reportiori.ge - ანი მიროტაძე: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კალენდარი დადებითისკენ შეცვალა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:06
პოლიტიკა
ანი მიროტაძე: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კალენდარი დადებითისკენ შეცვალა!
16 ოქტომბერი, 2014. 20:39



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე, „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მან  New York Times-სთვის დაწერა და აცხადებს, რომ ბატონი ბიძინა არის  ადამიანი რომელმაც რეალურად შეცვალა საქართველოს პოლიტიკური კალენდარი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ,  ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით და მისი ხელისუფლებაში მოსვლით, ამ რეჟიმს წერტილი დაესვა:


„რაც შეეხება იმას, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ხომ არიან ადამიანები ქვეყნების ცხოვრებაში, როცა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენს რეალობაში, ბატონმა ბიძინამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც  რეალურად შეცვალა საქართველოს პოლიტიკური კალენდარი. ვფიქრობ შეცვალა დადებითისკენ, რადგან  ქვეყანას მისცა შანსი გათავისუფლებულიყო იმ რეჟიმისგან, რომელიც მიდიოდა წმინდა წყლის ავტორიტარული რეჟიმისკენ. იმის  გათვალისწინებით, როგორც აშენებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ ქვეყანას. ეს რომ იყო რეჟიმი და არაფერი საერთო არ ჰქონდა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან, ყველამ ვიცით, რადგან ეს ყველამ გამოსცადა  თავის თავზე. ეს რეპრესიული მანქანა შევიდა ყველა ოჯახში, შეიწირა დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში, გადაწყვიტა მედია გამხდარიყო, ისევე როგორც სასამართლო, ისევე როგორც პოლიცია და პროკურატურა, იარაღი ხელისუფლების ხელში და არა ინსტიტუტები რომლებიც უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადოებაზე. ეს არის რთული მემკვიდრეობა. მე არ მინდა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ასეთი პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვქონდა. ძალიან ბევრი რაღაცის მოგვარება გვიწევს ახლა და ეს არ არის ადვილი. ამიტომ სრულად ვეთანხმები დავით უსუფაშვილს, ეს არის წარსული,  რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დატოვა, რომელსაც ვეღარ დაივიწყებს ქვეყანა. ეს წარსული აღარ გვინდა განმეორდეს, არც ერთ მოქალაქეს ქვეყანაში, ვინაიდან ყველამ იცის როგორ დაგვაზარალა როგორც მოქალაქეები და ასევე სახელმწიფო".



ანი მიროტაძე გაოცებულია  რატომ უკვირს ვინმეს, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან არის გარკვეული სახის კითხვები. მისივე თქმით, სახელმწიფო არის ვალდებული მოქალაქეების წინაშე და აუცილებელია აღდგეს სამართლიანობა.


„ხშირად არის ლაპარაკი რატომ უჩნდებათ კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს ყოფილ მაღალჩინოსნებთან. უკაცრავად და არ უნდა გაუჩნდეთ კითხვები, როდესაც კანონდარღვევებთან გვქონდა საქმე? როცა საზოგადოებრივი დაკვეთა და მაღალი ინტერესი არის  რომ გაირკვეს, ამ ქვეყანაში ვინ ჩაიდინა დანაშაული და თავმოყვარე სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ კითხვები დასვას და სამართლიანობა აღადგინოს თითოეული მოქალაქის წინაშე? სახელმწიფო არის ვალდებული საკუთარი მოქალაქეების წინაშე და უნდა იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე".


აცხადებს მიროტაძე და აღნიშნავს, რომ ძალიან დასაფასებელია ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის წინაშე, რადგან მან საკუთარი თავი და ოჯახი დააყენა რისკის ქვეშ, როდესაც  ხელისუფლებაში მოსვლა გადაწყვიტა.


„რაც შეეხება იმას, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამხელა რისკის ქვეშ დააყენოს საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახის წევრები და საახლობლო და ა.შ. და თქვას მე მოვედი, რათა დავასრულო ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ჩემი აზრით ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა  სად არის,  ხელისუფლებაშია თუ არა. მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა.  ჩვენ დღეს ვიწყებთ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შენებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს შანსი კი მოგვეცა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოვახერხეთ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური რეჟიმის დასრულება", - განაცხადა ანი მიროტაძემ.


საუბრის დასასრულს ანი მიროტაძემ „ნაციონალურ მოძრაობას" ურჩია პრორუსული ძალები და რუსეთის ინტერესების გამტარებელი თავიანთ რიგებში მოძებნონ:


„მესმის, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის ნაწილია ჩვენ გვეძახოს პრორუსული ძალა და ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ინეტრესების გამტარებელი, მაგრამ ისევ თავის რიგებში მოძებნონ ასეთი ადამიანები, უკეთესი იქნება".



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016