reportiori.ge - როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ტკბილეულის ჭამას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:50
სხვადასხვა
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ტკბილეულის ჭამას
ავტორი:
18 ოქტომბერი, 2014. 10:12


ყველამ კარაგდ ვიცით, თუ რაოდენ  საყვარელია ბაშვებისთვის ტკბილეული, ის ხომ მათი განუყოფელი  ნაწილია. არადა, შაქრის მავნებლობა უკვე აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მაშ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ამ მავნე ჩვევისგან?

აკრძალვა ყველაზე მარტივი გზაა, მაგრამ ტკბილეულის სრულად გამორიცხვა ბავშვის მენიუდან არანაკლებ უსიამოვნებებს მოგიტანთ. ბავშვი განერვიულდება და ნორმალურ საკვებზეც უარს იტყვის ან, უბრალოდ, ხასიათი გაუფუჭდება, რაც ძილზეც უარყოფითად იმოქმედებს.

ჩანაცვლება საუკეთესო ვარიანტია, რაც ადვილი არ გახლავთ. თუმცა ადვილი საქმე და ბავშვის მოვლა სულ სხვადასხვა ცნებებია.


ისღა დაგრჩენიათ, თავად შეუდგეთ უსაფრთხო ტკბილეულის შინ დამზადებას. შოკოლადზე ბევრად უსაფრთხოა შინაური სუფლე, მუსი და ცოტა შაქარში ამოვლებული თხილი თუ ნიგოზი. შეგიძლიათ, შოკოლადის ასოციაცია კაკაოთი "გააღვიძოთ".


ზაფხული რომ მოდის და ნაყინის ბიზნესი იფურჩქნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი მაცივარიც ნაყინით უნდა გაივსოს. ზაფხულიდან ზაფხულამდე ბავშვს ნაყინის გემო და მისი ჭამის ჩვევა ავიწყდება. ხელმეორედ ნუ წაახასალისებთ და ჩვევად ნუ უქცევთ ნაყინის ჭამას. კვირაში 2-3-ჯერ საკმარისია, უკიდურეს შემთხვევაში, დღეში ერთი ცალი.

ნაყინის ჩასანაცვლებლად იოგურტები ან ლამაზად შეფუთული ხაჭოს დესერტები გამოიყენეთ. მართალია, გაცილებით ძვირია, მაგრამ ღირს. სამაგიეროდ, მათი ეტიკეტებიც შეისწავლეთ. თუ შაქრის მაღალი შემცველობა, საღებავები, ემულგატორები და კონსერვანტები "მოჰყვება", ისევ ჯობია, ნაყინი ჭამოს.


მეტი გადამჭრელი ზომების მიღება მოგიწევთ ტკბილ გაზიან სასმელებთან მიმართებაში. მშობლის ყველა "ჯადოსნური" ხერხი გამოიყენეთ და ისინი კომპოტებით ან წვენებით ჩაანაცვლეთ. ეს არც ისე რთულია, ნუ იყიდით ამ სასმელებს ოჯახში და ბავშვიც აღარ მიეჩვევა მათ.




( მოამზადა  ნინო  მჟავანაძემ )


(წყარო  mshoblebi.ge )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016