reportiori.ge - „ამ შენობაში შესვლა საშიშია!“ – ყოფილი თანამშრომელი ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ არსებული მდგომარეობით დაინტერესებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:12
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ამ შენობაში შესვლა საშიშია!“ – ყოფილი თანამშრომელი ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ არსებული მდგომარეობით დაინტერესებას ითხოვს
ავტორი:
15 ოქტომბერი, 2014. 23:54


„ახალი ჰიპერმარკეტი „გორგია" მთლიანად წყალში დგას,  შენობა ავარიულია, კონსტრუქტორების მიერ არც შესწავლილა" - ამ განცხადებებს „გორგიას" ყოფილი თანამშრომელი აკეთებს.


მისივე მტკიცებით, „გორგიას" დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ ათასობით ტონა ინერტული მასალით  დაამზიმა ძირი და ამ ნაყარზე გაკეთდა გრანიტით მოპირკეთებული ორივე სართული.


„სარდაფში, რომლის ჩასასვლელიც შუა საწყობშია მიმალული, არავის ჩაუხედია. შესაბამისი სამსახურები თუ ჩაიხედავენ, ნახავენ, რომ წყლითაა ავსებული. გია გორგოშაძე დღემდე ცდილობს ისეთი კონსტრუქტორის ნახვას, რომელიც ფულს აიღებს და პასუხისმგებელი გახდება დასკვნის დაწერაზე. როგორც ჩანს, ადამიანების დაღუპვას ყველა კონსტრუქტორი ერიდება და დასკვნას არავინ დებს. ერთი პატარა ბიძგი და ჰიპერმარკეტი მთლიანად ჩაწვება წყლით სავსე სარდაფში! თავად გია გორგოშაძე კი მეორე შენობაში ზის. ღმერთმა დაიფაროს და უბედურების შემთხვევაში მაუდის თანამშრომლებს შეაწმენდს ხელს - ეს მისი ცხოვრების სტილია!" - აცხადებს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაობის განსაჯაროება არ სურს.


მისივე ინფორმაციით, „მაქინაციების გზით გორგოშაძემ ასევე დიდი დარტყმის ქვეშ მოაქცია სადაზღვევო კომპანია „ირაო", რომელსაც ხელი მხოლოდ მასალების დაზღვევაზე მოაწერინა".


„ერთ მშვენიერ დღეს „ირაოსაც" დიდი დარტყმა ელოდება. მაუდის ტერიტორია ჯერ კიდევ წლების წინ დანგრევის გეგმაში იყო. ჰოლანდიელები აპირებდნენ პატარა კოტეჯების მშენებლობას მსუბუქი კონსტრუქციებით და არა ტონობით ტრაილერების ტვირთის დასაწყობებას.  ხალხმა რა დააშავა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ერთი კვადრატული მეტრის კაფელის მყიდველს ასეთი საფრთხე ემუქრება შენობაში?! შესაბამისმა სამსახურებმა უნდა ახადონ საწყობის შუაში პალეტებით დამალული ლუქი და ჩაიხედონ . ყველა გახდება მოწმე ქვეწარმავლებითა და წყლით სავსე ამ სანახაობისა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე ამდენი სართულის აშენება ყოვლად დაუშვებელია. დასაჭერია ადამიანი, ვინც თუნდაც მეორე სართულის აშენების ნებართვა გასცა!" - აცხადებს ყოფილი თანამშრომელი.


მისივე მტკიცებით, „გორგიას" თანამშრომლებს კარგად ახსოვთ წყალში ატივტივებული სამშენებლო მასალები.


„გია გორგოშაძის  დაუკმაყოფილებელი მადა ყველა ფარგლებს გასცდა. მთელი საკანალიზაციო სისტემა არასწორად ჩაუშვა ვიღაცის სანიაღვრე სისტემაში. რამდენიმე თვის წინ „გორგიას" ეზოში დაწყობილი ერთი ტრაილერი გრანიტი მიწისქვეშ ჩაინგრა და წყალმა სანაპიროზე ჩაიტანა. გორგოშაძემ ეს ფაქტი არ იკმარა და მეორე სართული მაინც დააშენა" - ირწმუნება წყარო და შესაბამის უწყებებს „გორგიაში" არსებული მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვს.







წყარო: http://frontnews.ge/


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016