reportiori.ge - „გორგიას“ მფლობელის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:20
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„გორგიას“ მფლობელის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2014. 01:48

 

 

„ახალი ჰიპერმარკეტი „გორგია" მთლიანად წყალში დგას! შენობა ავარიულია, კონსტრუქტორების მიერ არც შესწავლილა. „გორგიას" დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ ათასობით ტონა ინერტული მასალებით დაამძიმა ძირი. ამ ნაყარზე გაკეთდა გრანტით მოპირკეთება ორივე სართულზე. სარდაფში, რომლის ჩასასვლელიც შუა საწყობშია მიმალული, არავის ჩაუხედავს. შესაბამისი სამსახურები თუ ჩაიხედავენ, ნახავენ, რომ სარდაფი წყლითაა ავსებული.

 

 

შესაბამისმა სამსახურებმა საწყობს შუაში უნდა ახადონ პალეტებით დამალული ლუქი და ჩაიხედონ. ყველა მომსწრე გახდება ჰიპერმარკეტის ქვეშ ქვეწარმავლებით და წყლით სავსე სანახაობისა. „გორგიას" ტერიტორიაზე ამდენი სართულების დაშენება არაფრით შეიძლებოდა. დასაჭერია ადამიანი, ვინც თუნდაც მეორე სართულის ნებართვა გასცა. სანაცვლოდ, ნებართვის გამცემმა ჯილდო მიიღო. „გორგიას" თანამშრომლებს კარგად ახსოვთ წყალში ატივტივებული სამშენებლო მასალები.

 

 

გია გორგოშაძე დღემდე ცდილობს ისეთი კონსტრუქტორის ნახვას, რომელიც ფულს აიღებს და პასუხისმგებელი გახდება დასკვნის დაწერაზე. როგორც ჩანს, ადამიანების დაღუპვას ყველა კონსტრუქტორი ერიდება და დასკვნას არავინ დებს. ამის შესახებ თავად „გორგიას" თანამშრომლებიც აზრზე არ არიან, რომ „ბომბზე" სხედან. ერთი პატარა ბიძგი და ჰიპერმარკეტი მთლიანად ჩაწვება წყლით სავსე სარდაფში. თავად გია გორგოშაძე კი მეორე შენობაში ზის. ღმერთმა დაიფაროს და, უბედურების შემთხვევაში, გია გორგოშაძე „მაუდის" მეპატრონეს შეაწმენდს ხელს. ეს მისი ცხოვრების სტილია.

 

 

არადა, „გორგია" ისეთი სარეკლამო კამპანიას მართავს, გაზეთი და ტელევიზია არ დატოვა, სადაც ფულს არ სთავაზობს იმის სანაცვლოდ, რომ სიმართლე არავინ გაიგოს. თუმცა, კეთილსინდისიერი მედიასაშუალებები აუცილებლად ამხელენ „გორგიას" დანაშაულებრივ ქმედებებს და მისი მეპატრონე გია გორგოშაძე აუცილებლად მოხვდება ციხეში. ეს ხალხი ცოცხალია და კარგად არიან: თამარ კუპრეიშვილი მოიყვანა სამსახურში, დაჰპირდა პრემიებს, გადააგდო, დიდი სტენდი ჩამოვარდა და დაეცა ამ ქალს თავში.

 

 

ტვინის შერყევით თვეები ცუდად იყო. თანამშრომლებს რომ არ დაეტანებიათ ძალა, საავადმყოფოს ფულსაც კი არ უხდიდა.

„გუდვილის" მთავარი მენეჯერი გადმოიყვანა ასევე მოტყუებით „გორგიაში"! ისიც გადააგდო და გაიქცა... საუკეთესო ეიჩარი - ლილი ბიბილაშვილი მოტყუებით, დაპირებებით მიიყვანა „გორგიაში" და ბოლოს ეს ქალბატონი შეწუხდა გორგოშაძის თაღლითური საქციელით, მიაყარა ყველაფერი და წავიდა. ოღონდ ჯერ გია გორგოშაძემ ააწყობინა ყველაფერი, რაც უნდოდა (კადრების სისტემას ვგულისხმობ) და მერე აიძულა, წასულიყო.

 

 

ამ მაქინაციებით გია გორგოშაძემ ასევე დიდი დარტყმის ქვეშ მოაქცია სადაზღვევო კომპანია „ირაო", რომელსაც ხელი მოაწერინა ეშმაკურად მხოლოდ მასალების დაზღვევაზე. ერთ მშვენიერ დღეს „ირაოს" დიდი დარტყმა ელოდება. ეს „მაუდის" ტერიტორია ჯერ კიდევ წლების წინ დანგრევის გეგმაში იყო. ჰოლანდიელები აპირებდნენ პატარა კოტეჯების მშენებლობას მსუბუქი კონსტრუქციებით და არა ტონობით ტრაილერების ტვირთის დასაწყობებს. ხალხმა რა დააშავა ასეთ შემთხვევაში, როცა შეიძლება, 1 მ2 კაფელის მყიდველს ამხელა საფრთხე ელოდება შენობაში.

 

 

მოკლედ, ეს ცნობილი ფაქტია, „გორგიაში" ნორმალური კადრი გამორიცხულია, გაჩერდეს. ერთი ადამიანი ზვიად მერაბიშვილის სახით ეკონომიკური დანაშაულებებისთვის უკვე იჯდა ციხეში. ახლა უზის და პროგრამულად ასწორებინებს დარღვევებს. ეს ადამიანიც გაწირული ჰყავს. თუმცა, პრემიის სანაცვლოდ ეს კაცი მიჰყვება ფეხდაფეხ. მერე ეტყვის ოჯახის წევრებს, არ ვიცოდი, ასეთ საქმეებს თუ აკეთებდაო. ეს მისი ხელწერაა...

 

 

წყალზე რომ დგას „გორგიას" შენობა. რამდენიმე თვის უკან ერთი ტრაილერი გრანიტი ეზოში დაწყობილი ჩაინგრა და ჩაიტანა სანაპიროზე. ეს ფაქტი არ იკმარა, მაინც დააშენა ორი სართული.

 

 

გია გორგოშაძის დაუკმაყოფილებელი მადა მასშტაბებს გასცდა! მთელი საკანალიზაციო სისტემა არასწორად ჩაუშვა ვიღაცის სანიაღვრეში. მიწისზედა დარღვევები და დანაშაულებები არ კმაროდა, ახლა მიწისქვეშ ხლაფორთობს.

ეს ქონება კი სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს. გია გორგოშაძე კი ჯერ ისევ აგრძელებს თამაშს „გორგიას" შავბნელ ჭადრაკის დაფაზე. თავი მეფე ჰგონია, მაგრამ ბოლოში პაიკი იქნება „მატროსოვის ციხეში".


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016