შვეიცარიელმა წყალქვეშა ექსტრემალმა, ფოტოგრაფმა ფრანკო ბანფიმ, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რათა ექსკლუზიური მასალა ჩაეგდო ხელში. ბრაზილიაში, მდინარე ამაზონში გიგანტურ ანაკონდასთან ერთად ჩაყვინთა. 10 დღიანი მოგზაურობის შედეგად მსოფლიოში უდიდესი გველი აღმოაჩინა. ფოტოგრაფმა მოახერხა ბუნებრივ პირობებში გადაეღო გიგანტური ანაკონდა. ფრანკოს საბედნიეროდ ანაკონდა მისი და გუნდის წევრებით არ დაინტერესებულა და არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ჯერ-ჯერობით უდიდესი გველი, ნიუ-იორკში, ლაბორატორიის პირობებში ჰყავთ გამომწყვდეული, ხოლო მისი ფიზიკური მონაცემები შეადგენს: სიგრძე-9 მეტრი და წონა-130 კილოგრამი, მაგრამ ეს მონაცემები ამ ანაკონდის მონაცემებთან შედარებით მცირეა, თუმცა მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა.
( მოამზადა ნინო მჟავანაძემ)
(წყარო dainteresdit.ge )