიად ქორიძემ და დავით პაიჭაძემ გამოაძევეს უნივერსიტეტიდან ჟურნალისტიკის ნამდვილი მამა ნოდარ ტაბიძე და მაშინ ჩაეყარა საფუძველი ძალადობრივ ჟურნალისტიკას. მაშინ შევუთვალე ზვიად ქორიძეს:წვერებით გითრევ-მეთქი. მისი დიპლომის ოპონენტი ვიყავი და მე გაჩვენებთ,რა დიპლომი აქვს გაკეთებული,რა ცოდნა ჩანს იქ. საცოდაობაა პირდაპირ.

ყველაფერი,რაც ხდება,იმიტომ ხდება,რომ ვისაც სიტყვა ეთქმის ქართულ ჟურნალისტიკაში,ისინი სდუმან. სდუმან იმიტომ,რომ თავჩარგული მუშაობენ არსებობისთვის. არამზადა ჟურნალისტები კი ზოგი გაიყიდა,ზოგს გრანტები ამოსდის ყელში. ხელისუფლებამ უნდა მოხედოს ამ საქმეს,მაგრამ,როგორადაც არ უნდა ემცხეთოთ,ამ ხელისუფლებამ ამ საქმის არაფერი იცის.

ორიოდე დღის წინ "თავისუფალი ზონაა" თუ "ნაციონალური ზონა" იქ ვიყავი აქციაზე. ისეთი ადამიანები დავინახე იქ,ბოღმა ყელში მომაწვა. აი,ეს საზოგადოება შექმნა დღეს ქართულმა ჟურნალისტიკამ და როცა იქნება,პასუხს აგებს ამაზე.

- ვინ ნახეთ ასეთი?!

-ბოკერია და დარჩიაშვილი ბრძანდებოდნენ. ესენი არიან დამნაშავე რეჟიმის დამნაშავე სუბიექტები და თუ არ გასამართლდებიან, ხალხი დასჯის მათ.

1995 წელს "მხედრიონმა"დაგვარბია გაზეთ "შანსის"რედაქციაში. პირადად მე დავზარალდი. მაშინ ნომრის რედაქტორი ვიყავი და მგონი,ყველაზე მძიმედ მე მომხვდა "მხედრიონის" ხელი.

მას შემდეგ გავიდა წლები. "შანსის" რედაქტორი ბონდო ქურდაძე ახლა ემიგრანტია და 2011 თუ 2012 წელს,საფრანგეთის სასამართლოს წარუდგინა ამ შემთხვევის დეტალები და სასამართლომ,როგორც დევნილ ჟურნალისტს და რედაქტორს, უყოყმანოდ შესთავაზა სამუდამო თავშესაფარი.

სხვათა შორის,90-იანი წლებიდან ვიცი,რომ ბატონ ლაშა ტუღუშს ზურგს "ნაცმოძრაობის"ახლანდელი წარმომადგენლები უმაგრებდნენ. პირველი მილიონები 1998 წლიდან შემოვიდა საქართველოში უცხოეთიდან,აქედან 4 მლნ 700 000 დოლარი გადაეცა "რუსთავი-2"-ს და 300 000 დოლარი,სტამბა და სხვა აუცილებელი რამეები უყიდეს გაზეთ "რეზონანსს". ვინ იდგა გრანტების გამცემი ორგანიზაციის უკან?! პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია,კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და ა. შ. ესენი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების სათავეებთან და შანსი არ ჰქონდა ვინმეს,რაიმე სახის გრანტი აეღო,თუ ამ ადამიანებთან არ იქნებოდა დააახლოებული.

მახსოვს,მაშინ,მეც წარვადგინე პროექტი,გულუბრყვილოდ. მეცინება ახლა ამაზე. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე ჟურნალისტური გამოძიებისთვის მჭირდებოდა გრანტი. დარჩიაშვილი ბრძანდებოდა მაშინ იქ მთავარ ფიგურად. პასუხიც კი არ გაუციათ.

-ბატონო გიგლა, თქვენ ახლა კოლეგები გააკრიტიკეთ, რამდენად კორექტული და კოლეგიალური ბრძანდებოდით ამ კრიტიკაში?

-ჩემო ირანდა,პირველ ნაბიჯებს რომ დგამდი ჟურნალისტიკაში,მაშინ შევხვდით ერთმანეთს. მე რედაქტორი გახლდით,შენ კორესპონდენტი. ამიტომ თავს უფლებას მივცემ და გეტყვი:არასდროს ჩათვალო შენს კოლეგებად გაყიდული,მოძალადე,რეჟიმის მონა და მორჩილი ე. წ. ჟურნალისტები. არ დადგე მათ გვერდით. ძალადობა და კრიმინალი დაგმე,მაგრამ მოითხოვე: პასუხი ყველა დამნაშავე უნდა აგოს!

ალისტრახო როხვაძე და სხვა მისნაირი გაურკვეველი სუბიექტები ჩვენი კოლეგები არ არიან!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016