„რა რეიტინგიც ახლა გვაქვს, ერთი წლის წინ ის ჩვენს ოპოზიციას ჰქონდა. მე რაც შემეხება, რეიტინგზე არასოდეს მიმუშავია და რასაც ეს ბოლო 9 თვეა ვაკეთებ, ჩემი გააზრებული მიდგომაა" - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ მზად არის - „მე მაგალითად, ვაპირებ, მთელი ჩემი კამპანია შერიგებისკენ წავიყვანო და მაქსიმალურად ობიექტური ვიყო, საკუთარი, ჩემი თანაგუნდელებისა და ახალი ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისასაც კი. ახლა ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ, ამ არჩევნების მერეც ასე დარჩება, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი არაა და კვლავ ხელისუფლებაში ვაპირებთ დაბრუნებას!" - ამბობს ბაქრაძე.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა" ისეთი, როგორიც 1,2 და მეტი წლის წინ იყო, ვეღარასოდეს იქნება -„ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა! ეს განცხადება ვიღაცას მოწონება, ვიღაცას არ მოეწონება, ჩვენი მხარდამჭერებისთვის, შესაძლოა მეტისმეტად მკვეთრი განაცხადია, მაგრამ პარტიამ მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ საკუთარ შეცდოემებზე ვისწავლეთ. ამიტომ პარტიის შიგნით ძალიან სერიოზული გარდაქმნები მიდის და ეს უმტკივნეულო პროცესი არ არის. ყველას უნდა ესმოდეს - თუ „ნაციონალური მოძრაობა" ძირეულად არ შეიცვალა, ვერ აღვადგენთ ხიდს მოსახლეობის დიდ ნაწილთან" - განაცხადა ბაქრაძემ.