reportiori.ge - გალში დაკავებული ქართველები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
კონფლიქტები
გალში დაკავებული ქართველები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2014. 23:39


გალის რაიონში დაკავებული ქართველები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. დაკავებულების ოჯახის წევრები ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.


ახლობლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ლევან ბუღაშვილი ოჯახს დღეს პირველად დაუკავშირდა და იმ მდგომარეობის შესახებ უამბო, რომელშიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.


როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, პატიმრები მძიმე პირობებში არიან, არ აქვთ საკვები და არ ეძლევათ ადვოკატის აყვანის უფლება.


სოფელ საწულუკიძეოს მცხოვრებნი ლევან ბუღაშვილი და ზაალ შვანგირაძე გალის რაიონში თხილის საკრეფად იმყოფებოდნენ, როდესაც ისინი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ოჯახმა მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია 6 დღის შემდეგ მიიღო.




(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016