reportiori.ge - 10 ბრძნული რჩევა მსოფლიოს პირველი მილიარდერისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:18
სხვადასხვა
10 ბრძნული რჩევა მსოფლიოს პირველი მილიარდერისგან
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2014. 14:57



ჯონ როკფელერი - ის ისტორიაში ორი სტატუსით შევიდა - როგორც პირველი მილიარდერი კაცობრიობის ისტორიაში და როგორც უდიდესი ქველმოქმედი. როკფელერი ქველმოქმედებას საკუთარი შემოსავლის 10%-ს ახმარდა.


მის მიერ შექმნილი უმსხვილესი კომპანიაა Standart Oil, რომელსაც ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა.

როკფელერი თინეიჯერობისას ორ რამეზე, 100 000 დოლარის შოვნასა და 100-წლიან ცხოვრებაზე ოცნებობდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ორივე ოცნება აისრულა, თუმცა პირველი ოცნება გადაჭარბებით (საოცნებო 100 000 დოლარის ნაცვლად 318 მილიარდი აშშ დოლარი იშოვა), ხოლო მეორე ოცნების სრულყოფაში სულ რაღაც 2 წელი დააკლდა; ჯონ როკფელერი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.


გთავაზობთ ჯონ როკფელერის 10 ბრძნულ რჩევას:


1 - მირჩევნია,  შემოსავალი მივიღო ასი ადამიანის ძალისხმევის 1%-იდან, ვიდრე საკუთარი ძალისხმევის 100%-დან.

2 - ვინც მთელი დღე მუშაობს, მას ფულის საშოვნელი დრო არ აქვს.

3 - გამოიმუშავეთ რეპუტაცია და ის თქვენთვის იმუშავებს.

4 - შეუპოვრობის საფუძველზე ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

5 - ხუმრობა და ფულის სესხება აუცილებელია, მოულოდნელად მოხდეს.

6 - ადამიანებთან ურთიერთობის უნარი - ეს საქონელია, რომლის ყიდვა ისევე შეიძლება, როგორც ვყიდულობთ ყავასა და შაქარს. ამ უნარისთვის მზად ვარ, გადავიხადო იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვაში.

7 - მე არ მჭირდება მოაზროვნე ხალხი, მე მჭირდება მომუშავე ხალხი.

8 - მე არ ვიცი იმაზე უფრო საწყალი ადამიანი, ვიდრე ის, რომელიც მთელ დროს უთმობს ფულის კეთებას ფულისთვის.

9 - ნუ შეგეშინდებათ დიდი ხარჯების. უნდა გეშინოდეთ მცირე შემოსავლების.

10 - იცით, რა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას? იმის დანახვა, როგორ მოაქვს ჩემს ძალისხმევას დივიდენდები.


(მოამზადა ნათია ცუხიშვილმა)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016