reportiori.ge - რომში საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:12
სამართალი
რომში საქართველოს 37 მოქალაქე დააკავეს
ავტორი:
19 ივლისი, 2013. 10:44

რომში, კარაბინიერების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სამი ქალია.

სამართალდამცავების ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები რომსა და რომის გარეუბნებში სახლებისა და ბინების გაქურდვით იყვნენ დაკავებულები. მათივე განმარტებით, დაკავებულები იყენებდნენ ე.წ. „key bumping"-ის მეთოდს, რაც საკეტზე გატეხის კვალს არ ტოვებს. ადგილობრივი სამართალდამცველების ვარაუდით, ე.წ. „ატმიჩკები", რომლითაც საკეტების გატეხვა ხდებოდა, საქართველოში მზადდებოდა და იტალიაში სწორედ იქიდან იგზავნებოდა.

როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მეორე სპეცოპერაციაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ „ორგანიზებული დანაშაულის" წინააღმდეგ ჩატარდა. 2012 წელს იტალიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ქართული დაჯგუფების 14 წევრი. დაკავებულების ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ოქრო, ვერცხლი, სამკაულები და ძვირადღირებული კომპიუტერები, რომლის ჯამური ფასი ორ მილიონ ევროს აღწევდა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016